სიმონე პეპე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სიმონე პეპე | ||
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1983 | ||
დაბადების ადგილი | ალბანო ლაციალე, იტალია | ||
სიმაღლე | 179 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
რომა | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2003 | რომა | 0 | (0) |
2002 | → ლეჩე (იჯარით) | 5 | (0) |
2002–2003 | → ტერამო (იჯარით) | 31 | (11) |
2003–2006 | პალერმო | 22 | (1) |
2004–2005 | → პიაჩენცა (იჯარით) | 30 | (12) |
2006–2010 | უდინეზე | 104 | (16) |
2006–2007 | → კალიარი (იჯარით) | 36 | (3) |
2010-2015 | იუვენტუსი | 76 | (12) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001 | იტალია 17 | 1 | (1) |
2001 | იტალია 19 | 9 | (6) |
2002–2003 | იტალია 20 | 13 | (6) |
2004-2006 | იტალია 21 | 12 | (2) |
2008– | იტალია | 23 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 მაისი 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 მარტი 2013 |
სიმონე პეპე (დ. 30 აგვისტო, 1983) — იტალიელი ფეხბურთელი, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა კომუნა ალბანო ლაციალეში, რომთან ახლოს. კარიერა დაიწყო „რომაში“. 2002 წლის იანვარში იჯარით გადავიდა „ლეკოში“. იმავე წლის ივნისში გადავიდა „ტერამოში“. ის ცნობილია სისწრაფით და თამაში შეუძლია ორივე ფლანგზე და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეც.[1]
პალერმო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის ზაფხულში პეპე გადავიდა სერია B-ს კლუბ „პალერმოში“ სიმბოლურ ფასად, 1000 ევროდ.[2] იმ სეზონში „პალერმომ“ სერია B-ში დაიკავა პირველი ადგილი. 2004 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „პიაჩენცაში“. კლუბის შემადგენლობაში მან 12 გოლი გაიტანა სეზონის განმავლობაში.
2005 წლის ივნისში ის დაბრუნდა „პალერმოში“. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მან დატოვა კლუბი. [3]
უდინეზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005-2006 წლების სეზონში გადავიდა „უდინეზეში“ 500 000 ევროს სანაცვლოდ. 2006 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „კალიარიში“.[4]
იუვენტუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 9 ივნისს „იუვენტუსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა პეპესთან 2,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ და 7,5 მილიონ ევროდ გამოისყიდდა მის სატრანსფერო უფლებებს 1 ივლისს.[5]
პირველ 10 მატჩში პეპემ კლუბის მაისურით 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეპეს ნათამაშები აქვს იტალიის 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული 2006 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, მაგრამ არ უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 11 ოქტომბერს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ.
კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პალერმო
- სერია B: 2003-04
- იუვენტუსი
- სერია A (4): 2011–12, 2012-13, 2013-14, 2014-15
- იტალიის სუპერთასი (2): 2012, 2013
- იტალიის თასი: 2014-15
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FIGC დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- Profile at La Gazzetta dello Sport 2009–10 (იტალიური)
- სიმონე პეპე — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Versatile Pepe attacks Italy's critics“. Reuters. 12 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2012.
- ↑ „Relazione Amministratori al 30 settembre“ (PDF). AS Roma (Italian). 2003-11-08. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29 March 2011.
- ↑ „Precisazioni in merito alle operazioni di trasferimento con l’U.S. Città di Palermo“ (Italian). AS Roma. 2 September 2004. ციტირების თარიღი: 3 December 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Arrivano Pepe e D'Agostino“ (Italian). Cagliari Calcio. 7 July 2006. ციტირების თარიღი: 3 December 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Agreement with Udinese Calcio for the temporary acquisition of the registration rights of the player Simone Pepe“. Juventus FC (Italian). 9 June 2010. ციტირების თარიღი: 9 June 2010.