შინაარსზე გადასვლა

ოდრი ლორდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოდრი ლორდი
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1934(1934-02-18)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 17 ნოემბერი, 1992(1992-11-17)[1] [6] [7] [4] [5] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი Saint Croix[8]
ფსევდონიმი Rey Domini[9] და Gamba Adisa[9]
საქმიანობა ბიბლიოთეკარი, პოეტი[10] , რომანისტი, მწერალი[11] , ქალთა უფლებების დამცველი[8] , ესეისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელი[12] , ფემინისტი[12] და ფილოსოფოსი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება აფრო-ამერიკელები[13] [14] [15]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი[8] , ჰანტერის კოლეჯი[8] , ჰანტერის კოლეჯის საშუალო სკოლა[8] , National Autonomous University of Mexico[8] და Columbia University School of Library Service
Magnum opus Sister Outsider, The Cancer Journals, Zami: A New Spelling of My Name, Uses of the Erotic: The Erotic as Power, Cables to Rage და Poetry is Not a Luxury
ჯილდოები ლიტერატურული პრემია ლამბდა და ამერიკული წიგნის პრემია

ოდრი ჯერალდინ ლორდი (დ. 18 თებერვალი, 1934 — გ. 17 ნოემბერი, 1992) — ამერიკელი პოეტი, მწერალი, ფემინისტი, თეორეტიკოსი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. იგი თავს აღწერდა, როგორც „ფერადკანიანი, ლესბოსელი, დედა, მეომარი, პოეტი“, რომელმაც თავისი ცხოვრება და შემოქმედებითი ნიჭი მიუძღვნა რასიზმის, სექსიზმის, კლასიზმის, ჰეტეროსექსიზმისა და ჰომოფობიის საკითხებთან დაპირისპირებას და მათ მოგვარებას.

როგორც პოეტი, იგი ცნობილია ტექნიკური ოსტატობითა და ემოციური გამოხატვით. აგრეთვე თავისი ლექსებით, რომლებიც გამოხატავენ აღშფოთებას სამოქალაქო და სოციალური უსამართლობის მიმართ, რომელსაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა და ებრძოდა. მისი ლექსები და პროზა მეტწილად ეხება სამოქალაქო უფლებებს, ფემინიზმს, ჰომოსექსუალიზმს, დაავადებებსა და ფერადკანიანი ქალის იდენტობის გამოკვლევას.

ადრეული ცხოვრება, ახალგაზრდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდი დაიბადა ნიუ–იორკში კარიბის ემიგრანტებში, მამამისი-ფრედერიკ ბაირონ ლორდი და დედამისი-ლინდა გერტრუდა ბელმარ ლორდი ჰარლემში, მანჰეტენის რაიონში დასახლდნენ.

ოდრის ჰყავდა 2 უფროსი და: ფილისი და ელენე. დედა მას ბავშვობაში დასავლეთ ინდოეთის ისტორიას მოუთხრობდა. ოთხი წლის ასაკში მან ისწავლა ლაპარაკი, წერა-კითხვასთან ერთად. მან პირველი ლექსი მერვე კლასში დაწერა.

(Audrey Geraldine Lorde) ოდრი ჯერალდინ ლორდად დაბადებული. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში აირჩია "y"-ის ამოღება მისი სახელიდან. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში: „ზამი: ჩემი სახელის ახალი მართლწერა“ განმარტა, რომ მას უფრო მეტად აინტერესებდა "ე"-ს მხატვრული სიმეტრია მის სახელსა და გვარში, ვიდრე მისი სახელის მართლწერა.

ლორდეს მშობლებთან ურთიერთობა პატარაობიდანვე რთული იყო. მან ძალიან ცოტა დრო გაატარა მამასთან და დედასთან, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ უძრავი ქონების ბიზნესის შენარჩუნებით დიდი დეპრესიის შემდეგ მშფოთვარე ეკონომიკის ფარგლებში. ლორდის დედა ეჭვის თვალით უყურებდა მასზე მუქი კანის მქონე ადამიანებს, როგორიც ლორდი იყო და ზოგადად გარე სამყაროს. იგი ხასიათდებოდა "მკაცრი სიყვარულით" და ოჯახის წესების მკაცრი დაცვით. ლორდის მძიმე ურთიერთობა დედასთან აშკარად ფიგურირებს შემდგომ „ქვანახშირის“ კრებულის პოემებში:"Story Books on a Kitchen Table“.

ბავშვობაში ლორდს უჭირდა კომუნიკაცია და პოეზიის ძალას იყენებდა გამოხატვის ფორმად. იგი თავის თავს აღწერს, როგორც პოეზიაში მოაზროვნე. მან ასევე დაიმახსოვრა პოეზიის დიდი ნაწილი და გამოიყენებდა მას კომუნიკაციისთვის, რამდენადაც: თუ ჰკითხავდნენ როგორ გრძნობდა თავს, ოდრი პასუხობდა ლექსის წაკითხვით. თორმეტი წლის ასაკში მან საკუთარი პოეზიის წერა დაიწყო. ასე დაუკავშირდა სკოლაში სხვებს, რომლებიც მის მსგავსად"განდევნილებად" გრძნობდნენ თავს.

ოდრი ლორდიმ დაამთავრა ჰანტერის კოლეჯის საშუალო სკოლა ინტელექტუალურად ნიჭიერი სტუდენტებისთვის 1951 წელს. ჰანტერში სწავლის დროს, ლორდმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი ჟურნალში „ჩვიდმეტი” მას შემდეგ, რაც მისი სკოლის ლიტერატურულმა ჟურნალმა უარყო იგი და შეუსაბამოდ შეაფასა. ასევე საშუალო სკოლაში, ლორდი მონაწილეობდა ჰარლემის მწერალთა გილდიის მიერ დაფინანსებით გამოცხადებულ პოეზიის სემინარებში, მაგრამ აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის გრძნობდა თავს გილდიიდან განდევნილ ადამიანად. იგი გრძნობდა, რომ არ იყო მიღებული.

1954 წელს მან გადამწყვეტი წელი გაატარა, როგორც სტუდენტი მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში, პერიოდი, რომელიც მან აღწერა როგორც აღიარების და განახლების დრო. ამ ხნის განმავლობაში მან დაადასტურა თავისი ვინაობა პირად და შემოქმედებით დონეზე, როგორც ლესბოსელი და როგორც პოეტი. ლორდი ძალიან გახსნილი იყო საკუთარი სექსუალური გამოღვიძების მიმართ და ამისკენ მოუწოდებდა სხვებსაც.

ნიუ–იორკში დაბრუნებისას, ლორდმა სწავლა გააგრძელა ჰანტერის კოლეჯში, რომელიც 1959 წელს დაამთავრა. იქ ყოფნისას იგი მუშაობდა ბიბლიოთეკარად, განაგრძობდა წერას და გრინვიჩის სოფლის LGBT კულტურის აქტიური მონაწილე გახდა. 1961 წელს საბიბლიოთეკო მეცნიერებაში კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამ პერიოდში იგი მუშაობდა საჯარო ბიბლიოთეკარად მაუნტ-ვერნონის მახლობლად, ნიუ-იორკში.

1968 წელს ლორდი,როგორც მწერალი პროფესიული ცოდნის გაზიარების მიზნით. დროებით ცხოვრობდა მისისიპში, ტუგალოუს კოლეჯის საცხოვრებელში. ამ კოლეჯში ყოფნის დროს იგი თავის ახალგაზრდა, ფერადკანიან სტუდენტებთან ერთად განიხილავდა იმდროინდელი სამოქალაქო უფლებების საკითხებს.

1972 წლიდან 1987 წლამდე ლორდი ცხოვრობდა სტეიტენ-აილენდზე. იმ პერიოდში, 1980 წელს მან ბარბარა სმიტთან და შერი მორაგასთან ერთად დააარსა „სამზარეულოს მაგიდა: ფერადკანიან ქალთა პრესა“, ფერადკანიან ქალთა პირველი ამერიკული საგამომცემლო ორგანიზაცია. რომელიც მიმართული იყო სხვა ფერადკანიანი ფემინისტი მწერლების დასახმარებლად, უზრუნველეყო რესურსებითა და წინამძღოლობითა. ლორდი ამხნევებდა გარშემომყოფებს, აღენიშნათ თავიანთი რასობრივი, სექსუალური და კლასობრივი განსხვავებები და გამოეყენებინათ, როგორც შესაძლებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლორდი იყო ნიუ–იორკის სახელმწიფო პოეტი 1991–დან 1992 წლამდე.

1977 წელს ლორდი ქალთა პრესის თავისუფლების ინსტიტუტის (WIFP) პარტნიორი გახდა. WIFP არის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა შორის კომუნიკაციის გაზრდის საკითხზე.

ლორდე ასწავლიდა ლემანის კოლეჯის განათლების დეპარტამენტში 1969-1970 წლებში. შემდეგ როგორც ინგლისური ენის პროფესორი ჯონ ჯეის სისხლის სამართლის კოლეჯში 1970-1981 წლებში, სადაც ფერადკანიანი კვლევების განყოფილების შექმნისთვის იბრძოდა. 1981 წელს მან მუშაობა დაიწყო თავის ალმა-მატერში, ჰანტერის კოლეჯში.

1981 წელს ლორდი იყო St. Croix-ის ქალთა კოალიციის დამფუძნებელთა შორის. ორგანიზაცია ეხმარებოდა ქალებს, რომლებიც გადაურჩნენ სექსუალურ და ინტიმური პარტნიორის ძალადობას.1980-იანი წლების ბოლოს მისი დახმარებით დაარსდა Sisterhood in Support of Sisters(SISA) სამხრეთ აფრიკაში, რათა ესარგებლათ შავკანიან ქალებს, რომლებიც დაზარალდნენ აპართეიდით და სხვა სახის უსამართლობით.

1985 წელს ოდრი ლორდი იყო კუბაში მიწვეული ფერადკანიან მწერალ ქალთა დელეგაციის წევრად. მოგზაურობა დაფინანსდა ჟურნალ „შავი მეცნიერიისა“ და „კუბელი მწერალთა კავშირის“ მიერ. მათ მოინახულეს კუბელი პოეტები ნენსი მორეიონი და ნიკოლას გილენი და განიხილეს, რამდენად შეცვალა კუბის რევოლუციამ რასიზმისა და LGBT საზოგადოების მდგომარეობა.

1984 წელს ლორდმა დაიკავა მოწვეული პროფესორის თანამდებობა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იგი მიიწვია FU-ის ლექტორმა დაგმარ შულცმა, რომელიც მას შეხვდა გაერთიანებული ერების „ ქალთა მსოფლიო კონფერენციაზე" კოპენჰაგენში 1980 წელს. გერმანიაში ყოფნის დროს, ლორდი გახდა ახლადშექმნილი აფრო-გერმანული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბერლინის ფერადკანიან ქალთა აქტივისტებთან ერთად, ლორდმა ტერმინი "აფრო-გერმანული" შექმნა 1984 წელს, რამაც დასაბამი მისცა „შავი მოძრაობის“ განვითარებას გერმანიაში. გერმანიაში მოგზაურობის განმავლობაში, ლორდი გახდა უამრავი ქალის მენტორი, მათ შორის მეი აიმის, იკა ჰიუგელ-მარშალისა და ჰელგა ემდის.

ოდრის სჯეროდა, რომ ენა წინააღმდეგობის მძლავრი ფორმაა და გერმანიის ქალებს ძალადობის გზით სისტემურ საკითხებთან ბრძოლის ნაცვლად, საუბრისკენ მოუწოდებდა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები ღიად და გულწრფელად.

მისი ძალისხმევა გერმანიაში აფრო-გერმანელ ქალებს გასცდა. ლორდმა ხელი შეუწყო რასობრივი და ეთნიკური ცნობიერების ამაღლებას გერმანულ საზოგადოებაში.

ლორდეს გავლენა აფრო-გერმანულ მოძრაობაზე გახდა დაგმარ შულცის ინსპირაცია 2012 წლის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. "Audre Lorde: the Berlin Years 1984–1992", რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ბერლინალეს“ მიერ შეირჩა და მსოფლიო პრემიერა 62–ე ყოველწლიურ ფესტივალზე 2012 წელს ჩატარდა.

ფილმი გადიოდა კინოფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2016 წლამდე. დოკუმენტურ ფილმს მიღებული აქვს შვიდი ჯილდო, მათ შორის ოქროს ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ქალთა, სოციალურ საკითხთა და ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ბარსელონას საერთაშორისო LGBT კინოფესტივალზე.

კრიტიკოსი კარმენ ბირკლი წერდა: ”მისი მულტიკულტურული მემკვიდრეობა აისახება მრავალფეროვან ტექსტებში, რომლებიც ინდივიდუალურ კულტურაზეა კონცენტრირებული.მისი უარი ისეთ კონკრეტულ კატეგორიაში მოქცევაზე, როგორებიცაა სოციალური ან ლიტერატურული, დამახასიათებელი იყო მისი მტკიცე გადაწყვეტილებისა და სურვილისა, აღქმულიყო ინდივიდად და არა სტერეოტიპულად.

პოეზია და ადრეული ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდის პოეზია რეგულარულად ქვეყნდებოდა 1960-იანი წლების განმავლობაში ამერიკულ გამოცემაში „ახალი ნეგრო პოეტები“ რამდენიმე უცხოურ ანთოლოგიაში და ფერადკანიანთა ლიტერატურულ ჟურნალებში. ამ პერიოდის განმავლობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო უფლებების, ომის საწინააღმდეგო და ფემინისტურ მოძრაობებში.

1968 წელს ლორდმა გამოაქვეყნა ლექსების პირველი ტომი „პირველი ქალაქები“, რომელიც აღწერილია, როგორც "მშვიდი, ინტროსპექტული წიგნი". პოეტი და კრიტიკოსი, დადლი რენდალი წიგნის მიმოხილვისას ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ ლორდი არ აფრიალებს შავ დროშას, მისი სულისკვეთება მანც აშკარაა.

მისი მეორე ტომი „კაბელები გაბრაზებისკენ“ (1970), რომელიც ძირითადად მისისიპის ტუგალოუს კოლეჯში მოღვაწეობის პერიოდში დაიწერა, ეხებოდა სიყვარულის, ღალატის, მშობიარობისა და ბავშვების აღზრდის სირთულეებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა "მართა", რომელშიც ლორდი პირველად აშკარად ადასტურებს თავის ჰომოსექსუალობას.

1973 წელს ნომინირებულია ეროვნული წიგნის პრემია პოეზიისთვის, „მიწიდან, სადაც სხვა ხალხი ცხოვრობს“ გვიჩვენებს ლორდის პირად ბრძოლას იდენტობასთან და ბრაზს სოციალური უსამართლობის მიმართ. ტომი ასახავს სიბრაზეს, მარტოობას და უსამართლობას. ასევე იმას, თუ რას ნიშნავს იყო ფერადკანიანი ქალი, დედა, მეგობარი და შეყვარებული.

1974 წელს გამოვიდა წიგნი „ნიუ–იორკის სათავო მაღაზია და მუზეუმი“, სადაც მოცემულია ლორდის თვალით დანახული ნიუ-იორკი, როგორც სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და მისი შეზღუდული, ღარიბი ბავშვობა, რომელიც მისი აზრით, პოლიტიკურ ქმედებებს საჭიროებდა.

ამ ტომეულების წარმატების მიუხედავად, 1976 წელს „ქვანახშირის“(Coal ) გამოსვლამ დაამკვიდრა ლორდი, როგორც გავლენიანი ხმა „შავი ხელოვნების მოძრაობაში“(Black Arts Movement), ხოლო გამომცემლობა Norton დაეხმარა, გაეცნო ის ფართო აუდიტორიას. ტომი მოიცავს ისეთ ლექსებს, როგორებიცაა „პირველი ქალაქები“ და „კაბელები გაბრაზებისკენ“ და ის აერთიანებს იმ საკითხებს, რომელთა მოგვარებისთვისაც იბრძოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ოდრი ლორდი. „ქვანახშირს“ მოყვა ფილმები Between Our Selves (ასევე 1976 წელს) და Hanging Fire (1978).

ლორდის ტომში „შავი მარტორქა“(The Black Unicorn) (1978) იგი აღწერს თავის ვინაობას აფრიკის ქალთა ღვთაებათა მითების შექმნის, ნაყოფიერებისა და მეომრის სიძლიერეში.

ასაკის მატებასთან ერთად იგი უფრო რწმუნდებოდა თავის სექსუალობაში და მისი პოეზიაც უფრო ღია და პიროვნული ხდებოდა. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრებულში „Sister Outsider: Essays and Speeches“ ლორდი ამბობს: პოეზია არის გზა რომლითაც გამოუთქმელ გრძნობებს და იდეებს უშიშრად გამოხატავ.

“კიბოს ჟურნალები”(1980) და “სინათლის აფეთქება”(1988) ორივე იყენებს არამხატვრულ პროზას, მათ შორის ესეებსა და ჟურნალის ჩანაწერებს, რომლებიც მოწმობენ, შეისწავლიან და ასახავენ ლორდის დიაგნოზს, მკურნალობას, მკერდის კიბოსგან განკურნებას და ფატალურ რეციდივს ღვიძლის მეტასტაზებით. ორივე ნაშრომში ლორდი განიხლავს დასავლურ შეხედულებებს ავადმყოფობის, უუნარობის, მკურნალობის, სიმსივნის და სექსუალობის, ფიზიკური სილამაზისა და პროთეზის შესახებ, ასევე სიკვდილის, სიკვდილიანობის შიშის, გადარჩენის, ემოციური განკურნების და შინაგანი ძალაუფლების საკითხებს.

ლორდის ღრმად პირადი წიგნი Zami: A New Spelling of My Name (1982), გამოქვეყნებული ქვესათაურით " biomythography"(ლორდის მიერ შექმნილი ტერმინი, რომელიც აერთიანებს "ბიოგრაფიას" და "მითოლოგიას"), აღწერს მის ბავშვობასა და ზრდასრულობას. ნაწარმოებში განხილულია ლორდეს სექსუალობისა და თვითშეგნების განვითარების პროცესი.

კრებულში „და აუტსაიდერში: ესეები და საჯარო გამოსვლები“ (1984) Sister Outsider: Essays and Speeches (1984), ლორდი აღნიშნავს კომუნიკაციის აუცილებლობას მარგინალურ ჯგუფებში, რათა რეალური პრობლემები იდენტიფიცირდეს რეპრესიულ საზოგადოებაში. ის ხაზს უსვამს ადამიანთა განსხვავებული ჯგუფების საჭიროებას (განსაკუთრებით თეთრკანიანებისა და აფროა-მერიკელი ქალების), რომლებსაც შეუძლიათ მოძებნონ საერთო ენა თავიანთ ცხოვრებაზე დაყრდნობით. მათ უნდა შეეძლოთ მათ შორის არსებულ განსხვავებებთან შეპირისპირება და გამოიყენონ ეს როგორც სიძლიერის მაჩვენებელი და არა როგორც სისუსტე. ლორდი ხშირად აღნიშნავს საზოგადოების მნიშვნელობას უკეთესი სამყაროს შექმნის ასპექტში. როგორ შეიძლება მოხდეს ოპრესიისაგან წაქეზებული სიბრაზის კონსტრუქტირება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ლორდმა ამ ნაშრომში აღწერა და განავრცო.

მისი ყველაზე ცნობილი ნარკვევი „ოსტატის ხელსაწყოები ვერასდროს დაშლის ოსტატის სახლს“ არის ნაწყვეტი „და აუტსაიდერიდან“. ლორდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცვლილებებისთვის საჭირო და აუცილებელ შესაძლებლობებს და მასშტაბებს როცა რეალურ პრობლმებს რასისტული და პატრიარქალური ობიექტივიდან შეჰყურებს. ის დაჟინებით მოითხოვს რომ ქალებმა არსებული განსხვავებები დაინახონ არა როგორც ტოლერანტობიდან წამოსული აქტი, არამედ როგორც აუცილებლობა იმისათვის წარმოიქმნას ძალა და იყო სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, რათა არსებობდე. ეს ყველაფერი შექმნის საზოგადოებას რომელიც არ გაურბის განსხვავებულს და რომელიც მიიღვწის თავისფულებისკენ, საბვოლოოდ გამოიწვევს განთავისუფლებას. ლორდი განმარტავს რომ „დაყოფა და ბატონობა, ჩვენს სამყაროში, უნდა იყოს განსაზღვრული და უფლებამოსილებით აღჭურვილი“. აუცილებელია ჩაგვრის შესახებ სხვების შემეცნებაზე ზრუნვა, რადგან მარგინალურ ჯგუფებში მჩაგვრელების განათლებაზე ზრუნვა მომდინარეობს შეუწყვეტელი რასისტული და პატრიარქალური იდეოლოგიიდან. ლორდი აღნიშნავს რომ მთავარი ხელსაწყო, რომელიც ოპრესორმა შეიძლება გამოიყენოს არის ჩაგვრის ოკუპირება ოსტატის დამოკიდებულების დახმარებით. მისი აზრით აუცილებელია ნამდვილი ცვლილებები, ვინაიდან რასისტულ და პატრიარქალურ ჩარჩოებში მომწყვდევა ცვლილებებს ვერასოდეს მოიტანს.

ასევე „და აუტსაიდერში“ არის მოკლე ნარკვევი, ნაწყვეტი „დუმილის ენად და მოქმედებად ტრანსფორმაცია“. ლორდი განიხილავს საუბრის ფენომენის მნიშვნელობას მიუხეავად იმისა ეშინია თუ არა მოსაუბრეს თავისი აზრის გადმოცემის, რადგან დუმილი არ დაგიცავს მოსაუბრეს მარგინალიზაციისგან და ჩაგვრისგან. ადამიანების უმრავლესობა ეშინია სიმართლის თქმის, რადგან ეს მოიცავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, მაგალითად, სამაგიეროდ გადახდის შიში. ლორდი საზოგადოებას მიმართავს: „შენი დუმილი არ დაგიცავს“. ის ხაზს უსვამს დუმილის ენად და მოქმედებად გარდაქმნის მნიშვნელობას რაც არის თვითგამორკვევა-გრძნობების, აზრებისა და მიზნების უნებლიე აღმოჩენის გზა, რაც ყოველთვის საშიშროებით სავსე ჩანს“. ხალხს ეშინია სხვისი რეაქციების, თუმცა ამის გაკეთება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ლორდის აზრით, „ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ კუთხეში, სამუდამოდ ჩუმად, როცა ჩვენი დებისა და ჩვენი პოტენციალი იფლანგება, როცა ჩვენი შვილები ეწამებიან და ნადგურდებიან, როცა სამყარო იწამლება. ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ უსაფრთხო კუთხეში როგორც ბოთლები, თუმცა ჩვენი შიშის გრძნობა ისევ არანაკლები იქნება“. „ადამიანებს ასწავლიან რომ პატივი სცენ თავიანთი საუბრის შიშს სიჩუმეზე მეტად, მაგრამ საბოლოო ჯამში, დუმილი იქნება ის რაც გაგვანადგურებს. ამიტომაც უმჯობესია, სიმართლე ვიღაღადოთ“. ლორდის აზრით, ლაპარაკის სწავლა მაშინაც შეგვიძლია, როცა გვეშინია.

თავის ნაშრომში „ასაკი, რასა, კლასი და სქესი: ქალები რომლებიც თავიდან განსაზღვრავენ განსხვავებებს“, ლორდი ხაზს უსვამს სხვების შემეცნების მნიშვნელობას. თუმცა, ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე რომ იმისათვის რომ სხვა გაანათლო, თავადვე უნდა იყო განათლებული. ადამიანების გაძლიერება, რომლებიც საქმეს აკეთებენ, არ ნიშნავს პრივილეგიების უხეშად გამოყენებას ასეთი ჯგუფების გადალახვისა და გაძლიერებისთვის. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პრივილეგიები გამოიყენება როგორც კარები, რომელიც ღიაა სხვა ადამიანებისთვის. ლორდი აღწერს საზოგადოების თანდაყოლილ პრობლემებს, „რასიზმი არის რწმენა ერთი რასის სხვებზე არსებული თანდაყოლილი უპირატესობის, რომელიც დომინანტობის საშუალებას იძლევა. სექსიზმი - რწმენა თანდაყოლილი უპირატესობის, რომელიც ერთ სქესს მეორეზე დომინანტობის საშუალებას აძლევს. ეიჯიზმი. ჰეტეროსექსიზმი. ელიტიზმი. კლასიციზმი. ლორდი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს „გადახრების მქონე“ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებიც სტატუს ქუოს ტონით სარგებლობენ და თითქოს არარსებულები არიან ამჟამინდელ საზოგადოებაში. ლორდი ეწინააღმდეგება იმას, რომ ქალებმა თავი ზეწოლის ქვეშ იგრძნონ მათი ინდივიდუალიზმის გამო. ის ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს ქცევა გადმოსცემს ფემინისტების მნიშვნელობას და სურვილს შექმნან უკეთესი სამყარო.

შეერთებულ შტატებში არსებული არაინტერსექციური ფემინიზმის შესახებ ლორდმა თქვა რომ „ისინი ვინც წრის გარეთ დგანან, წრის, რომელიც ქალებს საზოგადოებაში მისაღებს ქმნის; მათ, ვინც გააყალბეს არსებულ განსხვავებათა მნიშვნელობები; ის, ვინც არის ღარიბი, ფერადკანიანი, მოხუცი, ლესბოსელი - მათ იციან, რომ გადარჩენა არ არის აკადემიური უნარი, ეს არის შესწავლის გზა, რათა მივიღოთ განსხვავებები და ძალად ვაქციოთ ისინი.

ლორდს ჰქონდა რამდენიმე ფილმი, რომლებიც ხაზს უსვამდა მის, როგორც აქტივისტის მოგზაურობას 1980–იან და 1990–იან წლებში.

„ბერლინის წლები: 1984–1992 წლებში“ ასახავს ლორდის გერმანიაში ყოფნის პერიოდს, როდესაც ის აფრო-გერმანელების მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ფერადკანიანებს ეხმარებოდა სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გარეშე საკუთარი ვინაობის დადგენაში. გერმანიაში სისტემური რასიზმის ხანგრძლივი ისტორიის შემდეგ, რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყო. როგორც ფილმში ჩანს, იგი სიამაყით დადის ქუჩებში, მიუხედავად დაჟინებული მზერებისა და გულდასაწყვეტი სიტყვებისა. მსგავსი მომენტების წარმოჩენა დოკუმენტურ ფილმში მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდის ხალხისთვის. ამან ისინი შთააგონა, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ თავიანთ იდენტობაზე და აღმოეჩინათ, თუ ვინ არიან ისინი საზოგადოების მიერ მათზე გაკეთებული იარლიყის მიღმა. ფილმი ასევე ასწავლის ხალხს რასიზმის ისტორიას გერმანიაში. ეს საშუალებას აძლევს მაყურებელს გააცნობიეროს, თუ როგორ მიაღწია გერმანიამ ისტორიის ამ ეტაპს და როგორ განვითარდა საზოგადოება. მან ხელი შეუწყო ისტორიის შესწავლის პოპულარიზაციასა და გავლენა მოახდინა სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებზე.

ფილმი ასახავს ლორდის ძალისხმევას, გააძლიეროს და წაახალისოს ქალები აფრო-გერმანული მოძრაობის დასაწყებად. ის, რაც დაიწყო რამდენიმე მეგობრის შეხვედრისას მეგობრის სახლში, რათა გაეცნოთ სხვა ფერადკანიანები, რაც დღეს აფრო-გერმანულ მოძრაობად არის ცნობილი. ლორდმა ფერადკანიანი ქალები შთააგონა უარი ეთქვა მათთვის დაწესებული იარლიყის Mulatto-ს აღნიშვნაზე და გადასულიყვნენ ახლადშექმნილ ტერმინზე "აფრო-გერმანული", რომელიც სიამაყის გრძნობას გამოხატავდა. ლორდმა შთააგონა აფრო-გერმანელი ქალები, შეექმნათ თანამოაზრეების საზოგადოება. ზოგიერთი მათგანი მაგალითად, იკა ჰუგელ-მარშალი, არასდროს შეხვედრია სხვა ფერადკანიან ადამიანს და შეხვედრებმა აზრისა და გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა მისცა მათ.

ლორდი ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებობს მარტივი ბინარულობა და მიიჩნევდა, რომ რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ადამიანის რასას, ასაკს, სექსუალობასა და კლასს. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტებმა საჭიროდ ჩათვალეს წარმოადგინონ მყარი, ერთიანი მთლიანობის ილუზია, თავად ქალთა კატეგორია სავსეა ქვედანაყოფებით.

ლორდმა გამოავლინა რასის, კლასობრივი,ასაკისა და ასაკობრივი დამოკიდებულების, სქესისა და სექსუალობის საკითხები და, მოგვიანებით როდესაც სიმსივნით დაავადდა, საუბრობდა ქრონიკული დაავადებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ასპექტზეც. მან დაწერა ყველა ეს ფაქტორი, როგორც ქალად ყოფნის გამოცდილება. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანებს შორის არსებობს განსხვავებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არ უნდა განვსაჯოთ. მას არ სურდა ქალის ერთ ზოგად კატეგორიაში მოხვედრა. ეს თეორია დღეს ცნობილია, როგორც ინტერსექციულობის თეორია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა შორის განსხვავებები ფართო და მრავალფეროვანია, ლორდის ნამუშევრების უმეტესობაში განხილულია ორი ქვეჯგუფი, რომლებიც პირველ რიგში მას ეხებოდა - რასა და სექსუალობა. ადა გეი გრიფინისა და მიშელ პარკერსონის დოკუმენტურ ფილმში "Litany for Survival: The Life and Work of Audre Lorde", ლორდი ამბობს: "ნება მომეცით პირველ რიგში გითხრათ, თუ რას ნიშნავდა ფერადკანიანი პოეტი ქალი 60-იან წლებში. ეს ნიშნავდა, ყოფილიყავი უხილავი. ეს ნიშნავდა ყოფილიყავი ორმაგად უხილავი, როგორც ფერადკანიანი ფემინისტი ქალი და ეს ნიშნავდა ყოფილიყავი სამჯერ უხილავი, როგორც ფერადკანიანი, ლესბოსელი და ფემინისტი”. თავის ნარკვევში "ეროტიკა, როგორც ძალა"(1978), ლორდი თეორიულად მსჯელობს ეროტიკის შესახებ, როგორც ქალთა ძალაუფლების საშუალებაზე. იგი საუბრობს ეროტიკის მნიშვნელობაზე, მისი გამოკვლევისა და განცდის აუცილებლობაზე, რადგან ის არსებობს არა მხოლოდ სექსუალური, არამედ სიამოვნების, სიყვარულისა და მღელვარების სახითაც, რაც იგრძნობა ნებისმიერი სახის ამოცანისა თუ გამოცდილების მიმართ, რომელიც აკმაყოფილებს ქალებს ცხოვრების განმავლობაში, როგორიცაა წიგნის კითხვა, საკუთარი საქმის სიყვარული და ა.შ. იგი უარყოფს მცდარ შეხედულებას, რომლის თანახმად, მხოლოდ ეროტიკის ჩახშობით შეიძლება იყოს ქალი ნამდვილად ძლიერი. იგი განმარტავს როგორ უწოდა მას პატრიარქალურმა საზოგადოებამ სახელი არასწორად და გამოიყენა იგი ქალების წინააღმდეგ. ეროტიკა ქალებში იწვევს შიშს, რადგან ძლიერი და ღრმა გრძნობაა. თუმცა აუცილებელია მათ ეს გამოიყენონ, როგორც განსხვავებათა და მსგავსებათა დამაკავშირებელი მეთოდი.

ფემინისტური მოსაზრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდმა მიზნად დაისახა შეპირისპირებოდა რასიზმის საკითხებს ფემინისტურ აზროვნებაში. მან მხარი დაუჭირა ფაქტს რომ თეთრკანიანი ქალების დაფინანსების სიხშირე ხელს უწყობდა ფერადკანიან ქალთა ჩაგვრას. ამ შეხედულებას მოჰყვა ბრაზით სავსე კონფრონტაცია, რომელიც გაუგებრობით იყო სავსე,განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მწვავე, ღია წერილი, რომელიც მიემართებოდა რადიკალ, ლესბოსელ, ფემინისტ მერი დალის, რომლისგანაც ლორდის თქმით, მას პასუხი არ მიუღია. დელის პასუხი ლორდის წერილზე, დათარიღებული 4 თვის მოგვიანებით, იპოვეს 2003 წელს ლორდის დოკუმენტაციაში მისი გარდაცვალების შემდეგ.

კრიტიკა არ იყო ცალმხრივი: თეთრკანიანი ქალების უმეტესობა ბრაზობდა ლორდის შეხედულებების ფემინისტურ ბრენდირებაზე. 1984 წელს ის თავისი ნარკვევით „ოსტატის ინსტრუმენტები ვერასდროს დაშლიან ოსტატის სახლს“ ლორდი დაუპირისპირდა რასიზმს, რომელსაც საფუძვლად ფემინიზმი დაუდო და აღწერა რასიზმი როგორც გაუცნობიერებული დამოკიდებულება პატრიარქატზე. მან დაასაბუთა რომ ქალთა განსხვავებათა უარყოფით თეთრკანიანი ფემინისტები წინ წავიდნენ, რათა გამოეყენებინათ ჩაგვრის ძველი მეთოდები. ამით კი ისინი ხელს უშლიდნენ რეალური ცვლილებების დანერგვას. მისმა არგუმენტმა ერთ ხაზზე განალაგა თეთრკანიანი ფემინისტები თეთრკანიან მონათამფლობელ მართველებთან, რომლებიც რასობრივ საკითხებს ფემინისტურ საკითხებად არ აღიქვამდნენ.

ლორდის კომენტარები ფემინიზმზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდის აზრით, ფემინიზმის სკეპტიკოსების მთავარი მამოძრავებელი ძალა ურთიერთდაკავშირებული ჩაგვრის ფორმები იყო. ცვლილებების შეტანა საჭიროებდა საზოგადოებრივ ერთიანობას. ხოლო განსხვავებები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა არ უნდა გამოყენებულიყო ამ ერთიანობის გასახლეჩად. რევოლუცია პროცესია. გრძნობები არის თვითშემეცნების ფორმა რომელსაც შეუძლია გაამძაფროს აქტივიზმი. გამოცდილება და აღიარება ჩვენი ტკივილისა არის დამხმარე მექანიზმი ამის დასაძლევად.

ლორდი თავის ნაშრომში „ასაკი, რასა, კლასი და სქესი: ქალები რომლებიც გადააფასებენ განსხვავებებს“ წერს: „განსხვევებები რასას, ასაკსა და სქესს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს განსხვავებები არ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს. რეალურად, ჩვენვე ვამბობთ უარს, გავაანალიზოთ არსებული განსხვავებები და განვსაზღვროთ დამახინჯებული ინტერპრეტაციები, რომლთა სახელებიც არასწორადაა საზოგადოებაში გავრცელებული. მსგავსად მოქმედებს მათი ეფექტები ადამიანების ქცევასა და მოლოდინებზეც“. უფრო კონკრეტულად, ის აცხადებს რომ „თეთრკანიანი ქალები აიგნორებენ იმ პრივილეგიებს რომლებიც მათ სახის კანის ფერის გამო აქვთ და ქალთა უფლბებსაც, გლობალური პერპექტივის ნაცვლად, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ და შავკანიან ქალს არ მიიჩნევენ „სხვად“. თვითიდენტიფიცირებული, როგორც „40 წლის შავკანიანი ლესბოსელი ფემინისტი, სოციალისტი 2 შვილის დედა“, ლორდი აღიქმებოდა როგორც „განსვავებული, ღირსებით და ფასეულობით დაბლა მდგომი, გადახრების მქონე ან უბრალოდ არასწორი“ ნორმატივების თვალში, რომლებიც წარმოადგენდნენ „თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი კაპიტალისტი კაცების“ სოციალურ იერარქიას. „ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ მათ ანომალიურობაზეც“, ამბობდა ის. ამ ასპექტში, მისი იდეოლოგია ემთხვევა ვომუნიზმის ცნებას, რომელიც „ნებას აძლევს ფერადკანიან ქალებს მიიღონ თავიანთი კანის ფერი და კულტურა იმ გზით, რომელსაც ფემინიზმი არ ეთანხმება“.

ლორდი თავის ნაშრომში „ასაკი, რასა, კლასი და სქესი: ქალები რომლებიც გადააფასებენ განსხვავებებს“, დასავლეთ ევროპის ისტორია თანხმდება მოსაზრებაზე რომ ადამიანები უნდა ხედავდნენ თავიანთ განსხვავებულობას. ადამიანთა განსხვავებულობა აღქმული როგორც „მარტივი შეწინააღმდეგება“ და მასში ეს განსხვავებები არ არის ფართოდ აღიარებული კულტურის განხრით. არსებობს 3 სპეციფიური გზა რითაც დასავლეთ ევროპის კულტურა პიროვნებებს შორის განსხვავებებს ეხმაურება. პირველი, ამ განსხვავებების უგულველყოფა. მეორე, მიმბაძველობა განსხვავებული ნიშანთვისებების ფარგლებში. და ბოლოს, იმ განსხვავებების უგულვებელყოფა, რომლებიც უმნიშვნელოდ მიიჩნევა.

ლორდი განმარტავს რასიზმს, სექსიზმს, ასაკობრივ დამოკიდებულებას, ჰეტეროსექსიზმს, ელიტიზმსა და კლასიზმს და ამბობს რომ „ism” არის იდეა, რომლის მიხედვითაც ის, რაც პრივილეგირებულია არის ზემდგომი და აქვს უფლება მართოს სხვა ყველაფერი. ლორდი განსაზღვრავს მითიურ ნორმას, რომელსაც ყველა სხეული უნდა ირგებდეს. მაგალითად, ამერიკული კულტურის ერთ-ერთი მითიური ნიმუშია შემდეგი მახასიათებლები: თეთრკანიანი, გამხდარი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჰეტეროსექსუალი, ქრისტიანი, ფინანსურად უზრუნველყოფილი.

ფერადკანიან ფემინისტთა ზეგავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდის ნაშრომები ფერადკანიან ფემინისტებთან დაკავშირებით დღესაც განხილვის საგანია. ჯენიფერ სი ნაში იკვლევს როგორ აცნობიერებენ ფერადკანიანი ფემინისტები თავიანთ იდენტობას, ასევე თუ როგორ სწავლობენ ისინი თავიანთი თავის სიყვარულს არსებული განსხვავებების მიუხედავად. ნეში იშველიებს ლორდის სიტყვებს, რომელიც წერს რომ „მე ვაიძულებ ყველა ჩვენგანს ჩავწვდეთ შინაგან ქვეცნობიერს, შევეხოთ ტერორისა და განსხვავებულის სიძულვილის საკითხებს რომელიც ჩვენში ბინადრობს. ვნახოთ ვის სახეს ატარებს ის. შემდეგ პერსონალური და პოლიტიკური შეხედულებებს შეუძლიათ გამოააშკარავნონ ჩვენი რეალური არჩევანი.“ ნაში გადმოსცემს რომ ლორდი აიძულებს, დაჟინებით მოსთხოვს ფერადკანიან ფემინისტებს პოლიტიკას არ მიუდგნენ შიშის გრძნობით. ეს მათ დაეხმარება საზოგადოების გაუმჯობესებაში.

ლორდი 1979 წლის ნარკვევში „სექსიზმი: ამერიკული დაავადება ბლექფეისში“ არის სექსიზმის კონფორტაციისადმი საბრძოლო ძახილის ნაწილი ფერადკანიანთა საზგადოებაში, რათა ძალადობის საკითხი საბოლოოდ აღმოიფხვრას. ლორდი დაჟინებით მოითხოვს ფერადკანიან ქალთა და კაცთა შორის ბრძოლა საბოლოოდ დასრულდეს, რათა დასრულდეს რასისტული პოლიტიკაც.

პიროვნული იდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდის კარიერის განმავლობაში მან შემოიტანა კოლექტიური იდენტობის ტერმინი თავის წიგნებსა და პოემებში. მას არ უნდოდა მხოლოდ ერთი კატეგორიის იდენტიფიცირება, ნაცვლად ამისა, სურდა საკუთარ ვინაობაში არსებული თითოეული დეტალის ყურად ღება. ცნობილია რომ ის თავს აღწერდა შავკანიანად, ასევე ლესბოსელად, ფემინისტად, პოეტად, დედად და ა.შ. თავის ნოველაში “ზამი: ჩემი სახელის ახალი მართლწერა“ ლორდი ფოკუსირდა იმაზე თუ როგორ უცვლის კონფიგურაციას/აყალიბებს თავისივე იდენტობის მრავალფეროვნება თავის ცხოვრებასა და ამასთან, გამოცდილებათა მრავალფეროვნებას. ის გვიჩვენებს რომ პიროვნული იდენტობა დაფუძნებულია პიროვნულ კავშირებზე, ხოლო ის, თუ რას გადმოგვცემს/გვასწავლის კონკრეტული პიროვნება მისსავე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. პიროვნული იდენტობა ხშირად ასოცირებულია პიროვნების ვიზუალურ ასპექტებთან, თუმცა როგორც Lies Xhonneux თეორიულ საკითხებზე მსჯელობისას გადმოგვცემს რომ როცა იდენტობა იქამდე ვიწროვდება რასაც შენ ხედავ, თუნდაც უმცირესობამდე, იდენტობის მახასიათებლები შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს.

The Cancer Journals-ში მან განაცხადა: „თუ მე არ განვსაზღვრავდი საკუთარ თავს, გადავეშვებოდი სხვა ადამიანების ფანტაზიებში რაც დამასუსტებდა და შემდეგში, გამანადგურებდა კიდეც “. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან იდენტობა უნდა განისაზღვრებოდეს ინდივიდის გადმოსახედიდან და არა იქიდან თუ როგორ და რას ფიქრობს ხალხი. „განსხვავებების სახლი“("The House of Difference") ვხვდებით ფრაზას, რომელსაც ლორდი თავისი იდენტობის თეორიებში ხშირად იყენებდა. მისი იდეა შემდეგში მდგომარეობდა: ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო კოლექტიური განსხვავება არის ის, რაც გვქმნის სწორედ ისეთებს, როგორებიც ვართ. იდენტობის ყველა ასპექტზე ფოკუსირება ხალხს აერთიანებს იმაზე მეტად, ვიდრე იდენტობის რომელიმე მახასიათებლის კონკრეტიკა.

ლორდის ნაშრომები „ქვანახშირი“-Coal და „შავი მარტორქა“- The Black Unicorn არის პოეზიის 2 მაგალითი, რომელმაც მისი, როგორც შავკანიანის და ფემინისტის, ვინაობა გამოხატა. თითოეული პოემა, წიგნში გამოქვეყნებული პოემების ჩათვლით, კონცენტრირდება იდენტობის იდეაზე. ლიტერატურის კრიტიკოსებისთვის „ქვანახშირი“ იყო ლორდის ხერხი, რათა რასა ქვანახშირისა და ალმასის ფარგლებში წარმოედგინა. თავად ლორდმა აღნიშნა რომ ეს ინტერპრეტაცია არ იყო მართებული რადგანაც იდენტობა შეუძლებელია მარტივად განისაზღვროს, ხოლო მისი პოემები არასდროს ყოფილა ჩვეულებრივზე უფრო გამარტივებული.

როცა ხაზს ვუსვამთ ლორდის ინტერსექცულ აზრებს, იმ გადმოსახედიდან, რომელიც კონცენტრირდება რასაზე, გენდერზე, სოცალურ-ეკონომიკურ სტატუსზე/კლასზე და ა.შ. აუცილებელია ყურად ვიღოთ აშკარა იდენტობები. ლორდს არ ეშინია საკუთარი განსხვავებულობის გამოაშკარავება. ისეთის, როგორიცაა კანის ფერი და სექსუალური ორიენტაცია. თუმცა, მას ეს მახასიათებლები გამოუყენებია ტოქსიკური შავკანიანი კაცების მასკულინურობის წინააღმდეგაც. ლორდმა გამოიყენა თავისი იდენტობა თავის საქმესა და ცხოვრებაში და ასწავლა სხვებს განსხვავებულის მნიშვნელობა. მას არ რცხვენოდა საკუთარი ვინაობის და მას შემოქმედებით უპირატესობადაც კი იყენებდა.

წვლილი მესამე ტალღის ფემინისტურ დისკურსში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში ფემინიზმის მეორე ტალღა ორიენტირებულია დისკუსიებსა და დებატებზე კაპიტალიზმის გარშემო, როგორც "მიკერძოებული, დისკრიმინაციული და არაკეთილსინდისიერი" ინსტიტუტი, განსაკუთრებით გლობალიზაციის აღმავლობის ფონზე.

მესამე ტალღის ფემინიზმი 1990-იან წლებში გაჩნდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფერადკანიანი ქალებმა და ქალებმა განვითარებადი ქვეყნებიდან დაიწყეს დიფერენცირებული ფემინიზმის გავრცელება. ოდერ ლორდიც კი, რომელიც პირველ ფემინისტურ მოძრაობას აკრტიკებდა, ისწრაფვოდა მესამე მოძრაობის ჰომოგენეზისკენ. ტერმინი „ჰომოგენეზი“ გამოიყენა რადიკალური დამოკიდებულების თეორეტიკოსმა, ანდრე გუნდერ ფრანკმა, რათა აღეწერა განვითარებადი ამა თუ იმ ქვეყნის უნიკალური ისტორიის გაუთვალისწინებლობა. (განვითარების დღის წესრიგების ფორმირების პროცესში). ოდერ ლორდი კრიტიკულად იყო განწყობილი პირველი მსოფლიო ფემინისტური მოძრაობის მიმართ სექსუალური, რასობრივი და კლასობრივი განსხვავებების უგულვებელყოფის გამო და ძალაუფლების უნიკალური სტრუქტურებისა და კულტურული ფაქტორების მიხედვით, რომლებიც განსხვავდება რეგიონის, ეროვნების, საზოგადოების და ა.შ. მიხედვით. ამ პერიოდის სხვა ფემინისტი მეცნიერები, მაგალითად ჩანდრა ტალპად მოჰანტი, ეხმიანებიან ლორდეს სენტიმენტებს. ისინი კოლექტიურად მოითხოვნდნენ „ადგილობრივ ფემინისტურ პოლიტიკას“, რომელის მიხედვითაც, თეორიულად, ქალები იყვნენ ჩაგვრის სუბიექტები. შესაბამისად, ყველა ქალი ერიდებოდა განსხვავებული ვინაობით წარდგენას და თავს საყოველთაოდ ცნობილი იდენტობის მატარებლებად ასაღებდნენ. მიუხედავად გამხნევებისა, როცა მათ უბიძგეს გლობალურ ქალთა საზოგადოებას, ოდრი ლორდმა იგრძნო რომ მესამე მსოფლიოს ქალთა კულტურული ჰომოგენეზი მას მხოლოდ შენიღბული ოპრესიის ფორმამდე მიიყვანდა, ფორმებამდე რომელშიც ქალთა „სხვაობები“ განვითარებად ქვეყნებში გარდაიქმნებოდა ფიგურებად, რომლებიც სწორ გზას აცნდნენ და საკუთარი განვითარების თეორიის მონაწილეების სიიდან გამოირიცხნენ.

ოდრი ლორდი მის ნარკვევში „Age, Race, Class, and Sex: Women Redefining Difference" წერს, "ჩვენ არ შევიმუშავებთ ინსტრუმენტებს ადამიანური განსხვავების გამოყენებისათვის, როგორც პლაცდარმს შემოქმედებითი ცვლილებებისკენ. ჩვენ ვსაუბრობთ არა ადამიანურ განსხვავებულობაზე, არამედ ადამიანურ ანომალიაზე”. ლორდმა ადრევე აღმოაჩინა რომ ”ფერადკანიანი ქალების ლიტერატურა იშვიათად გვხვდებოდა ქალთა ლიტერატურულ კურსებში და თითქმის არასდროს სხვა ლიტერატურულ კურსებში, ან საერთოდაც, ქალთა კვლევებში“. მან ამის მიზეზად დაასახელა ქალების და ფერადკანიანი ქალების განსხვავებულობა განვითარებად ქვეყნებში. საზოგადოების ჰომოგენურობისა და მათი განსხვავების უგულვებელყოფით „ფერადკანიანი ქალები მიჩნეული არიან აუთსაიდერებად რომელთა გამოცდილებაც და ტრადიციებიც ზედმეტად უცხოა იმისთვის, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. გარეგნობის და იერის გამო ქალების ეს ნაწილი ვერ იმსაუხრებენ საზოგადოების გულმოდგინე ყურადღებას.

ოდრი ლორდი მოუწოდებდა ხალხს მიეღოთ ეს განსხვავებები. იმავე ნაშრომში მან განაცხადა რომ დრო იყო საზოგადოებას მიეღო ქალთა შორის განსხვავებები და დამყარებულიყო თანასწორობა, შემუშავებულიყო გზები ხედვათა გასაფართოვებლად. ამის გაკეთება გამოიწვევდა ბევრად ინკლუზიურ და ეფექტურ გლობალურ ფემინისტურ შედეგებს. ლორდის აზრით დედამიწის მომავალიც კი შესაძლოა ემყარებოდეს ქალთა ინდივიდუალიზმს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მსგავსი პრობლემების გადაჭრა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიისკენ გლობალიზაციის ეპოქაში, რათა საზოგადოება მეტად განვითარდეს.

ლორდის 1960-იანი წლების ფემინისტების მიმართ განხორციელებულმა კრიტიკამ წინა ფლანგზე წამოწია რასის, კლასის, ასაკის, სქესისა და სექსუალობის საკითხები. მსგავსად ლორდისა, ავტორმა და პოეტმა ალისა უოკერმა მოიგონა ტერმინი ვუმენისტი, რათა განასხვაოს შავი ქალის და უმცირესობის ქალის გამოცდილება ”ფემინიზმისგან”. მიუხედავად იმისა, რომ "ფემინიზმი" განისაზღვრება, როგორც "მოძრაობათა და იდეოლოგიათა კრებული, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ: ქალისთვის თანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, პიროვნული და სოციალური უფლებების განსაზღვრა, დამკვიდრება და მიღწევა", კაცებსა და ქალებს შორის მარტივ განსხვავებათა ყურადღებით. 1960-70-იანი წლების თეორეტიკოსები და აქტივისტები, როგორც წესი, უგულებელყოფდნენ რასისა და გენდერის განმასხვავებელ ფაქტორებს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებში.

1979 წლის 13 ოქტომბერს, მესამე მსოფლიო გეი და ლესბოსელთა ეროვნულ კონფერენციაზე გამოსვლისას, სიტყვით, რომლის სახელწოდებაც გახლდათ "როდის დასრულდება უმეცრება?", ლორდმა დამსწრეებს შეახსენა რომ ამ კონფერენციამ მათ საშუალება მისცა ჯგუფთა შორის არსებული მრავალფეროვნების წინ დამდგარიყვნენ, „ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება წარმოშვას ძალა, იგივე ენერგიის წყარო, რომელიც ჩვენი მომავლის სამოქმედო ხედვას გააძლიერებს.“ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მრავალფეროვნება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთისგან დასაშორებლად. ეს იქნება შეცდომა რომელიც არ უნდა დაუშვან. რასიზმის, სექსიზმისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის გამოცდილებამ ეს ჯგუფები ერთმანეთთან დააკავშირა. საზოგადოების ეს ნაწილი ვერ იქნება იგნორირებული, აუცილებელია მათი ინდივიდუალიზმის საყოველთაოდ აღაირება. წლების შემდეგ, 1983 წლის 27 აგვისტოს, ოდრი ლორდმა ვაშინგტონის მარშზე „დასაქმებისა და თავისუფლებისთვის“ "ვალდებულების ლიტანია"(Litany of Commitment)-ის ნაწილი წაიკითხა. მან მსოფლიოს უმცირესობების სახელით ისაუბრა მათ წილ ვალდებულებასა და მზადყოფნაზე ერთობლივად შეექმნათ უკეთესი მომავალი. ის ადამიანებს მოუწოდებდა დაესაქმებინათ უმცირესობები, და გაერთიანებულიყვნენ რათა ერთად შეექმნათ განსხვავებული ძალა, მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევდნენ ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებას.

აფრო-გერმანელმა, ფემინისტმა, მეცნიერმა და ავტორმა, დოქტორ მერიონ კრაფტმა 1986 წელს ოდრი ლორდთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც კონცენტრირდა განსხვავებული ორიენტაციაზე, წარმოშობასა თუ სოციალურ კლასზე, რომლის საერთო მიზანიც - უკეთესი მომავალი, ჯერ რეალობად არ ქცეულა.

ვუმენიზმი და მისი გაუგებრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუმენიზმის არაერთი განსაზღვრება და ინტერპრეტაცია არსებობს. ალისა უოკერის აზრით, ვუმენიზმის შესწავლის სფერო მოიცავს და აღემატება ფემინიზმს. მისი განმარტებით, ვუმენიზმი არის ფერადკანიანთა ფემინისტური მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა ფემინისტურ მოძრაობაში რასობრივი სტერეოტიპების ზრდის საპასუხოდ.

ფართო გაგებით, ვუმენიზმი არის "სოციალური ცვლილებების პერსპექტივა, რომელიც ემყარება ფერადკანიან ქალთა და უმცირესობათა დემოგრაფიის სხვა ქალთა ყოველდღიურ პრობლემებსა და გამოცდილებას", თუმცა ამასთან ის "უფრო ფართოდ ეძებს მეთოდებს უთანასწორობის აღმოსაფხვრელად არამხოლოდ შავკანიანი ქალებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის ”სოციალისტური იდეოლოგიის და თანასწორობის დაწესებით“. იმის გამო, რომ ვუმენიზმი ღიაა ინტერპრეტაციისთვის, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კრიტიკა ვუმენიზმის მიმართ არის მისი ერთიანი პრინციპების არარსებობა. მას აკრიტიკებენ სექსუალობაზე დისკუსიის ნაკლებობის გამო.

ლორდი აქტიურად ცდილობდა ფემინისტური საზოგადოების კულტურის შეცვლას ვუმენისტური იდეოლოგიის გამოყენებით. ჟურნალში "Anger Among Allies: Audre Lorde's 1981 Keynote Admonishing National National Association Association"- რისხვა მოკავშირეთა შორის: ოდერ ლორდის 1981 წლის ქალთა ეროვნული კვლევების ასოციაციის რჩევებში ნათქვამია, რომ ლორდის გამოსვლამ ხელი შეუწყო მეცნიერთა მიერ ადამიანთა ძლიერი მიდრეკილებების გაგებას. მიუხედავად იმისა, რომ "ბრაზი, მარგინალიზებული საზოგადოებები და აშშ-ს კულტურა" გამოსვლის ფუნდამენტალური თემებია, ლორდმა გამოიყენა კომუნიკაციის სხვადასხვა ტექნიკა "თეთრი ფემინისტი" აუდიტორიის სუბიექტურობის შესაცვლელად.

მან ასევე განმარტა, რომ ”ჩვენ ვმუშაობთ ჩაგვრისა და საფრთხის კონტექსტში, რომლის მიზეზიც არა ჩვენს შორის არსებული ბრაზი, არამედ გადამდები სიძულვილი ყველა ქალის, ფერადკანიანის, LGBT საზოგადოებისა და ღარიბების მიმართ, რომლის გამოაშკარავებითაც ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენივე თავის ჩაგვრას, მივდივართ კოალიციისა და ეფექტური მოქმედებისკენ.“ აღსანიშნავია ისიც, რომ ვუმენისტური ლიტერატურის მცირე ნაწილი ეხება ლესბოსელურ ან ბისექსუალურ საკითხებს. ლორდეს თქმით, ”ლესბოსელების ან ლესბოსელობაში ბრალდების შიშმა ბევრი ფერადკანიანი ქალი აიძულა მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ”. მეცნიერ ან უას თანახმად, ლორდი განავრცობს პატრიარქალურ ჰეტეროსექსუალურ კულტურას. ასეთი ძლიერი იდეოლოგიითა და ფართო თვალსაწიერით, ლორდეს გავლენა ლესბოსურ საზოგადოებაზეც მნიშვნელოვანია. ლორდმა ზოგიერთი თავისი ხელნაწერი და პირადი ნაშრომები ლესბოსელთა ისტორიის არქივს-Lesbian Herstory Archives შესწირა.

1962 წელს ლორდმა იქორწინა ადვოკატ ედვინ როლინსზე, რომელიც იყო თეთრკანიანი, ჰემოსექსუალი კაცი. მათ შეეძინათ ორი შვილი: ელიზაბედი და ჯონათანი. ხოლო 1970 წელს ისინი განქორწინდნენ. 1966 წელს ლორდი გახდა ბიბლიოთეკარი ქალაქის, ნიუ-იორკის, სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სადაც 1968 წლამდე დარჩა.

1977-1978 წლებში ლორდს რომანი ჰქონდა მოქანდაკესა და მხატვართან მილდრედ ტომპსონთან. ისინი ერთმანეთს ნიგერიაში შეხვდნენ 1977 წელს, ხელოვნებისა და კულტურის მეორე მსოფლიო შავკანიანთა და აფრიკულ ფესტივალზე. მათი რომანი ვითარდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ტომპსონი ვაშინგტონში ცხოვრობდა.

1968 წელს, მისისიპიში ყოფნის დროს, მან გაიცნო ფრენსის კლეიტონი, თეთრი ლესბოსელი ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელიც მისი რომანტიული პარტნიორი უნდა ყოფილიყო 1989 წლამდე. მათი ურთიერთობა გაგრძელდა ლორდეს სიცოცხლის ბოლომდე.

ლორდი და მისი ცხოვრების პარტნიორი, შავკანიანი ფემინისტი, ექიმი გლორია აი ჟოზეფი, ერთად ცხოვრობდნენ ჯოზეფის სამშობლოში, სენტ კრუაში. მათ ერთად დააარსეს რამდენიმე ორგანიზაცია, როგორიცაა „ჩე ლუმუმბას სკოლა სიმართლისთვის“, „სენტ კრუას ქალთა კოალიცია“, „დების გაერთიანება დების მხარდასაჭრად სამხრეთ აფრიკაში“ და „ადგილობრივი მეფუტკრეობა“.

ლორდეს მკერდის კიბო პირველად 1978 წელს დაუდგინეს. მას მასტექტომია ჩაუტარდა. ექვსი წლის შემდეგ მან შეიტყო, რომ მკერდის კიბო მეტასტაზირებული ჰქონდა ღვიძლზეც. პირველი დიაგნოზის შემდეგ მან დაწერა "კიბოს ჟურნალები", რომელმაც 1981 წელს მოიგო ამერიკული საბიბლიოთეკო ასოციაციის გეი კონკურსის წიგნის წლის ჯილდო. ამავე თემაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით: „ლიტანიობა გადარჩენისთვის: ოდრი ლორდეს ცხოვრება და მოღვაწეობა“(1995), სადაც ის ნაჩვენებია როგორც ავტორი, პოეტი, უფლებადამცველი, ფემინისტი, ლესბოსელი, მასწავლებელი და მებრძოლი.

1991 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო ნიუ–იორკის შტატის პოეტის ლაურეატი. ამავე პერიოდში მაშინდელმა გუბერნატორმა მარიო ქუომომ ლორდის შესახებ განაცხადა რომ მისმა „წარმოსახვამ შთააგონა რასობრივი უსამართლობისა და სისასტიკის, სექსუალური ცრურწმენის შესახებ. იგი ამის წინააღმდეგ ღაღადებს, როგორც განრისხებული კაცობრიობის ხმა. ოდრი ლაპარაკობს იმ ენაზე, რომელსაც ყველგან შეუძლია მიაღწიოს და შეეხოს ხალხს. 1992 წელს მან მიიღო „ბილ უაიტჰედის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“ საგამომცემლო სამკუთხედისგან. 2001 წელს საგამომცემლო სამკუთხედის (Publishing Triangle-ის) გამომცემლობამ დააწესა ოდრი ლორდის სახელობის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია (Audre Lorde Award) ლესბოსური პოეზიის ნაშრომების პატივსაცემად.

ლორდი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი 58 წლის ასაკში, 1992 წლის 17 ნოემბერს, სენტ კრუაში, სადაც ის გლორია აი ჟოზეფთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე ის წარადგინეს აფრიკის დასახელების ცერემონიალზე - დასახელების ცერემონია არის ეტაპი, როდესაც პირს ან პირებს ოფიციალურად ენიჭება სახელი. პრაქტიკის მეთოდები განსხვავდება კულტურებისა და რელიგიების მიხედვით. დრო, როდესაც პიროვნებას ენიჭება სახელი, შეიძლება განსხვავდებოდეს დაბადებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ან მრავალი წლის განმავლობაში. ლორდმა მან მიიღო სახელი Gamba Adisa, რაც ნიშნავს „მებრძოლი: ის, ვინც საკუთარ თავს საყოველთაოდ მნიშვნელოვანს ხდის“

  • 1979, 1983 — MacDowell-ის სტიპენდია
  • 1991-1992 — ნიუ-იორკის შტატის პოეტის ლაურეატი.

„ქელენ-ლორდის საზოგადოების ჯანმრთელობის ცენტრი“, ორგანიზაცია ნიუ-იორკში, მაიკლ ქელენი და ლორდის სახელწოდებით, ეძღვნება ქალაქის ლგბტ მოსახლეობის უზრუნველყოფას სამედიცინო ჯანმრთელობის დაცვით. Callen-Lorde ერთადერთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრია ნიუ-იორკში, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ლგბტ საზოგადოების მომსახურებისთვის.

„ოდრი ლორდის პროექტი“, რომელიც დაარსდა 1994 წელს, არის ბრუკლინში დაფუძნებული ორგანიზაცია ლგბტ ფერადკანიანი ადამიანებისთვის. ორგანიზაცია კონცენტრირებულია საზოგადოების ორგანიზებასა და რადიკალურ არაძალადობრივ აქტივიზმზე პროგრესული საკითხების ირგვლივ ნიუ-იორკში. ორგანიზაცია განსაკუთრებით ლგბტ საზოგადოებაზე, HIV/AIDS ვირუსებზე, ციხის რეფორმებსა და ფერადკანიანი ახალგაზრდობის ორგანიზების საკითხებზე.

2019 წლის ივნისში ლორდი იყო ერთ–ერთი ინაუგურალი ორმოცდაათი ამერიკელი „პიონერები, ნოვატორი პიონერები და გმირებიდან“, რომელიც წარმოდგენილი იყო ეროვნული LGBTQ–ს ღირსების კედელზე Stonewall–ის ეროვნული ძეგლის ფარგლებში, ნიუ–იორკის Stonewall Inn–ში. SNM არის აშშ-ს პირველი ეროვნული ძეგლი, რომელიც ეძღვნება LGBTQ ადამიანის უფლებების დაცვას და ისტორიას, და კედლის გახსნის ცერემონიალი „სტოუნუოლის არეულობების“ 50 წლის თავზე დაიგეგმა და განხორციელდა.

2014 წელს ლორდი გაწევრიანდა Legacy Walk-ში, ილინოისის ღია საჯარო ჩვენებაზე ჩიკაგოში, ილინოისში, რომელიც ლგბტ ხალხთა ისტორიასა და მათ წარმომადგენლობაზე კონცენტრირდება.

2019 წლის ივნისში, ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობების დაცვის კომისიამ ლორდის რეზიდენციას სტეიტენ-აილენდზე არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელობა მიანიჭა.

2019 წლის მარტის პირველი მატჩზე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული ფეხბურთის გუნდის წარმომადგენელ ქალბატონებს ეცვათ მაისური ზურგზე ქალის სახელის წარწერით, რომელსაც პატივს სცემდნენ; მეგან რაპინომ ლორდის სახელი აარჩია.

ოდრი ლორდის არქივი განთავსებულია აშშ-სა და გერმანიის სხვადასხვა საცავებში. მის ნაშრომები ინახება ატლანტაში, სპელმანის კოლეჯის არქივში. როგორც მისი ძიების დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია, „კრებული მოიცავს ლორდის წიგნებს, მიმოწერას, პოეზიას, პროზას, პერიოდულ შესაწირებს, ხელნაწერებს, დღიურებს, ჟურნალებს, ვიდეო და აუდიოჩანაწერებს და მთელი რიგ ბიოგრაფიულ და სხვა მრავალფეოვან მასალებს.“ ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის ჩრდილოეთ ამერიკის კვლევების ინსტიტუტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ოდრი ლორდის არქივი ფლობს კორესპონდენციასა და სასწავლო მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია ლორდის სწავლებასთან და ვიზიტებთან Freie University-ში 1984-დან 1992 წლამდე.

ლორდის კრებული, რომელიც დაცულია Lesbian Herstory Archives-ში, ნიუ-იორკში, შეიცავს აუდიოჩანაწერებს 1979 წლის 14 ოქტომბერს ვაშინგტონში მომხდარ მარშთან დაკავიღებით, რომელიც ეხებოდა გეი და ლესბოსელი საზოგადოების სამოქალაქო უფლებებს, ასევე პოეზიის საკითხავებსა და გამოსვლებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Profile and poems at the Poetry Foundation
  • Audre Lorde: Profile, Poems, Essays at Poets.org
  • "Voices From the Gaps: Audre Lorde". Profile. University of Minnesota
  • Profile at Modern American Poetry დაარქივებული October 28, 2020, საიტზე Wayback Machine.
  • Jackie Kay, "The enemy of silence". The Guardian, October 13, 2008
  • "Audre Lorde, 58, A Poet, Memoirist And Lecturer, Dies", New York Times, November 20, 1992
  • About the Audre Lorde Papers, held by the Spelman College Archives
  • Gay, Roxane (September 17, 2020). „The Legacy of Audre Lorde“. The Paris Review (ინგლისური).
  • Thanapal, Sangeetha (November 16, 2017). „On Audre Lorde and the master's tools“. Djed Press (ინგლისური). ციტირების თარიღი: March 28, 2021.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  7. http://www.britannica.com/EBchecked/topic/348057/Audre-Lorde
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 http://www.english.illinois.edu/maps/poets/g_l/lorde/life.htm
  9. 9.0 9.1 Encyclopædia Britannica
  10. http://www.poetryfoundation.org/poems-and-poets/poets/detail/audre-lorde
  11. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  12. 12.0 12.1 Czech National Authority Database
  13. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  14. Smith J. C. Notable Black American Women
  15. BlackPast.org — 2004.