Voyage 34: The Complete Trip — ბრიტანულიპროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს კრებული. მასში შეტანილია კომპოზიციები, ჩაწერილი 1992–1993 წლებში. ალბომში გამოიცა 2000 წელს, ხოლო ხელმეორედ — 2004 წელს.
ალბომი წარმოიშვა კომპოზიციიდან „Voyage 34“, რომელიც ჯგუფის ალბომ Up the Downstair-ში უნდა შეეტანათ. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც 30-წუთიანი ნომერი, რომელიც ორმაგი ალბომის მეორე დისკად უნდა ქცეულიყო. სტივენ უილსონმა გადაწყვიტა მისი ალბომისგან დამოუკიდებლად გამოცემა. იგი სინგლებზე „Voyage 34 (Phase 1)“ და „Voyage 34 (Phase 2)“, 1992 წელს გამოჩნდა. 1993 წელს გამოვიდა Voyage 34: Remixes, ორიგინალური კომპოზიციების ორი რემიქსით. „Voyage 34 (Phase 3)“ იყო ბრიტანულ ჯგუფ Astralasia-ს მიერ მომზადებული რემიქსი, ხოლო „Voyage 34 (Phase 4)“ თავად უილსონმა ჩაწერა. დუეტ Dead Can Dance-ის სიმღერის „As the Bell Rings the Maypole Spins“ ნაწყვეტი, ხმის სახით, მეორდება კრებულის ოთხივე კომპოზიციაში.
Voyage 34: The Complete Trip-ში შეტანილია ოთხივე „ფაზა“. კონცეპტუალურად, იგი ეძღვნება LSD-ს უარყოფით ეფექტებს და ანტინარკოტიკულ ტონს ატარებს, ისევე, როგორც ორიგინალური ფირი, რომელზეც ჩაწერილი იქნა ერთ-ერთი პიროვნების 1960-იანი წლების მოგონებები.