შინაარსზე გადასვლა

ნგუენ სუან ფუკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნგუენ სუან ფუკი
ვიეტ. Nguyễn Xuân Phúc
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1954(1954-07-20) (70 წლის)
დაბადების ადგილი Quế Sơn, State of Vietnam, French Union
მოქალაქეობა  ვიეტნამი
განათლება National Economics University და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Tran Thi Nguyet Thu

ნგუენ სუან ფუკი (დ. 20 ივლისი, 1954) — ვიეტნამელი პოლიტიკოსი. 2021 წლის 5 აპრილიდან 2023 წლის 17 იანვრამდე ვიეტნამის პრეზიდენტი. 2016 წლის 7 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი.

ფუკი 1982 წლიდან არის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის წევრი. 2007-2011 წლებში იყო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი. 2011-2016 წლებში – პრემიერ-მინისტრის მოადგილე (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე). ფუკი იყო რიგით მეორე ნომერი წევრი მე-13 პოლიტბიუროზე და მესამე — მე-12 პოლიტბიუროზე.[1] ფუკი არის ეროვნული ასამბლეის წევრი. მუშაობდა მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში. 1973-1978 წლებში ფუკი სწავლობდა ბიზნეს მენეჯმენტს ჰანოის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლობდა ადმინისტრაციულ მენეჯმენტს ვიეტნამის ეროვნულ ადმინისტრაციულ აკადემიაში. გარდა ამისა დამთავრებული აქვს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.[2][3][4]

2023 წლის 17 იანვარს გადადგა ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობიდან და წავიდა პოლიტიკიდან, მიზეზად დაასახელა პასუხისმგებლობა მთავრობაში მომხდარ რამდენიმე ბოლო სკანდალზე.[5]