ტიმოთელა
იერსახე
ტიმოთელა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Phleum | ||||||||||||
|
ტიმოთელა (ლათ. Phleum) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს თავთავისებრი საგველა ყვავილედი, ერთყვავილიანი თავთუნი, მოგრძო-ოვალური მარცვალა ნაყოფი. ივითარებს მეჩხერ ბუჩქს.
ევროპაში, აზიასა და აფრიკაში გავრცელებულია 15 სახეობა. ცხოველთა საკვებად იყენებენ 4 სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდელოს ტიმოთელა. მისი 100 კგ თივა შეიცავს 49 საკვებ ერთეულს და 3,1 კგ მონელებად პროტეინს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყურაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.