შინაარსზე გადასვლა

DC-ის გაფართოებული სამყარო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
DC-ის გაფართოებული სამყარო
შემქმნელი Warner Bros. Pictures
ორიგინალური ნამუშევარი ფოლადის ადამიანი
წლები 2013–2023
სხვადასხვა
ეფუძნება DC Comics

სამართლიანობის ლიგის სამყარო[1], უფრო მეტად ცნობილი არაოფიციალური სახელწოდებით DC-ის გაფართოებული სამყარო (ინგლ. DC Extended Universe ან DCEU)[2][3][4][5]ამერიკული მედია-ფრენჩაიზი და საერთო სამყარო, რომელშიც შედის Warner Bros. Pictures-ის სუპერგმირული ფილმების სერია, დაფუძნებული DC Comics-ის პერსონაჟებზე. ეს საერთო, ისევე, როგორც DC-ის სამყარო, გაერთიანებულია სიუჟეტებით, მოქმედების ადგილებით და პერსონაჟებით. 2011 წლიდან დღემდე Warner Bros.-მა გამოუშვა ოთხი ფილმი, რომელთა შემოსავალმა გადააჭარბა 3.1 მილიარდ აშშ დოლარს, რამაც „სამართლიანობის ლიგის სამყარო“ ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან მედია-ფრენჩაიზად აქცია.

DC-ის გაფართოებულ სამყაროში შემავალი ფილმების სცენარის ავტორები და რეჟისორები იცვლება, ისევე, როგორც მსახიობთა შემადგენლობა. ამავე დროს, მსახიობების ნაწილი რამდენიმე ფილმში თამაშობს. მათ შორის არიან ჰენრი კევილი, ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა და რეი ფიშერი. 2016 წლის მაისში DC-ის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯეფ ჯოუნსი და Warner Bros.-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ბერგი DC Films-ის თანახელმძღვანელები გახდნენ და დაიწყეს სიუჟეტური ხაზების შემუშავება, რათა ფილმები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.

ფილმების სერიაში პირველი იყო „ფოლადის ადამიანი“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ჰენრი კევილი. 2016 წელს გამოვიდა სერიის ორი ფილმი, „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ და „თვითმკვლელთა რაზმი“. 2017 წელს გამოვიდა სერიის რიგით მეოთხე ფილმი „ქალი საოცრება“. მომავალ ფილმებს შორის არის: „სამართლიანობის ლიგა“ (2017), „აკვამენი“ (2018), „შაზამი“ (2019), „ქალი საოცრება 2“ (2019), „კიბორგი“ (2020) და „მწვანე შუქურის კორპუსი“ (2020). აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროექტებზე, რომელთა შორის არის: „თვითმკვლელთა რაზმი 2“, „ბნელი სამართლიანობის ლიგა“, „ფლეშპოინტი“, „ბეტმენი“, „ბეტგოგონა“, „სამართლიანობის ლიგის“ გაგრძელება, „გოთემის სირენები“, „ნაიტუინგი“, უსათაურო ფილმი ჯოკერის და ჰარლი კუინის, მეორე ცალკე ფილმი სუპერმენის და უსათაურო ფილმი შავი ადამის, დედშოტის და ლობოს შესახებ.

ფილმი აშშ-ში გამოსვლის თარიღი რეჟისორ(ებ)ი სცენარისტ(ებ)ი ისტორია პროდიუსერ(ებ)ი
ფოლადის ადამიანი 14 ივნისი 2013 ზაკ სნაიდერი დევიდ ს. გოიერი დევიდ ს. გოიერი და კრისტოფერ ნოლანი ჩარლზ როვენი, კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი და დებორა სნაიდერი
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი 24 მარტი 2016 კრის ტერიო და დევიდ ს. გოიერი ჩარლზ როვენი და დებორა სნაიდერი
თვითმკვლელთა რაზმი 5 აგვისტო 2016 დევიდ ეიერი ჩარლზ როვენი და რიჩარდ საკლი
ქალი საოცრება 2 ივნისი 2017 პეტი ჯენკინსი ალან ჰაინბერგი ზაკ სნაიდერი, ალან ჰაინბერგი და ჯეისონ ფუქსი ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ზაკ სნაიდერი და რიჩარდ საკლი
სამართლიანობის ლიგა 17 ნოემბერი 2017 ზაკ სნაიდერი[N 1]. კრის ტერიო და ჯოს უიდონი კრის ტერიო და ზაკ სნაიდერი ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ჯონ ბერგი და ჯეფ ჯოუნსი
აკვამენი 21 დეკემბერი 2018 ჯეიმზ ვანი დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი და უილ ბილი ჯეფ ჯოუნსი, ჯეიმზ ვანი და უილ ბილი პიტერ საფრანი და რობ კაუენი
შაზამი! 5 აპრილი 2019 დევიდ ფ. სენდბერგი ჰენრი გეიდენი ჰენრი გეიდენი და დარენ ლემკე პიტერ საფრანი
მტაცებელი ფრინველები და ფანტასტიკური ჰარლი ქუინი 7 თებერვალი 2020 ქეთი იანი კრისტინა ხოდსონი მარგო რობი, ბრაიანი უნკლესი და სიუ კროლი
ქალი საოცრება: 1984 25 დეკემბერი 2020 პეტი ჯენკინსი[8] პეტი ჯენკინსი, ჯეფ ჯოუნსი და დევიდ კელაჰემი[9] პეტი ჯენკინსი და ჯეფ ჯოუნსი[10] ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ზაქ სნაიდერი, პეტი ჯენკინსი, გალ გადოტი და სტივენ ჯონსი
ზაკ სნაიდერის „სამართლიანობის ლიგა“ 18 მარტი 2021 ზაკ სნაიდერი კრის ტერიო კრის ტერიო, ზაკ სნაიდერი და უილ ბილი ჩარლზ როვენი და დებორა სნაიდერი
თვითმკვლელთა რაზმი 6 აგვისტო 2021 ჯეიმზ განი ჩარლზ როვენი და პიტერ საფრანი
შავი ადამი 21 ოქტომბერი 2022 ჟაუმე კოლიეტ-სერა ადამ შტიკელი, რორი ჰაინსი და სოჰრაბ ნოშირვანი ბო ფლინი, ჰირამ გარსია, დუეინ ჯონსონი და დენი გარსია,
შაზამი! ღმერთების რისხვა 17 მარტი 2023 დევიდ ფ. სენდბერგი ჰენრი გეიდენი და კრის მორგანი პიტერ საფრანი
ფლეში 23 ივნისი 2023 ანდრეს მუსკეტი კრისტინა ჰოდსონი ჯონ ფრენსის დიელი, ჯონატან გოლდშტეინი და ჯობი ჰაროლდი ბარბარა მუსკეტი და მაიკლ დისკო
ლურჯი ხოჭო 18 აგვისტო 2023[11] ანხელი მანუელი სოტი გარეტი დანეტი ალკოსერი ჯონ რიკარდი და ზევ ფორმენი
აკვამენი და დაკარგული სამეფო 25 დეკემბერი 2023 ჯეიმზ ვანი დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი ჯეიმზ ვანი, დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი, ჯეისონ მამოა და ტომას პა'ა სიბეტი ჯეიმზ ვანი, პიტერ საფრანი და რობ კაუენი
  1. ზაკ სნაიდერი იყო რეჟისორი ძირითადი გადაღებების დროს, მაგრამ შვილის გარდაცვალების გამო მუშაობა ვერ გააგრძელა და გადაღებების შემდგომ სამუშაოებში ის ჯოს უიდონმა შეცვალა. ის კი არის მითითებიული ტიტრებში როგორც ფილმის რეჟისორი, მაგრამ უიდონმა ფილმის დიდი ნაწილი თავიდან გადაიღო[6][7]
სერიალი სეზონი ეპიზოდები საპრემიერო ჩვენება აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პირველად ბოლოს ქსელი
მშვიდობისმყოფელი 1 8 13 იანვარი 2022 17 თებერვალი 2022 HBO Max ჯეიმზ განი
მახიობი როლი
ჰენრი კევილი სუპერმენი/კარლ კენტი/კალ-ელი
ემი ადამსი ლუის ლეინი
რასელ კროუ ჯორლ-ელი
მაიკლ შენონი გენერალი ზოდი
ბენ აფლეკი ბეტმენი/ბრიუს უეინი
გალ გადოტი ქალი საოცრება/დიანა პრინსი
ჯესი აიზენბერგი ლექს ლუთორი
ჯეი კორტნი კაპიტანი ბუმერანგი
ჯერედ ლეტო ჯოკერი
უილ სმითი დედშუტი
მარგო რობი ჰარლი კუინი
ჯერემი აირონსი ალფრედ პენიუორთი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. What Should The DCEU Be Called Now? (September 30, 2017).
  2. 'Batman v Superman': First look at EW's super cover (July 1, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 17, 2017. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 25, 2017.
  3. Riesman, Abraham. (September 29, 2017) THREAD: I have a fun thing I learned about the term “DC Extended Universe” while reporting this story:http://www.vulture.com/2017/09/dc-wonder-woman-movie-strategy-universe.html ….
  4. Nathan, Ian. „They Are Legend“. Empire. Bauer Media Group (September 2015): 77–89 (80 for cited material).
  5. Owens, Jeremy. (July 26, 2015) 'Batman V Superman' Empire Cover Revealed; Zack Snyder On The DCEU. Screen Rant. ციტირების თარიღი: July 31, 2015.
  6. Strauss, Bob. (November 15, 2017) Joss Whedon brought 'own flavor' to 'Justice League' after Zack Snyder left. ციტირების თარიღი: June 27, 2018
  7. Kit, Borys. (May 20, 2020) "It Will Be an Entirely New Thing": Zack Snyder's $20M-Plus 'Justice League' Cut Plans Revealed. ციტირების თარიღი: May 20, 2020
  8. Kroll, Justin. პეტი ჯენკინსი Closes Deal to Direct ‘ქალი საოცრება’ Sequel (EXCLUSIVE). Variety. ციტირების თარიღი: 11 September 2017.
  9. Kit, Borys. 'The Expendables' Writer Joins პეტი ჯენკინსი, ჯეფ ჯოუნსი to Write 'ქალი საოცრება 2' (EXCLUSIVE). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 September 2017.
  10. Kroll, Justin. პეტი ჯენკინსი Closes Deal to Direct ‘ქალი საოცრება’ Sequel (EXCLUSIVE). Variety. ციტირების თარიღი: 12 September 2017.
  11. Gonzalez, Umberto. (December 16, 2021) Warner Bros. Sets 'Blue Beetle' Release in August 2023. ციტირების თარიღი: December 16, 2021