სამრეწველო შეჯვარება
იერსახე
სამრეწველო შეჯვარება — სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შეჯვარების ერთ-ერთი სახე. სამოსარგებლო მიზნით 2 ჯიშის ცხოველის შეწყვილება მაღალპროდუქტიული ნაჯვარის მისაღებად. სამრეწველო შეჯვარებით მიღებული ნაჯვარი, როგორც წესი, სამეურნეო-სასარგებლო ნიშნების მხრივ ჰეტეროზისს იჩენს, მაღალი ცხოველმყოფელობა აქვს და უმეტესად პროდუქტიულობითაც აღემატება საწყისი ჯიშის ცხოველებს. სამრეწველო შეჯვარება ხორცის, მატყლისა და კვერცხის დამატებითი რაოდენობით მიღების ერთ-ერთი წყაროა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 33.