შინაარსზე გადასვლა

ოლეგ პანფილოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლეგ პანფილოვი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1957 (1957-09-27) (67 წლის)
ქ. ლენინაბადი
(ამჟამად ხუჯანდი)
ტაჯიკეთის სსრ
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ლენინაბადის პედაგოგიური ინსტიტუტის
სამხატვრო–გრაფიკული ფაკულტეტი
პროფესია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“
შვილ(ებ)ი ქალიშვილი ტატიანა, დაბ. 1980

ოლეგ პანფილოვი (რუს. Олег Панфилов)[notes 1] (დ. 27 სექტემბერი, 1957 — გ. 10 თებერვალი 2023) — ჟურნალისტი და პუბლიცისტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2010) ტელეკომპანია პირველი კავკასიურის გადაცემის "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" წამყვანი. აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი (1993); საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის ხელმძღვანელი (1994–2000), რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი (2000-2010 წ.).

დაიბადა 1957 წელს ქ. ლენინაბადში (ამჟამად ხუჯანდი) ტაჯიკეთის სსრ;

დაამთავრა ლენინაბადის პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ხუჯანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამხატვრო–გრაფიკული ფაკულტეტი 1979 წ;

სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში;

1979–1989 წლებში – უფროსი ლაბორანტი, ტაჯიკეთის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სოფლების სკოლებში;

1984–1990 წლებში იყო ტაჯიკეთის ტელევიზიის, გადაცემის „საუკუნეების სიღრმიდან“ ავტორი და წამყვანი;

1989–1991 წლებში ტაჯიკეთის კულტურის ფონდის უფროსი ექსპერტი, რესპუბლიკის ისტორულ და კულტურულ ძეგლთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე;

1991 წლიდან რესპუბლიკური გაზეთის „სოგლასიე“ კორესპონდენტი;

1991 წლის ნოემბრიდან „ნეზავისიმაია გაზეტას“ ტაჯიკეთის ბიუროს საკუთარი კორესპონტენტი (პარალელურად თანამშრომლობდა გაზეთთან „როსსიისკიე ვესტი“, რადიოსადგურთან „იუნოსტი“ და სააგენტოსთან „ასოშიეიტიდ პრესს“); 1993 წლის ოქტომბერში დაამთავრა ვარშავის საერთაშორისო უფლებათა დაცვის სკოლა;

1993 წელს აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი; 27 წიგნის ავტორი; 8 ფილმის სცენარის ავტორი; არქეოლოგიის პრობლემათა, ტაჯიკეთის კულტურის და ა.შ. 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რუსეთის, აშშ–ს, პაკისტანის, ირანის, ისრაელის, პოლონეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ჩეხეთის, შვედეთის ჟურნალებსა და გაზეთებში 5000–ზე მეტი სტატიის ავტორი; იყო შვედეთში გამომავალი ჟურნალის „ცენტრალური აზია“ (1995–1998) მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე;

1984 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ასოციაციის წევრი;

1990 წელს ზოასტრიული კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

1983 წელს კლდოვანი ზედაპირის ხელოვნების მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (ICOMOS-UNESCO) წევრი;

1991 წელს ბომბეიში დაჯილდოებულია ზოასტრიული კოლეჯის მედლით;

1995 წელს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი;

1992 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაჯიკეთი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გამო;

1994–1997 წლებში მონაწილეობდა ტაჯიკთაშორის მოლაპარაკებებში, გაეროს ეგიდით გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის (თეირანი, ისლამაბადი, ქაბული, ალმა-ატა, აშხაბადი) ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში;

1992 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში, მაგრამ პრინციპულად რჩებოდა ტაჯიკეთის მოქალაქედ და უარს აცხადებდა რუსეთის მოქალაქეობაზე;

2008 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა „ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის“,

2009 წლის 8 ნოემბრიდან მუდმივად ცხოვრობს თბილისში.

2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ეუთოს წარმომადგენლის კანდიდატობაზე მედიის თავისუფლების საკითხებში;

დაქორწინებული, ცოლი უკრაინის მოქალაქეა, ჰყავს ქალიშვილი ტატიანა, დ. 1980 წელს, ორი შვილიშვილი.

  • Наскальное искусство Северного Таджикистана. Дипломная работа, на правах рукописи. Ленинабад, 1979.
  • Древности Таджикистана. Каталог выставки в Государственном Эрмитаже. Душанбе: Издательство „Дониш“, 1985.
  • Исследования по истории и культуре Ленинабада. Душанбе: Издательство „Дониш“, 1986.
  • Скифо-сибирский мир. Новосибирск, 1987.
  • Путешествие в Историю. Саёхат ба Таърих. Душанбе, 1988.
  • Материалы по истории таджикского народа. Ленинабад, 1989.
  • Душанбе — молодой и древний. Душанбе: Издательство „Адиб“, 1991.
  • Преследование журналистов и прессы на территории бывшего СССР в 1993 году. Москва: Фонд защиты гласности, 1994. — 52 стр.
  • Преследование журналистов и прессы на территории бывшего СССР в 1994 году. Москва: Издательство „Московская правда“, 1995.
  • Журналистика и война. Освещение российскими СМИ военных действий в Чечне. Москва, 1995.
  • Журналисты на чеченской войне. Факты, документы, свидетельства. Ноябрь 1994 — декабрь 1995. Москва: Издательство „Права человека“, 1995.
  • „Горячая точка“. Справочник для журналистов. Москва, 1995.
  • Нарушение прав журналистов и прессы на территории СНГ в 1995 году. Москва: Издательство „Права человека“, 1996. — 224 стр.
  • Социология и пресса в период парламентских и президентских выборов 1995 и 1996 годов. Отчет по проекту „Мониторинг социологических публикаций в СМИ“ Фонда защиты гласности. Москва: Издательство „Права человека“, 1996.
  • Пресса на территории СНГ: конфликты и правонарушения. 1996. Москва: Издательство „Права человека“, 1997.
  • Пресса на территории России: конфликты и правонарушения. 1996. Москва: Издательство „Права человека“, 1997.
  • Информационная война в Чечне. Факты, документы, свидетельства. Ноябрь 1994 — сентябрь 1996. Москва: Издательство „Права человека“, 1997.
  • Media in the CIS. A study of the political, legislative and socio-economic framework. Dusseldorf: The European Institute for the Media, 1997.
  • Средства массовой информации в странах СНГ. Анализ политической, законодательной и социально-экономической структур. Дюссельдорф: Европейский институт прессы, 1997.
  • Власть и пресса в Беларуси: хроника противостояния. 1994—1997. Москва: Издательство „Права человека“, 1998.
  • Partner for kultur 1998. Shaking hands & making conflicts — symposium. Stockholm, 1998.
  • Partnership for Cultur 1998. Shaking hands & making conflicts — symposium. Stockholm, 1998.
  • Дело № 4. Беларусь. Процесс в Ошмянах. Москва: Издательство „Галерия“, 1999.
  • Беларусь глазами российских журналистов. Москва: Издательство „Галерия“, 1999.
  • Media in the CIS. A study of the political, legislative and socio-economic framework. Dusseldorf: The European Institute for the Media, 1999.
  • Средства массовой информации в странах СНГ. Анализ политической, законодательной и социально-экономической структур. Дюссельдорф: Европейский институт прессы, 1999.
  • Пресса на территории СНГ: конфликты и правонарушения. 1998. Москва: Издательство „Лаурена“, 1999.
  • Техника мониторинга конфликтов и нарушений прав журналистов и прессы. Москва: Издательство „Сашко“, 2000.
  • Опасная профессия. Мониторинг нарушений прав журналистов в странах СНГ. 2000. Москва: Издательство „Права человека“, 2001.
  • Tecnica de monitoreo de los conflictos y violaciones de los derechos de los periodistas y de la prensa. Гавана, 2001.
  • Справочник для журналистов, работающих в районах военных действий. Москва: Издательство „Права человека“, 2002.
  • Журналисты на войне в Карабахе. Москва: Издательство „Права человека“, 2002.
  • Активное ненасилие. Как правильно провести публичную акцию протеста. Москва: Издательство „Права человека“, 2003.
  • Таджикистан: журналисты на гражданской войне (1992—1997). Москва: Издательство „Права человека“, 2003
  • Техника мониторинга нарушений прав журналистов и СМИ. Душанбе: НАНСМИТ, 2003
  • История Андрея Бабицкого. Москва: Издательство „Права человека“, 2004.
  • Putin and the Media: Revival of Soviet Style Propaganda. Лондон: Foreign Policy Centre, 2005.
  • Эрхээ хэрхэн хамгаалах вэ? Сэтгyyлч, хэвлэл мэдээллийн эрхийн зорчилд мониторинг хийх нь. Улаанбаатар: Глоб Интернэшнл, 2005.
  • Таджикистан: журналисты на гражданской войне (1992—1997). Москва: Издательство „Права человека“, 2005. Второе издание.
  • Вниз по вертикали: первая четырёхлетка Путина. Москва: Издательство "КоЛибри, 2005.
  • Как защищать свои права? Проведение мониторинга нарушений прав журналистов и СМИ. Москва: Издательство „Права человека“, 2006.
  • Информационная блокада Чечни (сентябрь 1996 — декабрь 2002). Тбилиси: Государственный университет Илии, 2011.
  • Россия-Грузия: информационная война (август 2008). Тбилиси: Государственный университет Илии, 2011.
  • Ukraine at War: Truth against Russian Propaganda. Materials of the Conference. Brussels, European Parliament, 2015.
  • Truth. Recommendations for combating Russian Propaganda. Brussels, European Parliament, 2015.
  • Антирадянські історії. Тернопiль, Мандрiвець, 2016.
  • Antisovětské příběhy. Praha, Portal, 2016.
  • Розмова з „ватником“. Тернопiль, Мандрiвець, 2017.
  • ანტისაბჭოთა ისტორიების. Tbilisi, Sulakauri Publishing, 2018.
  • რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი. 2008. Tbilisi, Sulakauri Publishing, 2018.
  • Антироссийские истории. Харьков, Фолiо, 2019.
  • Антисоветские истории. Харьков, Фолiо, 2019.
  • Неизвестная война. Что произошло в Грузии в августе 2008 года. Харьков, Фолiо, 2020.
  • Istorii Antisovietice. Chișinău, Cartier, 2021.
  • Антисоветские истории. Тбилиси, Artaniji, 2023.
  • Антироссийские истории. Тбилиси, Artaniji, 2023.
  • Україна і Грузія: чому разом? Переклад  з російської Ольги Беспалової. Харькiв: Фолiо. 2023.

  1. იგი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია როგორც „ოლეგ პანფილოვ“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]