ტილზიტის ზავი
ტილზიტის ზავი — საფრანგეთსა და რუსეთს, საფრანგეთსა და პრუსიას შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელზეც ხელი მოაწერეს ტილზიტში 1807 წლის 25 ივნისს. 1806-1807 წწ. რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომის დროს. ამ ზავით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები და მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. ელბის მარცხენა ნაპირის მიწები გადაეცა ახლადშექმნილ ვესტფალის სამეფოს, კოტბუსის ოლქი - საქსონიას, ბელოსტოკის ოლქი - რუსეთს, ხოლო დანცინგი (გდანსკი) თავისუფალ ქალაქად გამოაცხადა. პოლონეთის მიწები რომლებიც დანაწილების შედეგად პრუსიას ჰქონდა შეერთებული, შედგა ვარშავის საჰერცოგო.
საიდუმლო ტრაქტათით მხარეები შეთახმდნენ რომ იბრძოლებდნენ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ თუ ინგლისი უარყოფდა რუსეთის შუადგომლობას საფრანგეთთან ზავის დადების თაობაზე, არ დაუშვბდა ზღვებზე თავისუფლებას და საფრანგეთს არ დაუბრუნებდა 1805 წლის შემდეგ დაპყრობილ კოლონიებს. რუსეთს კავშირი უნდა გაეწყვიტა ინგლისთან და მიმხრობოდა კონტინენტურ ბლოკადას. თუ ოსმალეთი უარყოფდა საფრანგეთის შუამდგომლობას, ნაპოლეონი პირობას დებდა დაეწყო მასთან ომი. რუსეთ-საფრანგეთის ზავით პრუსიას, ტერიტორიული დათმობების გარდა, არმია უნდა შეემცირებინა 40 000 კაცამდე, საფრანგეთისთვის გადაეხადა კონტრიბუცია 100 მლნ. ფრანკის ოდენობით და შეერთებოდა კონტინენტურ ბლოკადას. ტილზიტის ზავი გერმანიის ეროვნული ღირსების დამცირება იყო, ამიტომ მას მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდა. რუსეთში ტილზიტის ზავს განიხილავდნენ, როგორც არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას, რომელიც ქვეყნის ღირსებას ამცირებდა. ტილზიტის ზავმა ვერ გადაჭრა საფრანგეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 717-718.