პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი
პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 (14) იანვარი, 1827[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | რიაზანკა |
გარდ. თარიღი | 26 თებერვალი (11 მარტი), 1914[1] [2] [3] [4] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, სტატისტიკოსი, გეოგრაფი[5] [6] [7] , ბოტანიკოსი, ენტომოლოგი, ხელოვნების კოლექციონერი[8] და ხელოვნებათმცოდნე |
მუშაობის ადგილი | Central Statistics Committee[9] |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე | Q126540747? |
მამა | Q28500538? |
დედა | Q126382696? |
შვილ(ებ)ი | Andrey Semyonov-Tyan-Shansky, Dmitry Semyonov-Tyan-Shansky, Benjamin Semyonov-Tyan-Shansky, Valere Tian, Q115787527? და Olga Semyonova Tian-Shanskaia |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი და სხვა |
პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი (რუს. Семёнов-Тян-Шанский, Пётр Петрович; დ. 14 იანვარი ძვ. სტ. 2 იანვარი, 1827 — გ. 11 მარტი [ძვ. სტ. 26 თებერვალი], 1914) — რუსი გეოგრაფი, ბოტანიკოსი, სტატისტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე (1873–1914). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1873). 1848 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, 1849 წლიდან ატარებდა საექსპედიციო მუშაობას აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე. 1853–1855 წლებში სწავლობდა გეოგრაფიასა და და გეოლოგიას გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიასა და საფრანგეთში. 1856–1857 წლებში შეისწავლა ტიან-შანი (ტიან-შანის მეცნიერული შესწავლა 50 წლის შემდეგ აღინიშნა მის გვარზე „ტიან-შანსკის“ მიმატებით). 1859-1860 წლებში მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის მომზადებაში. ვენიამინ სემიონოვ-ტიან-შანსკისა და ანდრია სემიონოვ-ტიან-შანსკის მამა.
1889 წელს აირჩიეს რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ. პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის მიერ შეგროვებული მწერების კოლექცია ითვლის 700 ათას ეგზემპლარს. მის სახელს ატარებს მრავალი გეოგრაფიული ობიექტი შუა და ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ალასკასა და შპიცბერგენზე, მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 100 ახალი ფორმა. რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, 87 წლის ასაკში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мемуары, т. 1, 3—4, П., 1915—1917 (т. 2, переизд, под назв. — Путешествие в Тянь-Шань, М., 1946).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი (რუსული)
- პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Памяти П. П. Семенова-Тян-Шанского. Сб., П., 1914;
- Петр Петрович Семенов-Тян-Шанский. Его жизнь и деятельность. Сб., Л., 1928;
- Саушкин Ю. Г., П. П. Семенов-Тян-Шанский как экономико-географ, в сборнике: Отечественные экономико-географы, М., 1957.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 RKDartists
- ↑ 3.0 3.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 4.0 4.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ http://shelf3d.com/i/Russian%20Empire%20Census
- ↑ http://russiapedia.rt.com/prominent-russians/exploring-russia/pyotr-semyonov-tyan-shansky/
- ↑ http://shelf3d.com/i/Fyodor%20Dostoyevsky
- ↑ https://www.codart.nl/research-study/new-publication-on-the-collection-of-pyotr-semenov-and-the-art-market-in-st-petersburg-by-codart-member-irina-sokolova/
- ↑ Хронология российской статистики — Росстат.