შინაარსზე გადასვლა

მასუდ ფეზეშქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასუდ ფეზეშქიანი
მასუდ ფეზეშქიანი
ფეზეშქიანი 2024 წელს
ირანის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 ივლისი, 2024
წინამორბედიმოჰამედ მოხბერი

დაბადებული29 სექტემბერი, 1954 (1954-09-29) (69 წლის)
მეჰაბადი, ფეჰლევიანთა ირანი (დღეს ირანი)
მოქალაქეობაირანის დროშა ირანი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
შვილები4[1]
განათლებათავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
პროფესიაკარდიოქირურგი
საიტიdrpezeshkian.ir

მასუდ ფეზეშქიანი (სპარს. مسعود پزشکیان; დ. 29 სექტემბერი, 1954, მეჰაბადი, ირანი) — ირანელი კარდიოქირურგი, რეფორმისტი პოლიტიკოსი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მე-9 პრეზიდენტი.[2]

მასუდ ფეზეშქიანი დაიბადა 1954 წლის 29 სექტემბერს ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ქალაქ მეჰაბადში. მამა ირანელი აზერბაიჯანელია, დედა ქურთი.[3][4] თავად ფეზეშქიანის სიტყვებით, მისი მშობლები თურქები არიან.[5] 1973 წელს დიპლომის აღებისთანავე გადავიდა ზაბოლში წვევამდელად. ამ პერიოდში ინტერესდება მედიცინით. სამსახურის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ პროვინციაში, სადაც ჩაირიცხა სამედიცინო სკოლაში და მიიღო ზოგადი მედიცინის ხარისხი. 1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომის დროს იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე, სადაც მუშაობდა ექიმად და პასუხისმგებელი იყო სამედიცინო ჯგუფების გაგზავნაზე. 1985 წელს ფეზეშქიანმა დაასრულა ზოგადი პრაქტიკოსის კურსი და დაიწყო ფიზიოლოგიის სწავლება სამედიცინო კოლეჯში.

ომის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ზოგად ქირურგიის მიმართულებით. 1993 წელს მიიღო სპეციალობა კარდიოქირურგიაში ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მოგვიანებით იგი გახდა კარდიოქირურგიის სპეციალისტი, ხოლო 1994 წელს — გახდა თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტი, სადაც მუშაობდა ხუთი წლის განმავლობაში.

ფეზეშქიანის პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის 1997 წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მოჰამედ ხათამის ადმინისტრაციას შეუერთდა. ოთხი წლის შემდეგ იგი დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად, სადაც მუშაობდა 2001-2005 წლებში. მას შემდეგ ის ხუთჯერ იქნა არჩეული ირანის პარლამენტში, სადაც 2016-2020 წლებში ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაც.[6]

მონაწილეობას იღებდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მოხსნა კანდიდატურა. მან 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებაზე უარი ეთქვა. 2024 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მეორე ტურში გავიდა, სადაც დაამარცხა კონკურენტი კანდიდატი საიდ ჯალილი და გახდა ირანის პრეზიდენტი.

ფეზეშქიანი ოფიციალურად დანიშნა პრეზიდენტად ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მიერ 2024 წლის 28 ივლისს და ფიცი დადო ირანის პარლამენტის წინაშე 2024 წლის 30 ივლისს.[7][8].

ჰყავდა მეუღლე, სპეციალობით გინეკოლოგი[9]. 1993 წელს ავტოკატასტროფაში დაეღუპა ცოლი და ერთი შვილი. აღარ დაოჯახებულა, მარტო ზრდიდა ორ ვაჟს და ერთ ქალიშვილს.

  1. Ahangar, Ali. مسعود پزشكيان؛ كسي كه مثل هيچ كس نيست. ციტირების თარიღი: 29 June 2024
  2. Centrist Masoud Pezeshkian will be Iran’s next president (6 July 2024).
  3. Wintour, P.. (2024-07-06) Masoud Pezeshkian: the former heart surgeon who became president of Iran. ციტირების თარიღი: 2024-07-06
  4. Editorial (2024-06-14). „The Guardian view on Iran’s presidential election: more choice, but little real hope of change“. The Guardian (ინგლისური). 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-06-18. ციტირების თარიღი: 2024-07-06.
  5. Atam da türkdür, anam da. Türk olmağımla fəxr edirəm — Pezeşkian. ციტირების თარიღი: 2024-07-09
  6. Persian Press Review. ციტირების თარიღი: 2024-06-28
  7. Iran President-elect to Be Sworn in on July 30. ციტირების თარიღი: 2024-07-29
  8. На инаугурации президента Ирана будут присутствовать представители 60 стран (2024-07-23). ციტირების თარიღი: 2024-07-23
  9. مقام‌های جمهوری اسلامی و همسرانشان؛ مردان نام‌دار و زنان 'بی‌نام'. ციტირების თარიღი: 2024-06-28