როდერიკი
როდერიკი (გოთ. 𐌷𐍂𐍉𐌸𐌰𐍂𐌴𐌹𐌺𐍃, ლათ. Rodericus; ან როდრიგო) (გ. 711) — ვესტგუთების მეფე 709–711 წლებში. მის შესახებ ცნობები უფრო მეტად ლეგენდარულია, ვიდრე დანამდვილებითი. უდავოდ ისაა ცნობილი, რომ მის დროს დაიწყო არაბთა დაპყრობითი ომები ესპანეთში.
710 წლამდე იყო ბეტიკისა და ლუზიტანიის ჰერცოგი. მეფე ვიტიცას გარდაცვალების შემდეგ არისტოკრატებმა მეფედ არა მისი ვაჟები, არამედ როდერიკი აირჩიეს. VIII საუკუნის დასაწყისში არაბებმა მთელი ჩრდილოეთი აფრიკა დაიკავეს. 710 წელს ოთხი ხომალდით, აბუ ზურა ტარიფის მეთაურობით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და ვესტგოთების ქალაქი ალხესირასი გაძარცვეს და დიდი სიმდიდრით უკან დაფრუნდნენ. 711 წელს ტარიქ იბნ ზიადის ხელმძღვანელობით არაბები (სულ რაღაც 300-მდე კაცი) და ბერბერები (7000 კაცი) შეიჭრნენ ესპანეთში. მათ დაიკავეს ბევრი ციხესიმაგრე, ქალაქი და ლაგო-დე-ლა-სანდას ტბას მიაღწიეს. ისინი სევილიაზე გალაშქრებისათვის იყვნენ მზად, როდესაც გაიგეს, რომ როდერიკი დიდი არმიით მიემართებოდა მათკენ (ზოგი წყაროთი 70 000–100 000). როდესაც ეს შეიტყვეს, არაბებმა დამხმარე ძალას მოუხმეს. საბოლოოდ ბრძოლა გაიმართა გვადალეტესთან, სადაც ვესტგუთები დამარცხდნენ, როდერიკი ბრძოლაში დაიღუპა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ахмед ибн Мохаммед аль-Маккари. История мусульманских династий в Испании. Кн. 4. Гл. 1-2.
- Хроника Альфонсо III.
- Мосарабская (Мозарабская) хроника 754 г.// Wolf, Kenneth Baxter. Conquerors and Chroniclers of Early Medieval Spain. — Liverpool University Press, 1999. — ISBN 0-85323-554-6.