მურთაზ ბაკურია
მურთაზ ვიქტორის ძე ბაკურია (დ. 13 თებერვალი, 1933, სოფ. ძველი აბაშა, აბაშის რაიონი — გ. 15 აგვისტო, 1992, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1956–1962 კომკავშირულ სამუშაოზეა,1965–1967 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრის მასწავლებელი, 1967–1979 თსუ დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი, 1980-იდან ამავე კათედრის პროფესორი.
ბაკურიას კვლევის ძირითადი სფეროები: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტიკის ლოგიკა და თანამედროვე დასავლეთ ფილოსოფიის ანალიზი. ფილოსოფიური დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რომელსაც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტორიული გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 339.