რაზდანი (მდინარე)
იერსახე
რაზდანი (ზანგა) | |
---|---|
მდინარე რაზდანი ერევანში. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ქალაქები | სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი. |
სიგრძე | 141 კმ |
აუზის ფართობი | 7310 კმ² |
რაზდანი (ზანგა) ვიკისაწყობში |
რაზდანი (სომხ. Հրազդան) ზანგა — მდინარე სომხეთში, მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი (მტკვრის აუზი). სიგრძე 141 კმ, აუზის ფართობი სევანის ტბის აუზთან ერთად 7310 კმ², საკუთრივ რაზდანისა — 2560 კმ². სათავე აქვს სევანის ტბაში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ არარატის ვაკეზე მიედინება. ბუნებრივ პირობებში (ჰესების კასკადის შექმნამდე) წყლის საშუალო ხარჯი სათავესთან დაახლოებით 2 მ³/წმ შეადგენდა, შესართავთან ახლოს — 17,9 მ³/წმ. რაზდანზე აგებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი. მდინარეს იყენებენ აგრეთვე სარწყავად. რაზდანის ნაპირზეა ქალაქები: სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 289-290.