შინაარსზე გადასვლა

Her Majesty (სიმღერა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Her Majesty“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Abbey Road
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი, 1969
ჩაიწერა 2 ივლისი, 1969, EMI, ლონდონი
ჟანრი მიუზიკ-ჰოლი,[1] ხალხური მუსიკა[2]
ხანგრძლივობა 0:23
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ლენონი–მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი

Her Majesty“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ამ სიმღერების ავტორებად მითითებული არიან ლენონი–მაკ-კარტნი. ეს არის ირონიული ხასიათის მიუზიკ-ჰოლის ჟანრის სიმღერა.[1] მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიცა ჯგუფის სახელით, მისი ერთადერთი შემსრულებელია თავად პოლი. „Her Majesty“ არის ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც იწყება „The End“-ის დასრულებიდან 14 წამის შემდეგ, მაგრამ ორიგინალური გამოცემის გარეკანზე მითითებული არ არის.

სიმღერაში ავტორი და შემსრულებელი ხუმრობით საუბრობს დედოფალზე, გამოხატავს რა სურვილს: „ოდესმე ის ჩემი გახდება“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ევერეტი 1999, p. 271.
  2. Allmusic-ის მიმოხილვა, „ოდნავ თავხედური ხალხური სიმღერა“