შინაარსზე გადასვლა

Pablo Honey

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pablo Honey
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 22 თებერვალი, 1993
ჩაიწერა სექტემბერი – ნოემბერი 1992
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 42:11
ლეიბლი
პროდიუსერი
Radiohead — ქრონოლოგია
Drill
(1992)
Pablo Honey
(1993)
My Iron Lung
(1994)
სინგლები ალბომიდან Pablo Honey
  1. „Creep“
    გამოცემის თარიღი: 21 სექტემბერი, 1992
  2. „Anyone Can Play Guitar“
    გამოცემის თარიღი: 1 თებერვალი, 1993
  3. „Stop Whispering“
    გამოცემის თარიღი: 5 ოქტომბერი, 1993

Pablo Honey — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული ბრიტანეთში 1993 წლის 22 თებერვალს Parlophone Records-ის, ხოლო აშშ-ში – Capitol Records-ის მიერ. ალბომის პროდიუსერები არიან შონ სლეიდი და პოლ კ. კოლდერი. იგი ჩაიწერა Chipping Norton Recording Studios-ში და Courtyard Studio-ში, ოქსფორდშირში, 1992 წლის სექტემბერ-ნოემბერში. ალბომის სახელწოდება მომდინარეობს Jerky Boys-ის სატელეფონო ხუმრობიდან, რომელშიც პიროვნება, რომელიც რეკავს, მსხვერპლს მიმართავს „Pablo, honey? Please come to Florida!“ (ქართ. პაბლო, ძვირფასო. ფლორიდაში ჩამოდი). ამ ჩანაწერის ნაწყვეტი ჟღერს სიმღერაში „How Do You?“.

კრიტიკოსებმა ალბომი ძირითადად კეთილგანწყობით შეაფასეს, თუმცა ზოგმა არ მოიწონა გრანჟის ჟღერადობა, ხოლო რამდენიმე სიმღერას დაუსრულებელი უწოდა. ალბომი ხშირად ჯგუფის სხვა ნაშრომებთან მიმართებაში უფრო უარყოფითად განიხილება, თუმცა რეტროსპექტიული მიმოხილვები მას დადებითად აფასებენ. ალბომიდან გამოიცა სამი წარმატებული სინგლი - „Anyone Can Play Guitar“, „Stop Whispering“ და, შესაძლოა, წამყვან რადიოეთერში ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა, „Creep“. Pablo Honey ბრიტანეთის ალბომების ჩარტში #22 პოზიციამდე ავიდა და ამ და სხვა ქვეყნებში პლატინის სტატუსით აღინიშნა.

ყველა სიმღერის ავტორები - Radiohead, გარდა მითითებულისა.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„You“3:29
2.„Creep“ (Radiohead, ალბერტ ჰემონდი და მაიკ ჰელზვუდი[1])3:56
3.„How Do You?“2:12
4.„Stop Whispering“5:26
5.„Thinking About You“2:41
6.„Anyone Can Play Guitar“3:38
7.„Ripcord“3:10
8.„Vegetable“3:13
9.„Prove Yourself“2:25
10.„I Can't“4:13
11.„Lurgee“3:08
12.„Blow Out“4:40
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[2] ოქრო 35 000^
კანადა (Music Canada)[3] 2× პლატინა 200 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[4] 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[5] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. Wardle, Ben. "Get off Coldplay's case – similar songs can co-exist peacefully". Guardian.co.uk. 12 May 2009. Retrieved on 22 September 2010.
  2. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2001 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  3. Canadian album certifications – Radiohead – PABLO HONEY. Music Canada.
  4. British album certifications – Radiohead – PABLO HONEY. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ PABLO HONEY ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  5. American album certifications – Radiohead – PABLO HONEY. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH