მუავია I
მუავია I | |
---|---|
არაბეთის ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 661 |
მმართ. დასასრული: | 6 მაისი, 680 |
წინამორბედი: | ჰასან იბნ ალი |
მემკვიდრე: | იაზიდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 603 |
დაბ. ადგილი: | მექა |
გარდ. თარიღი: | 6 მაისი 680 |
გარდ. ადგილი: | დამასკო |
მეუღლე: |
1. მაიმუნა ალ-კალბიია 2. ფაჰტა 3. ნაილია ბინტ ამარა 4. კასვად ბინტ კურზი |
შვილები: |
იაზიდ I აბდურაჰმანი აბდულა უმა რაბა ჰინდი რამლია სოფია |
დინასტია: | ომაიანები |
მამა: | აბუ სუფიან იბნ ჰარბი |
მუავია იბნ აბუ სუფიანი (არაბ. معاوية بن أبي سفيان, 603 მექა — 6 მაისი 680, დამასკო) — ომაიანების დინასტიის დამაარსებელი და არაბთა სახალიფოს პირველი ხალიფა. სახალიფოს მართავდა 661-680 წწ. სახალიფოს დედაქალაქი გადაიტანა დამასკოში. აბუ სუფიან იბნ ჰარბის შვილი. დაიბადა ჰიჯრის დაწყებამდე 20 წლით ადრე. ეკუთვნოდა კურაიშთა ტომის გვაროვნულ არისტოკრატიას. მუავიამ სახალიფოს დედაქალაქი დამასკოში გადაიტანა და ხალიფას არჩევითი ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ირანსა და შუა აზიაში. ორჯერ უშედეგოდ სცადა კონსტანტინოპოლის აღება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 188.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography of Muawiya ibn Abu Sufyan[მკვდარი ბმული]
- Mu’awiya as a Model of Islamic Governance დაარქივებული 2006-12-06 საიტზე Wayback Machine.
|