შინაარსზე გადასვლა

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმისაქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული მუზეუმი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ეძღვნება პოეტ ტერენტი გრანელს.

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1987 წლის 12 ნოემბერს პოეტის დაბადებიდან 90-ე წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად. ის განთავსდა პოეტის მამის სამსონ კვირკველიას ნასახლართან აგებულ ორნამენტითა და ჩუქურთმიანი აივნებით დამშვენებულ ორსართულიან სახლში. დაწესებულება ახორციელებს პოეტის შესახებ ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღრიცხვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. განთავსებული მასალები გამოსცა და განალაგა გიორგი ლეონიძის სახელობის ხელთნაწერთა ინსტიტუტმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]