შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ერისთავი (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიხეილ ერისთავი.
მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1827
დაბადების ადგილი კარალეთი, გორის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი, 1894 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები ყირიმის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)

მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (დ. 9 თებერვალი, 1827, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 მაისი, 1894, გორი[1]) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1885).[1] გენერლების ნიკოლოზ ერისთავისა და კონსტანტინე ერისთავის ძმა.

მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1877 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1885 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]