ტურარ რისკულოვი
ტურარ რისკულოვი (ყაზახ. Turar Ryskulov დ. 1894 — გ. 10 თებერვალი, 1938) — ყაზახი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წელს იყო თურქესტანის ასსრ-ს ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, თურქესტანის მუსლიმური ბიუროს თავმჯდომარე. 1921 წელს იყო რსფსრ-ს ნაციონალურ საკითხთა კომისარიატის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში. წევრი. 1921-22 წლებში იყო ამავე კომისარიატში კომისრის მოადგილე. 1922-24 წლებში იყო კომინტერნის სრულუფლებიანი წარმოამდგენელი მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1926-37 წლებში იყო რსფსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პარტიაში მხარს უჭერდა ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპებსა და პარტიულ თანამდებობებზე ეროვნული კადრების მოზიდვას, იყო პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი. 1937 წელს დაადანაშაულეს მარქსიზმისა და ლენინიზმის პრინციპებიდან და პარტიის გენერალური ხაზიდან გადახვევაში, გამოაცხადეს ხალხის მტრად, დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.