მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (ენდოვო)
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′51″ ჩ. გ. 37°37′37″ ა. გ. / 55.74750° ჩ. გ. 37.62694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნე |
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (რუს. Храм Великомученика Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. 1992 წლიდან სოლოვეცკის მონასტრის მეტოქია.
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა გიორგის სახელზე, ხოლო ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა გიორგის ხის ეკლესია ამჟამინდელი ტაძრის ადგილზე ცნობილია XVI საუკუნის შუა წლებიდან. პირველი ქვის ტაძარი ამ ადგილზე ააგეს 1588 წელს, მთავაეპისკოპოს არსენი ელასონსელის ინიციატივით, რომელიც მოსკოვიდან კონსტანტინოპოლში მიმავალ საპატრიარქო ელჩობის შორის იყო. ტაძარი ღვთისმშობლის შობის მთავარი საკუთხევლით ააგეს XVI საუკუნის ბოლოს მთავარეპისკოპოსის ფინანსებით.
1611 წელს, არეულობის ხანაში, ეკლესიის ახლოს ააგეს ხის სათვალთვალო კოშკი. 1612 წელს მდინარე მოსკოვზე მიმდინარე პოლონელთა და რუსთა ბრძოლის პერიოდში ხის სათვალთვალო კოშკი ხელიდან ხელში გადადიოდა. სწორედ ამ პერიოდში მოიხსენიება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
საბრძოლო მოქმედებების დროს ეკლესია, სავარაუდოდ დაზარალდა, მაგრამ ომის შემდეგ მალევე აღადგინეს. ამჟამად არსებულ ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1653 წელს და სავარაუდოდ გამოიყენეს ძველი ეკლესიის კედლები. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეგვტერები წმინდა გიორგისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ორივე ეგვტერი კუთხის აფსიდებში განათავსეს.
1670-1680-იან წლებში ეკლესიის მთელი დასავლეთი ნაწილი გადააკეთეს. ამ სამუშაოების შედეგად გაჩნდა სამრეკლო, სატრაპეზო კი ორჯერ გაადიდეს. 1729 წლის ძლიერმა წყალდიდობამ დაწია გრუნტი ეკლესიის ქვეშ, რამაც გამოიწვია სატრაპეზოს და სამრეკლოს დაზიანება. 1729-1730 წლებში ისინი ხელახლა ააშენეს. სამრეკლო წყალდიდობამ კვლავ დააზარალა 1786 წელს, მის ადგილზე კი 1806 წელს, პავლე დამიდოვის ფინანსებით, ააშენეს დღესაც არსებული სამიარუსიანი სამრეკლო.
1812 წლის ხანძარმა წმინდა გიორგის ტაძრის კედლებიც და ინტერიერიც დააზიანა, მაგრამ XX საუკუნის 30-იან წლებში ტაძრის შენობა აღადგინეს.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ლაზარეთი.
საბჭოთა ხელისფლებამ ეკლესია დახურა 1935 წლამდე. დახურვის შემდეგ მის შენობას გამოიყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები. 1958-1962 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები ნიკოლაი ნედოვიჩის პროექტის მიხედვით.
1992 წელს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გახდა სოლოვეცკის მონასტრის მეტოქი. პირველი მსახურება ახლად აღდგენილ ტაძარში შედგა 1993 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье / Под ред. А. И. Комеча. — М.: Искусство, 1994. — С. 88-90. — 320 с. — ISBN 5-210-02548-9