Main Theme
„Main Theme“ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | |||||||||||||
ალბომიდან More | |||||||||||||
A-მხარე |
The Nile Song (იაპონია) [1] | ||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 27 ივლისი 1969 | ||||||||||||
ჩაიწერა | მარტი 1969 | ||||||||||||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი, ინსტრუმენტული როკი | ||||||||||||
ხანგრძლივობა | 5:20 | ||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia Records | ||||||||||||
ავტორ(ებ)ი |
როჯერ უოტერსი რიჩარდ რაიტი დეივიდ გილმორი ნიკ მეისონი | ||||||||||||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | ||||||||||||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||||
)
|
„Main Theme“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ინსტრუმენტული კომპოზიცია ალბომიდან More.[2][3] გამოვიდა, როგორც სინგლის „The Nile Song“ b-მხარე.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიცია იწყება გონგის ხმაურით, რომელიც მთელი ხუთი წუთისა და 20 წამის განმავლობაში მიჰყვება ნომერს. დაახლოებით 00 წთ 30 წამზე ძლიერდება ორგანის ხმა, რომელიც ქრება 1 წთ 12 წამზე და ადგილს უთმობს დასარტყმელი საკრავებისა და ბას გიტარის მძლავრ სეკვენციას, რომელიც ჰგავს სიმღერას Let There Be More Light, თუმცა უფრო ნელი ტემპით სრულდება. 1 წთ 20 წამზე მატულობს სინთეზატორის ხმა და ჟღერს ნოტების თავისუფალი თანმიმდევრობა, ხოლო 2 წთ 10 წამზე ორგანიდან გაისმის მელოდიური ნოტები. სინთეზატორის ხმა გატარებულია სპეციალურ ხმოვან ფილტრში ვა ვა. ამასობაში სლაიდ გიტარაზე სრულდება კომპოზიციის ცენტრალური ნაწილის რამდენიმე ნოტი.
დეტალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]CD-ზე ნიკ მეისონის სახელი გარკვეული პერიოდით ამოღებული იყო თანაავტორების სიიდან.
1970 წელს კომპოზიცია რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე, ერთხელ - 14 წუთის ხანგრძლივობით.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როჯერ უოტერსი - ბას გიტარა, ხმის ეფექტები, გონგი
- რიჩარდ რაიტი - კლავიშები
- დეივიდ გილმორი - სლაიდ გიტარა
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები და პერკუსია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.pinkfloyd.com/music/singles.php
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|