ნიკ პაუელი
პაუელი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიკოლას ედუარდ პაუელი[1] | ||
დაბადების თარიღი | 23 მარტი, 1994[1] | ||
დაბადების ადგილი | ქრიუ, ინგლისი | ||
სიმაღლე | 1.83[2] | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი თავდამსხმელი | ||
ნომერი | 25 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2010 | ქრიუ ალექსანდრა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2012 | ქრიუ ალექსანდრა | 55 | (14) |
2012–2016 | მანჩესტერ იუნაიტედი | 3 | (1) |
2013–2014 | → უიგანი | 31 | (7) |
2014–2015 | → ლესტერი | 3 | (0) |
2016 | → ჰალ სიტი | 3 | (0) |
2016– | უიგანი | 53 | (19) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009–2010 | ინგლისი 16 წლ. | 7 | (1) |
2010–2011 | ინგლისი 17 წლ. | 17 | (5) |
2012 | ინგლისი 18 წლ. | 1 | (0) |
2012–2013 | ინგლისი 19 წლ. | 2 | (1) |
2012–2013 | ინგლისი 21 წლ. | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2014 |
ნიკოლას ედუარდ პაუელი (ინგლ. Nicholas Edward Powell; დ. 23 მარტი, 1994) — ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებისა და ინგლისის პრემიერ ლიგის „უიგან ატლეტიკის“ ფეხბურთელი, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაუელმა დაამთავრა სანდბეჩის სკოლა სანდბეჩში, ჩეშირის საგრაფოში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრიუ ალექსანდრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაუელმა თავისი კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდ „ქრიუ ალექსანდრაში“ დაიწყო, რომლის აკადემიას 5 წლის ასაკში შეუერთდა. მისი დებუტი ქრიუს შემადგენლობაში 2010 წლის 19 აგვისტოს შედგა, ინგლისის მეორე ლიგის მატჩში „ჩელტჰემ თაუნის" წინააღმდეგ, რომელშიც „ქრიუ“ 3-2 დამარცხდა. ნიკი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა, ამ მომენტისათვის იგი 16 წლის იყო და გახდა "ქრიუს" მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ამ გუნდის შემადგენლობაში უთამაშია.[3][4][5]
2011 წლის 20 აგვისტოს პაუელმა პირველად დაიწყო თამაში სასტარტო შემადგენლობაში "შრიუსბერი თაუნთან" 2-0 წაგებულ შეხვედრაში. მან მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა, რადგან მიიღო წითელი ბარათი უხეშობისთვის.[6] ნიკმა თავისი პირველი გოლი 2011 წლის 15 ოქტომბერს გაიტანა "უიმბლდონის" წინააღმდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა 3-1 გაიმარჯვა. 2012 წლის იანვარში მას გადაეცა ფეხბურთის ლიგის სპეციალური პრიზი, დეკემბრის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.[7] მან თავისი პირველი დუბლი "გილინგჰემითან" 4-3 მოგებულ მატჩში შეასრულა.[8] 2012 წლის 21 აპრილს გამართულ "ქრიუ ალექსანდრას" დაჯილდოების ცერემონიალზე მან ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთივე ეს ჯილდო მოიპოვა. მათ შორის გახდა წლის საუკეთესო გოლის ავტორი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და წლის საუკეთესო ფეხბურთელი.[9][10]
2012 წლის 27 მაისს პაუელმა მეორე ლიგის ფლეი-ოფის ფინალში, უემბლის სტადიონზე, 2-0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა პირველი გოლი და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის პირველ ლიგაში გადასვლაში.[11] მატჩის შემდეგ პაუელმა თავის გოლზე თქვა:
„სიმართლე რომ ვთქვა, მე ბურთს უბრალოდ დავარტყი, აქ სხვა არაფერი იყო.[12]“
|
საბოლოოდ პაუელმა 2011-2012 წლების სეზონი ყველა ტურნირში გატანილი 16 გოლით დაასრულა და გახდა გუნდის ბომბარდირი.[13]
მანჩესტერ იუნაიტედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 12 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ნიკ პაუელი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა.[14] ოფიციალურად კლუბის წევრი 1 ივლისს გახდა. ქრიუ ალექსანდრამ პაუელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა მიიღო. მას კლუბში 25 ნომრიანი მაისური გადასცეს.[14] 2012 წლის 21 ივლისს ნიკმა ჩაატარა თავისი პირველი შეხვედა იუნაიტედში, კეიპ ტაუნის აიაქსის წინააღმდეგ.[15] 4 დღის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში შანხაი შანჰუას წინააღმდეგ.[16]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაუელს ნათამაშები აქვს ინგლისის ნაკრების 16 წლამდე, 17 წლამდე და 18 წლამდე დონეებზე. მისი დებიუტი ინგლისის U16 ნაკრებში 2009 წლის 5 ნოემბერს შედგა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[17] 2010 წლის 25 აგვისტოს მან პირველად ითამაშა თავისი ქვეყნის U17 ნაკრებში, თურქეთის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს მან საჯარიმო დარტყმით გოლი გაუტანა ავსტრალიას. აღნიშნულ შეხვედრაში 17 წლამდელმა ინგლისელებმა 4-0 გაიმარჯვეს.[18] პაუელმა ითამაშა 2011 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთის წინააღმდეგ გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ინგლისის U18 ნაკრებში პოლონეთის წინააღმდეგ 3-0 მოგებულ შეხვედრაში შედგა 2012 წლის 7 მარტს.[19]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა განახლებულია 2012 წლის 27 მაისის მონაცემებით[20][21]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ლიგის თასი | ევროტურნირი | სხვა[nb 1] | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ქრიუ ალექსანდრა | 2010–11 | 17 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | – | – | 1 | 0 | 19 | 0 |
2011–12 | 38 | 14 | 1 | 0 | 1 | 0 | – | – | 5 | 2 | 45 | 16 | |
ჯამში | 55 | 14 | 2 | 0 | 1 | 0 | – | – | 6 | 2 | 64 | 16 | |
მანჩესტერ იუნაიტედი | 2012–13 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | |
ჯამში | 55 | 14 | 2 | 0 | 1 | 0 | – | – | 6 | 2 | 64 | 16 |
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქრიუ ალექსანდრა
- მეორე ლიგის ფლეი-ოფის გამარჯვებული (1): 2011–12
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფებურთის ლიგის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2011 წლის დეკემბერი
- მეორე ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – 2012
- ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო ახლგაზრდა ფეხბურთელი – 2012
- ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 2012
- ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო გოლის ავტორი – 2012
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნიკ პაუელი“ ვიკისაწყობში.
- ნიკ პაუელი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ნიკ პაუელიდაარქივებული 2012-10-17 საიტზე Wayback Machine. — ფეხბურთის ასოციაცია
- ნიკ პაუელის პროფილი Sky Sports-ზე
- ნიკ პაუელის დაარქივებული 2012-09-03 საიტზე Wayback Machine. პროფილი BBC Sport-ზე
შენიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატის პლეი-ოფებს, ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს ინტერტოტოს თასს, უეფა-ს სუპერთასს, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Nick Powell. Barry Hugman's Footballers. Retrieved 24 ივნისი, 2015.
- ↑ „Player Profile: Nick Powell“. premierleague.com. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-20. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Cheltenham 3–2 Crewe“. BBC Sport. 14 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Crewe Alexandra's Nick Powell 'not for sale'– Gradi“. BBC Sport. 2 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Nick Powell Biography“. football.co.uk. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2012. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|1=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Commentary: Shrewsbury Town v Crewe Alexandra – English League Two – ESPN Soccernet“. ESPN. 20 აგვისტო, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Powell Claims Football League Award“. BBC. 19 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Powell Claims Football League Award“. ESPN. 10 მარტი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Crewe Alex ASi: Prize guy Nick Powell is real fans’ favourite“. Crewe Chronicle. 25 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Nick Powell wins every prize at Crewe's annual awards“. BBC. 23 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Crewe Alex ASi: Prize guy Nick Powell is real fans’ favourite“. BBC Sport. 27 მაისი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Powell modest over goal and insists he is not thinking of future“. Sky Sports. 27 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ "Club Statistics" Crewe Alexandra F.C. Retrieved 10 June 2012.
- ↑ 14.0 14.1 United agree Powell deal. Manchester United F.C. (12 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2012.
- ↑ Wheeler, Chris. Ajax Cape Town 1 Manchester United 1: Bebe leaves it late to rescue Red Devils. Mail Online. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2012.
- ↑ Shanghai Shenhua vs Manchester United Lineups and Statistics. Goal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2012.
- ↑ "U16s make it two wins from two" TheFA.com. 5 November 2009. Retrieved 10 June 2012.
- ↑ „Australia's Joeys humbled 4–0 by England“. Sydney Morning Herald. 28 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ "England 3–0 Poland" TheFA.com. 7 March 2012. Retrieved 10 June 2012.
- ↑ Statistics. Soccerbase. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
- ↑ Nick Powell Bio, Stats, News – Football / Soccer – - ESPN Soccernet. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 28 May 2012.