მარიამ მეგვიპტელი
მარიამ მეგვიპტელი | |
---|---|
დაიბადა |
V საუკუნის შუა წლები ალექსანდრია |
გარდაიცვალა |
522 პალესტინა |
ხსენების დღე | ახ. სტ. 14 აპრილი ან დიდი მარხვის მეხუთე კვირას |
მოღვაწეობა | განდეგილი |
მარიამ მეგვიპტელი (დ. უცნობია — გ. 522) — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი. მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ახ. სტილით 14 აპრილს ან ან დიდმარხვის მეხუთე კვირას, ხოლო კათოლიკეები მოიხსენიებენ 3 აპრილს. მოიხსენიებს ასევე ანგლიკანური ეკლესიაც.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიაში. თორმეტი წლის ასაკში გაიქცა სახლიდან და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მისდევდა პროსტიტუციას ალექსანდრიაში. ერთხელაც ის თან გაჰყვა მომლოცველებს იერუსალიმში, რომლებიც გემით მიემგზავრებოდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულზე დასასწრებად. მაგრამ მარიამის მგზავრობის მიზანი ლოცვა კი არ იყო, არამედ მაცდურობა მომლოცველთა შორის.
იერუსალიმში ჩასული ეკლესიაში ვერ შევიდა. მარიამმა ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს, შეეშვა ეკლესიაში, რათა იმ ჯვრის ხილვის ღირსი გამხდარიყო, რომელზეც აწამეს მაცხოვარი. მარიამმა შესთხოვა ღვთისმშობელს, ეჩვენებინა მისთვის სინანულის გზა. ღვთისმშობლის მითითებით წარემართა მარიამი მდინარე იორდანესაკენ, დასახლდა უდაბნოში და მარტოდმარტო განვლო იქ 47 წელი. იკვებებოდა მცენარეების ფესვებითა და ბალახებით.
მარიამ ეგვიპტელი გარდაიცვალა 522 წელს.