ცინის სამეფო
იერსახე
ცინის სამეფო (ჩინ.: 秦) — ძველი ჩინური სამეფო. შეიქმნა ძვ. წ. IX საუკუნეში. თავდაპირველად ჯოუს დინასტიაზე იყო დამოკიდებული. მოიცავდა ახლანდელ შენსის პროვინციის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს, განსუს აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ სიჩუანს. ცინის სამეფოს გაძლიერება დაკავშირებულია შან იანის რეფორმებთან. ძვ. წ. IV საუკუნეში ცინმა დაიწყო ბრძოლა ძველი სამეფოების წინააღმდეგ, ძვ. წ. 221 წელს დაიმორჩილა ისინი და შეიქმნა ცინის ცენტრალიზებული იმპერია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 220.