შინაარსზე გადასვლა

ცხოვრება ქართველთა მეფეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, ან „მეფეთა ცხოვრება“ — ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებულის, „ქართლის ცხოვრების“, პირველი წიგნი. სამეცნიერო ლიტერატურაში უფრო ხშირად იხსენიება შემოკლებული სახელწოდებით – „მეფეთა ცხოვრება“.

შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი დროიდან IV საუკუნის ბოლომდე. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მისი ავტორია ლეონტი მროველი, XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსი. მას აგრეთვე მიეწერება „არჩილის წამება“ (იხ. სტატია „არჩილი“). ზოგიერთი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს.