c-კვარკი
ინგლ. Charm quark | |
---|---|
შემადგენლობა | ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი |
ოჯახი | ფერმიონი |
ჯგუფი | კვარკი |
თაობა | მეორე |
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში | ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული |
სიმბოლო | c |
ანტინაწილაკი | c-ანტიკვარკი (c) |
თეორიულად დაამტკიცა |
ჯეიმს მიორკენმა და შელდონ გლაშოუმ (1964) შელდონ გლაშოუმ, იოანის ილიოპულოსმა და ლუჩიანო მაიანმა (1970) |
აღმოჩენილია | Burton Richter et al. (SLAC, 1974) |
მასა | მევ/c² |
იშლება | სტაბილურია ან u-კვარკი + + |
მუხტი | |
მუხტის ფერადობა | r, g, b |
სპინი | |
სუსტი იზოსპინი | LH: , RH: 0 |
სუსტი ჰიპერმუხტი | LH: , RH: |
c-კვარკი, მოჯადოებული კვარკი (ინგლ. Charm quark < Charm — „მოჯადოებული“; აღნიშვნა: c) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მეორე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.
როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, c-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.
c-კვარკის არსებობა (უკვე ცნობილი u, d და s-ის შემდეგ) იწინასწარმეტყველეს 1970 წელს შელდონ გლაშოუმ, იოანის ილიოპულოსმა და ლუჩიანო მაიანმა[1]. ის პირველად აღმოაჩინეს 1974 წელს J/ψ ნაწილაკის აღმოჩენის შედეგად SLAC-ში ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბარტონ რიხტერი[2] და BNL-ში ჯგუფის მიერ სამუელ ჩაო ჩუნგ ტინგის ხელმძღვანელობით[3]. BNL ჯგუფმა დაარქვა ახალ ნაწილაკს J, SLAC ჯგუფმა შესთავაზა სახელი ψ. ნაწილაკების სახელზე ხანმოკლე კამათის შემდეგ მიიღეს კომპრომისული ვარიანტი — J/ψ. ეს ეგრეთ წოდებული ფარული მოჯადოებული ნაწილაკი (charmonium) შედგება მოჯადოებული კვარკისა და ანტიკვარკისგან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Glashow S. L., Iliopoulos J., Maiani L. Weak Interactions with Lepton-Hadron Symmetry (англ.) // Phys. Rev. D. — 1970. — Vol. 2, no. 7. — P. 1285—1292. — doi:10.1103/PhysRevD.2.1285. — Bibcode: 1970PhRvD...2.1285G
- ↑ Augustin J.-E. et al. Discovery of a Narrow Resonance in e+e− Annihilation (англ.) // Phys. Rev. Lett.. — 1974. — Vol. 33, no. 23. — P. 1406—1408. — doi:10.1103/PhysRevLett.33.1406. — Bibcode: 1974PhRvL..33.1406A
- ↑ Aubert J. J. et al. Experimental Observation of a Heavy Particle J (англ.) // Phys. Rev. Lett.. — 1974. — Vol. 33, no. 23. — P. 1404—1406. — doi:10.1103/PhysRevLett.33.1404. — Bibcode: 1974PhRvL..33.1404A
|