სახელწოდება „Rivendell“ არის პირდაპირ თარგმანი ან კალკისინდარულად წარმოთქმული „იმლადრისი“-დან. ორივე ნიშნავს „ნაპრალის ღრმა ველს“. რომანის „ჰობიტი“ 2002 წლის ქართულ თარგმანში გამოყენებულია სახელწოდება „ველვარდნილი“, ხოლო მის 2009 წლის და „ბეჭდების მბრძანებლის“ თარგმანებში (2009-2011) - „შუაველი“.