შინაარსზე გადასვლა

მყინვარული ტბა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთის პატარა მყინვარული ტბა იბონ-დე-საბოკოსი ესპანეთში
კომოს ტბა

მყინვარული ტბაწყლის ობიექტი, რომელიც წარმოიქმნება მყინვარის მიერ გაჩენილი ქვაბულის მდნარი წყლით ამოვსების შედეგად, რაც მყინვარულ ეროზიასთან არის დაკავშირებული,[1] თუმცა, ბოლო მორენებითა და ყინულით წარმოქმნილი ბუნებრივი კაშხალიც შეიძლება გახდეს მყინვარული ტბის წარმომქმნელი. მყინვარული ტბების გენეზისი და ხასიათი ცვალებადობს მათი ლოკაციის შესაბამისად.[2]

უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დასასრულს, დაახლოებით 10,000 წლის წინ, მყინვარებმა უკანდახევა დაიწყეს,[3] რასაც ხშირად თან სდევდა დრუმლინებსა და ბორცვებს შორის არსებული სიცარიელეების ყინულოვანი დანალექებით ამოვსება. მათი ლღობის შედეგად, გამყინვარების პერიოდის ბოლოს წარმოიქმნა ტბები. აღნიშნული კარგად ჩანს მაგალითად, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, კერძოდ, ტბების მხარეში, სადაც პოსტ-გლაციალური დანალექები ჩვეულებრივ, 4–6 მ სიღრმისაა.[3] ეს ტბები ხშირად გარშემორტყმულია დრუმლინებით, მორენებით, ოზებით, მყინვარული ნაკაწრებითა და ნაიარევებით.

მცირე გამყინვარების პერიოდიდან მოყოლებული დედამიწამ დაკარგა თავისი მყინვარების 50%. ეს ყოველივე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამჟამინდელი უკანდახეული მყინვარების ზრდისა და ყინულიდან თხევად წყალზე გადასვლის გათვალისწინებით, რასაც მოყვა მთელ მსოფლიოში მყინვარული ტბების გაჭიმულობისა და მოცულობის ზრდა.[4] ამჟამად, მყინვარული ტბების უმეტესობა გვხვდება აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბევრია მყინვარული წარმოშობის ტბები საქართველოშიც.

  1. Yao, Xiaojun; Liu, Shiyin; Han, Lei; Sun, Meiping; Zhao, Linlin (2018-02-01). „Definition and classification system of glacial lake for inventory and hazards study“. Journal of Geographical Sciences (ინგლისური). 28 (2): 193–205. doi:10.1007/s11442-018-1467-z.
  2. National Snow and Ice Data Center | What are glacial lakes? Last Updated: Tuesday, February 15, 2022
  3. 3.0 3.1 MacKereth, F. J. H. (1966). „Some chemical observations on post-glacial lake sediments“. Philosophical Transactions of the Royal Society of London. Series B, Biological Sciences. 250 (765): 165–213. Bibcode:1966RSPTB.250..165M. doi:10.1098/rstb.1966.0001.
  4. Buckel, J.; Otto, J.C.; Prasicek, G.; Keuschnig, M. (2018). „Glacial lakes in Austria - Distribution and formation since the Little Ice Age“. Global and Planetary Change. 164: 39–51. Bibcode:2018GPC...164...39B. doi:10.1016/j.gloplacha.2018.03.003.