19 მაისი
იერსახე
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
19 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 139-ე დღე (ნაკიან წლებში - 140-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 226 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1536 : ანა ბოლეინს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლს, ლონდონის ტაუერში თავი მოკვეთეს ქმრის ღალატის გამო.
- 1571 : წარმოშობით ბასკმა მიგელ ლოპესმა დააარსა თანამედროვე ფილიპინების დედაქალაქი მანილა.
- 1649 : ხანგრძლივი პარლამენტის აქტით ინგლისის თანამეგობრობა შეიქმნა.
- 1712 : პეტრე პირველმა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა.
- 1802 : საპატიო ლეგიონი დააარსა ნაპოლეონ ბონაპარტმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა.
- 1907 : დაარსდა ფინეთის საფეხბურთო ასოციაცია
- 1919 : მუსტაფა ქემალ ათათურქი სტამბოლიდან სამსუნში გადადის მომხრეებთან ერთად ოსამელთის მთავრობისგან განდგომის ნიშნად, რაც თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დასაწყისი გახდა.
- 1921 : ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით მკვეთრად შემცირდა ემიგრანტების მიღება ევროპის ქვეყნებიდან, პირველ რიგში რუსეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან
- 1961 : ვენერა-1 პირველი ადამინის შექმნილი ობიექტი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას ჩაუფრინა. ვენერასთან ჩაფრენამდე ერთი თვით ადრე მან დედამიწასთან კავშირი შეწყვიტა და მონაცემები აღარ გამოუგზავნია.
- 1962 : ჯონ კენედის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მისალმებაზე მედისონ სქვეა გარდენში, ნიუ-იორკი, მერილინ მონრო მის განთქმულ მიმართვას Happy Birthday ასრულებს.
- 1969 : არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიწყო აჯანყება დიქტატურის წინააღმდეგ
- 1971 : საბჭოთა კავშირმა მარს-2 გაუშვა.
- 1974 : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვალერი ჟისკარ დესტენი.
- 2002 : ავღანეთის ყოფილი მეფე ზახირ-შაჰი სამშობლოში დაბრუნდა.
- 2011 : დომინიკ სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა, სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო.
- 2012 : ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით, ლონდონის „ჩელსი“ პირველად გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
- 2017 : ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰასან რუჰანი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს.
- 2024 : ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1762 : ფიხტე, იოჰან გოტლიბ — გერმანელი ფილოსოფოსი.
- 1782 : ივანე პასკევიჩი — რუსეთის სამხედრო მოღვაწე
- 1873 : იროდიონ ევდოშვილი — ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.
- 1887 : ჟალი, იონ — რუმინელი მოქანდაკე.
- 1890 : ხო ში მინი — ვიეტნამის პრეზიდენტი 1951-69 წლებში.
- 1925 : პოლ პოტი — კამბოჯის პრემიერ-მინისტრი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1125 : ვლადიმირ მონომახი — რუსეთის მეფე
- 1296 : ცელესტინ V — რომის პაპი
- 1526 : გო-კასივაბარა — იაპონიის 104-ე იმპერატორი.
- 1601 : კონსტანცო პორტა — იტალიელი კომპოზიტორი.
- 1786 : ჯონ სტენლი — ბრიტანელი კომპოზიტორი.
- 1895 : მარტი, ხოსე — კუბელი რევოლუციონერი და მწერალი.
- 2000 : ევგენი ხრუნოვი — რუსი კოსმონავტი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- იობ მრავალვნებული
- ბარბარ ავაზაკყოფილი
- წმინდა მოწამე ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე
- აგრეთვე:
- იუდაიზმი - იერუსალიმის დღე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები