ხოფა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ხოფა Hopa | |
ქალაქის ცენტრი | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 41°24′25″ ჩ. გ. 41°26′08″ ა. გ. / 41.40694° ჩ. გ. 41.43556° ა. გ. |
პირველი ხსენება | V საუკუნე |
ფართობი | 289 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 20576 კაცი (2016) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0322 |
საფოსტო ინდექსი | 08 |
ოფიციალური საიტი | hopa.bel.tr |
ხოფა (თურქ. Hopa, ლაზ. ხოპე) — ქალაქი ართვინის პროვინციაში, თურქეთი, შავი ზღვის პირას, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროებში იხსენიება V საუკუნეში, როგორც ლაზიკისა და ბიზანტიის სასაზღვრო ციხესიმაგრე. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხოფის მიდამოებში მდებარეობდა ციხე-ქალაქი „პეტრა".
1865 წელს ქალაქი ხოფა იყო ხოფას კაზის ცენტრი. ხოფას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში და მდებარეობდა გონიოს კაზის სამხრეთით და არჰავის კაზის ჩრდილოეთით. კაზაში სულ შედიოდა 22 სოფელი და ცხოვრობდა 4290 ადამიანი. მოსახლეობას მოჰყავდა სიმინდი, აწარმოებდა ყველსა და კარაქს.[1]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2010 | 17433 | ||
2016 | 20576 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 504.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|