შინაარსზე გადასვლა

პალიკირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
პალიკირი
ინგლ. Palikir
ქვეყანა მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
შტატი პონპეი (შტატი)
კოორდინატები 6°55′04″ ჩ. გ. 158°11′06″ ა. გ. / 6.91778° ჩ. გ. 158.18500° ა. გ. / 6.91778; 158.18500
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 6647 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+11
პალიკირი — მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
პალიკირი

პალიკირი (ინგლ. Palikir) — ქალაქი მიკრონეზიის ფედერაციული შტატებში, 1989 წლიდან მისი დედაქალაქი. ეს ტერიტორია სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, როგორც კოლონია. პალიკირი მდებარეობს შტატ პონპეიში.

ბუნებრივი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი კუნძულ პონპეის რუკაზე

პალიკირი მდებარეობს დასავლეთ წყნარი ოკეანის ვულკანური წარმოშობის კუნძულ პონპეიზე, რომელიც გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით და წარმოქმნილია ბარიერული რიფი. პალიკირი მოქცეულია ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში, საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 27 °C, წელიწადში საშუალოდ 300 დღე წვიმიანია. წლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 3000-4000 მმ-ს. ყველაზე მეტად ტენიანი თვეა აპრილი. პალიკირზე აგვისტოდან დეკემბრამდე გრძელდება ტაიფუნების სეზონი.

ეს ტერიტორია მდიდარია მცენარეული საფარით, ძირითადად აქ არის ტროპიკული ტყეები, ქოქოსის პალმები, პანდანუსები და მანგროს ტყეები.

ქალაქის განვითარების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII-XIX საუკუნეებში მიკრონეზიის სახელმწიფოს ტერიტორია ეკუთვნოდა ესპანეთს, რომელმაც 1889 წელს მიყიდა კაროლინის კუნძულები გერმანიას. 1914 წელს მიკრონეზია (მათ შორის პალიკირიც) ოკუპირებულ იქნა იაპონიის ჯარის მიერ, ხოლო იმის შემდეგ, როდესაც კუნძულები დაიკავეს ამერიკელებმა, იმყოფებოდნენ აშშ-ის მმართველობის ქვეშ. 1986 წელს აშშ-ის მეურვეობა შეწყდა, ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1989 წელს პალიკირმა მიიღო მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქის სტატუსი, აქამდე ქვეყნის მთავარი ქალაქი იყო კოლონია.

პალიკირზე ცხოვრობს 6647 ადამიანი[1]. მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს მიკრონეზიელები. ოფიციალური ენაა ინგლისური, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრეთვე საუბრობს ადგილობრივ ენებზე. აღმსარებლობის მიხედვით აქ მცხოვრებთა 50 % კათოლიკეა, 47 % პროტესტანტი.

კულტურული მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალიკირის მოსახლეობის ტრადიციული კულტურა — საერთომიკრონეზიულია. მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქის გარეუბნებში დღემდე ჯერ კიდევ შეიძლება დავინახოთ სახლები ბოძების კონსტრუქციით კედლების გარეშე, რომელთა ფუნქციას ასრულებენ მიწამდე დაშვებული ორმაგი დაფერდების სახურავები, რომლებიც დაფარულია პალმის ფოთლებით. მაგრამ მაინც ასეულწლობით უცხოური ბატონობის შედეგად მიკრონეზიელების კულტურამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. უკანასკნელ ათწლეულებში პალიკირის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს საშუალო პროფესიულ განათლებას. საერთო საგანმანათლებლო სკოლებთან ერთად, დედაქალაქში არსებობს მიკრონეზიული კოლეჯი (გაიხსნა 1972 წელს). კუნძულის ბიუჯეტის შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ტურისტული ბიზნესი, ქალაქის პლაჟებს მანგროს ტყეებით აქვთ საუკეთესო პირობები დაივინგისთვის, სნორკელინგისთვის და სერფინგისთვის. პალიკირიდან 8 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი კოლონია, სადაც მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი და ბევრი სასტუმრო და რესტორანი.