შინაარსზე გადასვლა

Ab Urbe condita

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ab Urbe condita (დაკავშირებულია anno Urbis conditae - სთან: AUC ან a.u.c.) — ლათინურად «ქალაქის (რომის) დაარსებიდან», ტრადიციულად მიღებულია ძვ. წ. 753 წლად. ქრონოლოგიის ტიპი, რომელსაც ზოგიერთი რომაელი ისტორიკოსი იყენებს წლის აღსანიშნავად. თანამედროვე ისტორიკოსები ამ ტერმინს იყენებენ გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე თვითონ რომაელები. რომაული წლის აღსანიშნავი უპირატესი ხერხი იყო ამ წელს მმართველი ორი კონსულის სახელის ხსენება. ადრე წელს რომის დაარსებიდან გაურკვევლად უმატებდნენ რომაელი ისტორიკოსების ნამუშევრობის ბევრი რედაქტორები, რაც ქმნიდა ტერმინის უფრო ხშირად გამოყენების შეხედულებას, ვიდრე ეს იყო სინამდვილეში. წლის აღსანიშნავად ასევე გამოიყენებოდა იმპერატორის მმართველობის წელი, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიაში 537 წელს იუსტინიანე I-ის მიერ ასეთი ქრონოლოგიის მოთხოვნის შემოღების შემდეგ. ტერმინი პირველ რიგში გვხვდება გერმანელი ავტორების ნამუშევრებში, კერძოდ, თეოდორ მომზენის რომის ისტორიაში.

რომის უზურპატორმა პაკატიანუსმა ახალი ერის პატივსაცემად ასევე გამოუშვა მონეტა. წარწერა ამ ანტონინიანუსზე ამბობს: ROMAE AETER AN MIL ET PRIMO, «მარადიულ რომს მის ათას ერთ წელს».

იმპერატორ კლავდიუსიდან დაწყებული გაბატონდა მარკუს ტერენციუს ვარონის მიერ წარმოდგენილი რომის დაარსების თარიღის გამოთვლა და ქალაქის დაარსების წლისთავის დღესასწაული გახდა იმპერიის პროპაგანდის ნაწილი. 47 წელს იმპერატორმა კლავდიუსმა პირველად გამართა დიდი დღესასწაული, რომელიც მიეძღვნა ქალაქის დაარსების 800 წლისთავს. ანალოგიური დღესასწაული 121 წელს გამართა ადრიანემ და 147/148 წელს ანტონინუს პიუსმა.

248 წელს ფილიპე არაბის მმართველობის დროს ტერენტინულ თამაშებთან ერთად აღინიშნა რომის დაარსების ათასწლეული (მეათე ასწლეული, ლათინურად saeculum) და ამ მოვლენის პატივსაცემად ბრუნვაში შემოვიდა ახალი მონეტები. ტახტის პრეტენდენტ პაკატიანუსის მონეტებზე არსებობს წარწერა «ათასმეერთე წელი», რაც იმის ანარეკლია, რომ რომაელები გრძნობდნენ ახალი ერის, «Saeculum Novum»-ის მოსვლას.

რომის იმპერიის ქრისტიანიზაციის შემდეგ და შემდგომ საუკუნეებში ეს მოვლენა გამოიყენებოდა მეტაფიზიკურ აზროვნებაში.

ვარონის გამოთვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის დაარსების ტრადიციული თარიღი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წლის 21 აპრილი, ხმარებაში შემოღებული იქნა მარკუს ტერენციუს ვარონის მიერ. სავარაუდოდ, მან გამოიყენა კონსულების სია (რომელსაც შეიძლება შეცდომები ჰქონოდა) და პირველი კონსულის წელს დაარქვა «245 ab urbe condita», დიონისე ჰალიკარნასელისგან გადაიღო 244-წლიანი მეფეების მმართველობის პერიოდი, რომლებიც მართავდნენ რომის დაარსების შემდეგ. ამას გარდა, როგორც პლუტარქე აღნიშნავს[1], გაიუს ტერენციუს ვარონის თხოვნით მისი მეგობარი ასტროლოგი ლუციუს ტარუციუს ფირმანუსი სცადა რომულუსის და რემუსის დაბადების დღის თარიღისა და რომის დაარსების ასტროლოგიური მეთოდებით გამოთვლა. მან გადაწყვიტა, რომ ძმები ჩაისახნენ მზის დაბნელების დღეს, ანუ ძვ. წ. 772 წლის 24 ივნისს მესამე საათზე მზის ამოსვლის შემდეგ და დაიბადნენ ძვ. წ. 771 წლის 26 მარტს, ხოლო რომი დაარსდა ძვ. წ. 754 წლის 4 ოქტომბერს.

რომის არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ვარონის დათარიღება ახლოა სინამდვილესთან: პირველი დასახლებები რომის ტერიტორიაზე თარიღდება ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდის დასაწყისით[2]

დიონისე მცირეს გამოთვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Anno Domini-ის სისტემა (ახალი ერის დასაწყისიდან) შემუშავდა 525 წელს რომში ღვთისმსახურ დიონისე მცირეს მიერ, როგორც მისი შრომების შედეგი, რომელიც ეძღვნება აღდგომის თარიღის გამოთვლას. თავის სააღდგომო ცხრილებში დიონისე მცირემ ჩვენი წელთაღრიცხვის 532 წელი გაუტოლა იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის 248 წელს. ძველის ნაცვლად შემოღებული ქრონოლოგიის ახალი სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა სააღდგომო ცხრილებში და ეყრდნობოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის წლებს, მოფიქრებული იყო დიონისე მცირეს მიერ, რათა აღმოფხვრილიყო ხსოვნა ამ ქრისტიანების მდევნელ იმპერატორზე.

თავდაპირველად მისი გათვლები გამოიყენებოდა რომაელი პიროვნებების მხოლოდ ვიწრო წრეში. წლები ამ სისტემაში ითვლებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს ტახტზე ასვლამდე (284 წლის 20 ნოემბერი), მაგრამ იწყებოდა «incarnatione Domini»-დან, ანუ, ქრისტეს დაბადებიდან. რადგანაც დიონისე მცირემ არ მიუთითა კონკრეტული დაბადების დღე, ის გამოითვლებოდა როგორც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი წელიც და ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი წელიც. მოგვიანებით გამოითვალეს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი წელი შეესაბამება რომის DCCLIV ab urbe condita-ს. ნულოვანი წელი ქრისტიანულ კალენდარში არ არსებობს:

1 ab urbe condita = 753 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

2 ab urbe condita = 752 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

3 ab urbe condita = 751 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

750 ab urbe condita = 4 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. (ჰეროდე I დიდის გარდაცვალება)

751 ab urbe condita = 3 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

752 ab urbe condita = 2 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

753 ab urbe condita = 1 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

754 ab urbe condita = 1 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით.

755 ab urbe condita = 2 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით.

2769 ab urbe condita = 2016 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით. (4 მაისიდან)

ალტერნატიული გამოთვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველეიუს პატერკულუსის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1182 წელს) 437 წლის შემდეგ, მზის დაბნელებიდან სულ მალე, რომელსაც აკვირდებოდნენ რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 745 წლის 25 ივნისს და ჰქონდა 50,3 %-იანი სიდიდე. მზის დაბნელება დაიწყო 16:38 საათზე, პიკს მიაღწია 17:28 საათზე და დამთავრდა 18:16 საათზე.

ამავე დროს, ლუციუს ტარუციუს ფირმანუსის თანახმად, რომულუსი და რემუსი ჩაისახნენ ეგვიპტური თვე ჰოიაკის 23 რიცხვში, მთლიანი მზის დაბნელების დროს (მზის დაბნელება მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 763 წლის 15 ივნისს, რომში ვარსკვლავური სიდიდე იყო 62,5 %, მზის დაბნელება დაიწყო 6:49 საათზე, პიკს მიაღწია 7:47 საათზე და დამთავრდა 8:51 საათზე). ძმები დაიბადნენ ტოტის თვის 21 რიცხვში — ამ თვის პირველი დღე იმ წელს უტოლდება 2 მარტს[3]. რომი დაარსდა თვე ფარმუტის მეცხრე დღეს, ანუ, საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, 21 აპრილს.

რომაელები იმასაც ამატებენ, რომ იმ დროს, როდესაც რომულუსმა ქალაქის აშენება დაიწყო, ანტიმახ თეოსელი მზის დაბნელებას აკვირდებოდა, რომელიც მოხდა მთვარის თვის 30-ე დღეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 745 წლის 25 ივნისს მომხდარ მზის დაბნელებას (იხ. ზემოთ) თეოსში ჰქონდა ფაზა 54,6 %, დაიწყო 17:49 საათზე და მზის ჩასვლის დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

რომულუსი გაქრა სიცოცხლის 54-ე წელს კვინტილიუმის ნონებში (ივლისი)[4], იმ დღეს, როდესაც ჩაბნელდა მზე (დღე გადაიქცა ღამედ, უეცარი სიბნელე ითვლებოდა მზის დაბნელებად). ეს მზის დაბნელება მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 709 წლის 17 ივლისს და ჰქონდა ფაზა 93,7 %, დაიწყო 5:04 წელს და დამთავრდა 6:57 საათზე.

პლუტარქე ვარაუდობდა, რომ ეს მოხდა რომის დაარსებიდან 37 წლის 5 ივლისს და თვლიდა, რომ რომულუსი მართავდა 37 წელი, რის შემდეგაც ან მოკლული იქნა სენატის მიერ, ან გაქრა მისი მმართველობიდან 38-ე წელს. ეს მონაცემები დაწერილია პლუტარქეს[5], ლუციუს ანაეუს ფლორუსის[6], ციცერონის[7], კასიუს დიონ კოქცეიანუსის და დიონისე ჰალიკარნასელის მიერ. კასიუს დიონ კოქცეიანუსი «რომის ისტორიაში» (წიგნი I) ამტკიცებს ამ მონაცემებს, ამბობს, რომ რომულუსი რომის დაარსების მომენტში იყო 18 წლის ასაკში. ასე რომ, მზის დაბნელების გამოთვლებს შეუძლიათ დაამტკიცონ ჰიპოტეზები, რომ რომულუსი მართავდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 746 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 709 წლის ჩათვლით და რომ რომი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 745 წელს.

ქუინტუს ფაბიუს პიკტორი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 250 წელი) გვამცნობს, რომ რომის კონსულებმა მმართველობა დაიწყეს რომის დაარსებიდან 239 წლის შემდეგ (Enciclopedia Italiana, XIV, 1951: 173). ტიტუს ლივიუსი პრაქტიკულად იგივეს ამტკიცებს, საუბრობს 240 წლიან პერიოდზე. პოლიბიოსი[8] ამბობს, რომ ეს მოხდა სპარსეთის უკანასკნელი მეფის ქსერქსე I-ის, რომელიც თავს დაესხა ძველ საბერძნეთს, გაგდებიდან 28 წლის შემდეგ, და რომ მოვლენა დაფიქსირდა ორი მზის დაბნელებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 478 წელს[9].

  1. Плутарх. Сравнительные жизнеописания. — М.: Наука, 1994. «Ромул». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-02. ციტირების თარიღი: 2017-11-07., 12, 27, 29
  2. И. Л. Маяк «Рим первых царей. Генезис римского полиса» М., 1983.
  3. (Prof. E.J. Bickerman, 1980: 115)
  4. Quintilis, on "Caprotine Nones, " Livy (I, 21)
  5. (Lives of Romulus, Numa Pompilius and Camillus), Plutarch
  6. (Book I, I), Florus
  7. (The Republic VI, 22: Scipio’s Dream), Cicero
  8. Polybius, The Histories (III, 22. 1-2)
  9. Theodor Mommsen, History of Rome (1854—1856)