შინაარსზე გადასვლა

ჰენრი II

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი II

ჰენრი II პლანტაგენეტი (ინგლ. Henry II Plantagenet; დ. 5 მარტი, 1133, ლე-მანი — გ. 6 ივლისი, 1189, შინონი) — ნორმანდიის და აკვიტანიის ჰერცოგი, ანჟუს გრაფი და ინგლისის მეფე 1154–1189 წლებში. მცირე ხნის განმავლობაში მას დაპრობილი ჰქონდა უელსი, შოტლანდია, აღმ. ირლანდია და დას. საფრანგეთი. ჰენრი II პირველი პლანაგენეტი იყო ინგლისის ტახტზე. მისი მეტსახელები იყო: „მოკლე მოსასხამი“ (ფრანგ. Court-manteau), „იმპერატრიცას ძე“ (ინგლ. Fitz Empress) და „სამართილიანობის ლომი“ (ინგლ. The Lion of Justice).

ჰენრი II ტახტზე ავიდა 1154 წელს. გამეფებისთანავე დაიწყო მეზობელი მიწების დაპყრობა.ხანმოკლე დროით დაიპყრო: უელსი, შოტლანდია და აღმოსავლეთი ირლანდია. ასევე დაიპყრო საფრანგეთის რეგიონებიც (ანჟუ, აკვიტანია, ბორდო). ეს მიწები მოგვიანებით თავის ვაჟებს დაურიგა. მის დროს გატარებულმა რეფორმამ საფუძველი ჩაუყარა 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობას სასამართლო პროცესში[1]. 1164 წელს მან გამოსცა კანონი, რომელიც ზღუდავდა ეკლესიას. ამან უთანხმოება გამოიწვია ჰენრი II-სა და კენტერბერის არქიეპისკოპოს წმინდა ტომას ბეკეტს შორის. ჰენრი II-მ ვერანაირად ვერ შეძლო ოპოზიციონერი მღვდლის მორჯულება. ბოლოს 1170 წელს თავის რაინდებს მოაკვლევინათ კენტერბერის მონასტერში. ამ მოვლენამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ინგლისელ პილიგრიმთა შორის. ჰენრი II-მ 1172 წელს თავისი ვაჟი რიჩარდი აკვიტანიის ჰერცოგად დანიშნა. ხოლო უმცროს ვაჟს ჯონს არ მისცა მიწა, რისთვისაც „უმიწაწყლო“ უწოდეს. ჰენრი II გარდაიცვალა 1189 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის", ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი", გვ. 97, ISBN 978-9941-419-01-0