სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი
იერსახე
სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი | |
---|---|
ტახუმულკო | |
კოორდინატები: 15°30′ ჩ. გ. 92°36′ დ. გ. / 15.500° ჩ. გ. 92.600° დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა გვატემალა |
უმაღლესი წერტილი | ტახუმულკო |
სიმაღლე | 4220 მ |
სიგრძე | 350 კმ |
სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი (ესპ. Sierra Madre de Chiapas) — მთათა სისტემა მექსიკაში და გვატემალაში. ვრცელდება ჩიაპასის შტატსა და გვატემალაში. სიგრძე 350 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4220 მ. (ტახუმულკო). რაიონი სეისმოაქტიური ზონაა და ხშირად ხდება მიწისძვრები.
ვულკანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვატემალის ვულკანების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქედზე მდებარეობს.
ვულკანები დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით:
- ტაკანა (4092 მ) — მდებარეობს მექსიკა-გვატემალის საზღვარზე.
- ტახუმულკო (4220 მ) — ქედის უმაღლესი მწვერვალი.
- სანტა-მარია (3777 მ) — ამოიფრქვა 1902 წელს მრავალწლიანი მიძინების შემდეგ.
- ატიტლანი (3557 მ) — მდებარეობს ატიტლანის ტბასთან.
- აკატენანგო (3975 მ).
- ფუეგო (ესპ. fuego — «ცეცხლი», 3763 მ) — აქტიურობდა ესპანელთა დაპყრობების პერიოდში.
- აგუა (ესპ. agua — «წყალი», 3765 მ) — ამოიფრქვა 1541 წელს.
- პაკაია (2550 მ) — ვულკანური პიკების ჯგუფი, ამოიფრქვა 1870 წელს.