შინაარსზე გადასვლა

წყლის ბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის ბაია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
გვარი:  ბაია
სახეობა:  წყლის ბაია
ლათინური სახელი
Batrachium divaricatum (Schrank) Schur

წყლის ბაია (ლათ. Batrachium divaricatum) — მრავალწლიანი ბალახოვანი, ღია მწვანე ფერის მცენარეა, შიშველი ღეროებით. ყველა ფოთოლი წყალშია მოქცეული, მოყვანილობით — ნახევრად წრიული, 3–4 სმ სიგრძის, დაყოფილია ძალიან წვრილ, ძაფისებურ ნაკვთებად. ყვავილების დიამეტრი 10 მმ-ია. გვირგვინის ფურცლები მოყვითალოა ან თეთრი, უკუკვერცხისებური, ჯამზე თითქმის ორჯერ გრძელი. იზრდება მდგარ და ნელა მიმდინარე წყალში ტყის ზედა სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ ევროპას, შუა აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.