ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი | |
---|---|
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი | |
კოორდინატები: 72°20′ ჩ. გ. 103°08′ ა. გ. / 72.333° ჩ. გ. 103.133° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 303 მ |
სიგრძე | 1400 კმ |
სიგანე | 600 კმ |
ჰიდროგრაფია | პიასინა, ხატანგა, ანაბარი |
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი, ტაიმირის დაბლობი (რუს. Северо-Сибирская низменность) — დაბლობი რუსეთში, კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიაში. გაწოლილია მდინარეების ლენისა და ოლენიოკის ქვემო დინებებს შორის. გადაჭიმულია 1400 კილომეტრზე, სიგანე დაახლოებით 600 კილომეტრამდე.[1] განიერ და ძლიერ დაჭაობებულ დაბლობზე აღმართულია 200–300 მეტრი სიმაღლის ბრტყელთხემიანი სერები. ბევრია თერმოკარსტული ტბა. უმთავრესად აგებულია ზღვიური და მყინვარული ნალექებით, რომლებსაც ქვეშ უდევს ქვიშაქვები და თიხაფიქლები. განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ჰავა სუბარქტიკული კონტინენტურია. იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი და ხანმოკლე გრილი ზაფხული. ნალექები 300 მმ წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში სჭარბობს ლიქენებიანი ტუნდრა, სამხრეთ ნაწილში — ბუჩქოვანი, სამხრეთ კიდეზე — ტყეტუნდრა. დასავლეთ ნაწილში ციმბირის ლარიქსის მეჩხერი ტყეებია, აღმოსავლეთ ნაწილში — დაურის ლარიქსისა. ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე არის ქვანახშირის, ნავთობისა და აირის საბადოები.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Северо-Сибирская низменность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-05. ციტირების თარიღი: 2020-07-05.