In Your Own Time — ჯგუფ Take That-ის ვოკალისტ მარკ ოუენის მეორე სოლო ალბომი. იგი გამოვიდა 2003 წლის 3 ნოემბერს. ალბომის პოპულარობის გამო წინა ჩანაწერი, Green Man ხელახლა გამოიცა, ხუთი დამატებითი სიმღერით.
In Your Own Time-იდან გამოვიდა სინგლები "Four Minute Warning" და "Alone Without You". ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის 17.805 ასლი. მიუხედავად წარმატებისა, ჩარტში ალბომმა მხოლოდ 59-ე პოზიცია დაიკავა - 26 ადგილით ნაკლები, ვიდრე წინამორბედმა[4].