შინაარსზე გადასვლა

ტომას ჰიცლშპერგერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომას ჰიცლშპერგერი
ჰიცლშპერგერი 2011 წელს ვესტ-ჰმში
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
5 აპრილი, 35 (35-04-05) (1989 წლის)
დაბადების
ადგილი
მიუნხენი, გერმანია
სიმაღლე 1.83[1]
ახალგაზრდული კარიერა
1988–1989 ფორსტინინგი
1989–2000 ბაიერნი[2]
2000–2001 ასტონ ვილა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2005 ასტონ ვილა 99 (8)
2001   ჩესტერფილდი 5 (0)
2005–2010 შტუტგარტი 125 (20)
2010 ლაციო 6 (1)
2010–2011 ვესტ ჰემი 11 (2)
2011–2012 ვოლფსბურგი 6 (0)
2012–2013 ევერტონი 7 (0)
სულ 259 (31)
ეროვნული ნაკრები
გერამნია 19 წლ.
2002–2004 გერამნია 19 წლ. 20 (3)
2004–2010 გერმანია 52 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ტომას ჰიცლშპერგერი (გერმ. Thomas Hitzlsperger; დ. 5 აპრილი, 1982, მიუნხენი) — გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჰიცლშპერგერი იყო გერმანიის 19 წლამდე ნაკრების კაპიტანი. ასევე გამოდიოდა გერმანიის 21 წლამდე ნაკრებშიც, სადაც 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ტომასმა პირველი მატჩი 2004 წლის 9 ოქტომბერს ჩაატარა ირანის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 2006 წლის 6 სექტემბერს სან-მარინოს წინააღმდეგ გაიტანა.

2008 წლის ივლისიდან 2009 წლამდე ტომასი „შტუტგარტის“ კაპიტანი იყო, ამ პოსტზე მან პორტუგალიელი ფერნანდო მეირა ჩაანაცვლა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან კი კაპიტანი ფრანგი მატიე დელპიერი გახდა. 2010 წლის იანვრის ბოლო დღეს ჰიცლშპერგერმა იტალიური „ლაციოს“ მაისური მოირგო, სადაც 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

2010 წლის 5 ივნისს ტომასი ინგლისური „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. მან კლუბთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[3] 2011 წელს დატოვა „ვესტ ჰემი“ და შეუერთდა „ვოლფსბურგს“.[4] 2012-2013 წლებში თამაშობდა „ევერტონში“. აქვე დაასრულა კარიერა.

შტუტგარტი
გერმანია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Premier League Player Profile. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2011.
  2. Whitehead, Richard (20 November 2004). „Thomas Hitzlsperger and Bruce Rioch“. The Times. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  3. Hammers sign The Hammer. whufc.com (9 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 5 June 2010.
  4. Bundesliga – Wolfsburg sign Hitzlsperger. Yahoo Sport (17 August 2011). ციტირების თარიღი: 18 August 2011.