საიონარა (ფილმი)
იერსახე
„საიონარა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ჯოშუა ლოგანი |
პროდიუსერი | უილიამ გეცი |
სცენარის ავტორი | პოლ ოსბორნი |
ნაწარმოები |
საიონარა — ჯეიმზ მიშენერი |
როლებში | მარლონ ბრანდო |
კომპოზიტორი | ფრანც ვაქსმანი, ირვინ ბერლინი |
ოპერატორი | ელსვუთ ფრედერიკსი |
მონტაჟი | არტურ შმიტი, ფილიპ ანდერსონი |
მხატვარი | ტედ ჰეუორთი, რობერტ პრისლი |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 5 დეკემბერი, 1957 |
ხანგრძლივობა | 147 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური, იაპონური |
შემოსავალი | $22 000 115 |
საიონარა (ინგლ. Sayonara) — 1957 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მაიორი ლოიდ გრუვერი, რომელიც კორეის ომის მონაწილე ასია, გადაჰყავთ იაპონიაში. გრუვერი მკაცრი მხარდამჭერია ამერიკული სამხედრო ძალების პოლიტიკისა, რომელიც ჯარისკაცებს იაპონელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს. მაგრამ მას შემდეგ, რაც გრუვერი მსახიობ ჰანუ-ოგის გაიცნობს, გადახედავს საკუთარ შეხედულებებს. გრუვერი კონფლიქტში აღმოჩნდება სამხედრო ბაზის დისციპლინასთან და იაპონურ კულტურულ ტაბუებთან.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარლონ ბრანდო - მაიორი ლოიდ გრუვერი
- პატრისია ოუენსი - ეილინ ვებსტერი
- მართა სკოტი - მისის ვებსტერი
- ჯეიმზ გარნერი - კაპიტანი მაიკ ბეილი
- რიკარდო მონტალბანი - ნაკამურა
- რედ ბატონსი - ჯო კელი
- მიიოში უმეკი - კაცუმი კელი
- მიიკო ტაკა - ჰანა-იოგი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: რედ ბატონსი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: მიიოში უმეკი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ტედ ჰეოურთი, რობერტ პრისლი
- ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: რედ ბატონსი