აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Azərbaycan Demokratik Respublikası | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა სადავო ტერიტორიების ჩათვლით | |||||||||
დედაქალაქი | განჯა, ბაქო | ||||||||
ენა | აზერბაიჯანული | ||||||||
რელიგია | ისლამი | ||||||||
ფართობი | 99 908,87 კმ² (1918 წელს) | ||||||||
მოსახლეობა | 2 862 000 (1920 წელს) | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | აზერბაიჯანი სომხეთი | ||||||||
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti; სპარს. آذربایجان دمکراتیک جمهوریتی) — აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო 28 მაისი 1918 — 28 აპრილი 1920 წწ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტფილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, იმავე დარბაზში.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წინამორბედი იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის აპრილ-მაისში არსებობდა და მალევე დაიშალა მასში შემავალი სუბიექტების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ინტერესთა შეუთანხმებლობის გამო.
1920 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა წითელმა არმიამ დაიპყრო და სოციალისტური მმართველობა დაამყარა. მოგვიანებით აზერბაიჯანი ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წელს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა შეთავაზებული იყო სახელწოდება „აღმოსავლეთ და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა“. ამ სახელწოდებას შეეწინააღმდეგა პარტია „მუსავათი“. პარტიის დაჟინებით დამტკიცდა სახელწოდება „აზერბაიაჯნის დემოკრატიული რესპუბლიკა“[1].
სახელმწიფო სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 9 ნოემბერს მთავრობის თავმჯდომარის ფათალი ხან ხოისკის მოხსენების საფუძველზე დამტკიცდა დროშა, რომელიც შედგება ჰორიზონტალური თანაბარი ლურჯი, წითელი და მწვანე ზოლებისაგან, რომლის ცენტრში თეთრი ნახევარმთვარე და 8-წახნაგოვანი ვარსკვლავია. თავის გამოსვლაში ხოისკიმ განაცხადა, რომ ნახევარმთვარე ისლამის სიმბოლოა, 8-წერტილიანი ვარსკვლავი მიუთითებს სახელწოდება „აზერბაიჯანის“ 8 ასოზე (არაბული ანბანის მიხედვით)[2].
1918 წლის 10 დეკემბერს გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოაქვეყნდა სტატია მამედ ემინ რასულზადესი, რომელშიც ნათქვამია, რომ სამი ფერის დროშა „არის სიმბოლო თურქული ეროვნული კულტურის, თანამედროვე ევროპული დემოკრატიისა და ისლამური ცივილიზაციის“[3].
1990 წლის 17 ნოემბერს სამი ფერის აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა დაამტკიცეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნულ დროშად და 1991 წლის 5 თებერვალს - დაამტკიცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ დროშად[4].
1920 წლის 30 იანვარს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია. გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ჰიმნის, სახელმწიფო გერბისა და ბეჭდვითი ორგანოს წარდგენის მიზნით. თუმცა, 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შედეგად, გერბი მიღებულ არ იქნა.
მოკლე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვებით, აზერბაიჯანის ეროვნული მოძრაობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. იგი გადის პოლიტიკური ამოცანების ხელშეწყობისა და გადაწყვეტისაკენ, დაუყოვნებელი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების მიზნით. იმ მომენტისათვის ქვეყანაში დომინანტურ პოზიციაზეა პარტია „მუსავათი“, რომელიც შეიქმნა 1911 წელს. შექმნის დღიდან მისი მიზანი იყო ქვეყნის თვითგამორკვევის პრინციპის დაცვა.
1917 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბაქოში გაიმართა პარტია „მუსავათის“ პირველი ყრილობა, რომელმაც განსაზღვრა ორგანიზაციის ტაქტიკა და სტრატეგია მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში და მიიღო ახალი პროგრამა. კონგრესის მუშაობის დროს მიღებული იქნა შეტყობინება დროებითი მთავრობის დამხობისა და რუსეთში ბოლშევიკების ძალაუფლებაში მოსვლის შესახებ. ამიერკავკასიის ნაწილს მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც დაარსდა 1917 წლის 11 ნოემბერს. ამიერკავკასიის მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევგენი გეგეჭკორი, წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის სამი წარმომადგენელი - ფათალი ხან ხოისკი, მ. ჯაფაროვი და ხ. ხასმამედოვი.
1918 წლის 23 თებერვალს ტიფლისში გაიხსნა ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანო - ამიერკავკასიის სეიმი. სეიმის შემადგენლობაში იყვნენ ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატები. სეიმის აზერბაიჯანული ფრაქცია შედგებოდა 44 დეპუტატისგან.
1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასია გამოცხადდა დამოუკიდებელ ფედერალურ რესპუბლიკად და 26 აპრილს ამიერკავკასიის ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. ამ მთავრობის შემადგენლობაში შედიოდა აზერბაიჯანის 5 წარმომადგენელი: ფატალი ხან ხოისკი (იუსტიციის მინისტრი), ხ. მელიქ-ასლანოვი (რკინიგზის მინისტრი), ნასიბ ბეგ იუსუბბეილი (განათლების მინისტრი), მ. გაჯინსკი (მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი) და ი. ჰეიდაროვი (სახელმწიფო კონტროლის მინისტრი).
1918 წლის 26 მაისს, ქართველების ინიციატივით, გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმის თვითდათხოვნა. იმავე დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
27 მაისს ამიერკავკასიის სეიმის მუსულმანურმა ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და მას აზერბაიჯანის დროებითი ეროვნული საბჭო ეწოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა მომავალ საპარლამენტო რესპუბლიკას. ამ შეხვედრაზე არჩეულ იქნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი და თავმჯდომარე, რომელიც იყო მამედ ემინ რასულზადე. 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა[5][6].
1918 წლის 4 ივნისს თურქეთსა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმდა შეთანხმება მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ, რამაც ახალგაზრდა რესპუბლიკა მტრებისგან დაიცვა.
1918 წლის 16 ივნისს აზერბაიჯანის მთავრობა ტიფლისიდან განჯაში გადავიდა.
1918 წლის 27 ივნისს აზერბაიჯანული ენა გამოცხადდა ადრ-ის სახელმწიფო ენად.
1918 წლის 24 ივნისის მთავრობის დადგენილებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ დროშად აღიარებულ იქნა წითელი ფერის დროშა, რომელზეც გამოსახული იყო ნახევარმთვარე და 8-წახნაგოვანი ვარსკვლავი. 1918 წლის 9 სექტემბერს ეს დროშა შეიცვალა ტრიკოლორით, რომელიც შედგება ლურჯი, წითელი და მწვანე ზოლებისგან, რომლის ცენტრშია თეთრი ფერის ნახევარმთვარე და 8-წახნაგოვანი ვარსკვლავი (აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფო დროშა).
1920 წლის 27 აპრილს XI წითელი არმიის ნაწილი აზერბაიჯანის საზღვარზე გადმოვიდა და 28 აპრილს ბაქოში შევიდა. საბჭოთა რუსეთის ინტერვენციის შედეგად აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა[6].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991), 1992 წლიდან 28 მაისი აღინიშნება, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე.
სახელმწიფო და პოლიტიკური მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 19 ნოემბერს მიღებული იქნა კანონი აზერბაიჯანის პარლამენტის ფორმირების შესახებ. 7 დეკემბერს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი თავდაპირველად გახსნა 97 დეპუტატით. პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ალიმარდან ბეგ თოფჩიბაშევი.
1919 წლის ბოლოს 96 დეპუტატი გადანაწილდა შემდეგ ფრაქციებში: „მუსავათი“ - 28, „ითთიხადი“ - 13, „ეხრარი“ - 6, „სოციალისტური ბლოკი“ - 8, „გუმმათი“ - 5, არაპარტიული - 18, „სლავურ-რუსული საზოგადოება“ - 3, „ეროვნული უმცირესობები“ - 4,“სომხური ფრაქცია“ - 5, „დაშნაკტუციუნი“ - 6 ადამიანი.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკლარირებული ტერიროტიების ფარგლებში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა იყოფოდა ბაქოს, განჯისა და ზაქათალის გუბერნიებად, ასევე ყარაბაღის გენერალურ გუბერნიად. თითოეული მათგანი იყოფოდა მაზრებად[7]. გუბერნიების სათავეებში იდგნენ გუბერნატორები, ხოლო მაზრების სათავეებში - მაზრების გამგებლები.
1919 წლის 28 თებერვალს ადრ-ის მთავრობამ შექმნა ნახიჩევანის გენერალური გუბერნია. 29 ოქტომბერს მისი უფროსი გახდა ამერიკული არმიის პოლკოვნიკი ედმუნდ დელი[8].
გუბერნატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალიარ-ბეგ ჰაშიმბეკოვი - ზაქათალის გუბერნიის გუბერნატორი
- ხუდადათ-ბეგ რაფიბეკოვი - განჯის გუბერნიის გუბერნატორი
- იბრაჰიმ აღა ვექილოვი - განჯის გუბერნიის გუბერნატორი
მაზრების გამგებლები.
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალიარ-ბეგ ჰაშიმბეკოვი - ნახიჩევანის გენერალ-გუბერნატორი
- ს. ჯამილინსკი - ნახიჩევანის გენერალ-გუბერნატორი
- ჯავად-ბეგ მელიქ-ეგანოვი - ლენქორანის მაზრის გენერალ-გუბერნატორი
- ი. მურადოვი - განჯისა და შემდგომ ყაზახის გენერალ-გუბერნატორი
- ბაჰრამ ხან ნახიჩევანსკი - ნახიჩევანის გენერალ-გუბერნატორი
- ხოსროვ ბეგ სულთანოვი - შუშის, ჯევანშირის, ჯებრაილისა და ზანგეზურის მაზრების დროებითი გენერალ-გუბერნატორი
- ამირ ხან ხოისკი - ყაზახისა და შემდგომ გუბის გენერალ-გუბერნატორი
საშინაო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა მესამე მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით:
- მინისტრის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი - ფათალი ხან ხოისკი
- შინაგან საქმეთა მინისტრი - ხ. ხასმამედოვი
- ფინანსთა მინისტრი - ი. პროტასოვი
- რკინიგზისა და სარწმუნოების მინისტრი - ნასიბ ბეგ იუსუბბეკოვი
- ფოსტის, ტელეგრაფისა და შრომის მინისტრი - ა. საფიკურდსკი
- სოფლის მეურნეობის მინისტრი - ხოსროვ ბეგ სულთანოვი
- სამხედრო მინისტრი - სამედბეგ მეხმანდაროვი
- სოციალური კეთილდღეობის მინისტრი - რ. ხოისკი
- სახალხო ჯანმრთელობის მინისტრი - ე. გინდესი
- სურსათის მინისტრი -კ. ლიზგარ
- ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - მ. ასადულაევი (კონტრლიორი მ. გაჯინსკი).
1919 წლის 8 იანვარს მიღებული იქნა კანონი „პოლიტიკური ამნისტიის შესახებ“[9]. 15 იანვარს შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მარტში, ფ. ხოისკის კაბინეტი გადადგა. 14 აპრილს, ახალი (მეოთხე) კაბინეტი გამოცხადდა შემდეგი შემადგენლობით:
- მინისტრის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი - ნ. იუსუბბეკოვი
- ფინანსთა მინისტრი - ალი აღა ჰასანოვი
- ვაჭრობისა და მრეწველობის მინისრტი - აღა ამინოვი
- საგარეო საქმეთა მინისტრი - მ. ჯაფაროვი
- რკინიგზის მინისტრი - ხ. მელიქ-ასლანოვი
- ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი - ჯ. გაჯინსკი
- იუსტიციისა და შრომის მინისტრი - ა. საფიკურდსკი
- სამხედრო მინისტრი - ს. მეხმანდაროვი
- ჯანმრთელობის მინისტრი - ა. დასტაკოვი
- განათლებისა და სარწმუნოების მინისტრი - რაშიდ ხან კაპლანოვი
- სოფლის მეურნეობის მინისტრი - ასლან კარდაშევი
- კონტროლის მინისტრი - ნ. ნარიმანბეკოვი
11 ივნისს შეიქმნა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი[10].
11 ივნისს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა საომარი კანონი[11].
11 აგვისტოს მიღებულ იქნა კანონი „აზერბაიჯანის მოქალაქეობის შესახებ“[12].
18 აგვისტოს პარლამენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სასაზღვრო საბაჟო დაცვის შექმნის შესახებ“, რომელიც შედგებოდა 8 სტატიისგან.
1919 წლის 24 აგვისტოს ბაქოდან ბრიტანეთის ჯარის ევაკუაცია დაიწყო.
საგარეო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში. ეს დელეგაცია შეიქმნა აზერბაიჯანის ინტერესების დაცვის მიზნით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დელეგაციის თავმკდომარე - ა.თოფჩიბაშევი; წევრები - მ. გაჯინსკი („მუსავათი“), ა. აღაევ (უპარტიო), ა. შეიხულისლამოვი (ჰუმმეთი); მრჩეველები - მ. მაჰარამოვი (სოციალისტი), მ.მირმეხტიევი („ითთიხადი“), ჯ. ჰაჯიბეკოვი („მუსავათი“); თანამშრომლები - ა. ჰუსეინზადე (უპარტიო), ვ. მარჩევსკი (უპარტიო); მდივნები - ს. მელიკოვი და ა. თოფჩიბაშევი; თარჯიმნები - ა. გაფაროვი (ფრანგული ენა), გ. გაფაროვ (ინგლისური ენა), გ. მამედოვი (ფრანგული და თურქული ენები); თავმჯდომარის პირადი მოადგილე - რ. თოფჩიბაშევი. დელეგაციის მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრული და უპირობო დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც სუვერენული სახელმწიფო[13].
19 აგვისტოს დაიდო ანგლო-ირანული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ირანმა უარი განაცხადა აზერბაიჯანისადმი ტერიტორიული მოთხოვნების თაობაზე.
1920 წლის 11 იანვარს, პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეების უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, აზერბაიჯანის დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა[14].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფულადი ერთეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ვალუტა რუბლი იყო. 1918 წლის 19 იანვარს ბაქოს მთავრობამ დაიწყო ე.წ. „ბაქოს ფულის“ გამოშვება. ეს იყო პირველი ქაღალდის ფული პოსტ-რევოლუციური ამიერკავკასიაში. იმავე წლის თებერვალში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონების გამოცემა. მისი ბრუნვა 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.
1918 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყო ბონების ემისია ამიერკავკასიაში. 1919 წლის სექტემბერში შეიქმნა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკი, რომელმაც დაიწყო ბანკნოტების გამოშვება. ეს პროცესი გრძელდებოდა 1920 წლამდე. გამოიცა ბაკნოტები 25, 50, 100, 250 და 500 რუბლის ნომინალით. ამ ბანკნოტებზე აზერბაიჯანულად, რუსულად და ფრანგულად ეწერა „აზერბაიჯანის რესპუბლიკა“.
1920 წლის აპრილში, დაიწყო აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქაღალდის ფულის გამოცემა, რომელიც 1923 წლის იანვრამდე გაგრძელდა. წინა ფულადი ერთეულები გაუქმდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- CNN on Azerbaijan Democratic Republic
- Account of British Force in Baku დაარქივებული 2007-08-31 საიტზე Wayback Machine.
- Gasimov, Zaur: The Caucasus, European History Online, Mainz: Institute of European History, 2011, retrieved: November 18, 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Richard G. Hovannisian. Armenia on the Road to Independence. 1918. Los-Angeles. 1967. p. 189.
- ↑ Государственный флаг Азербайджанской Республики
- ↑ Похлёбкин В. В. Международная символика и эмблематика. М.: Международные отношения. — 1989, С.236 ISBN 5-9524-1354-4
- ↑ Азербайджанская Республика 1918-1920
- ↑ Протоколы заседаний мусульманских фракций Закавказского Сейма и Азербайджанского Национального Совета 1918 г. — Баку, 2006, с.117-119
- ↑ 6.0 6.1 Краткая история Азербайджанской Демократической Республики (1918-1920 гг.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-02. ციტირების თარიღი: 2022-01-06.
- ↑ История Азербайджана. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1963. — Т. 3, часть 1. — С. 171.
- ↑ История Азербайджана. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1963. — Т. 3, часть 1. — С. 205.
- ↑ Азербайджанская Демократическая Республика (1918―1920). Законодательные акты. (Сборник документов). — Баку, 1998, с. 19—20
- ↑ Азербайджанская Демократическая Республика (1918―1920). Законодательные акты. (Сборник документов). — Баку, 1998, с. 325
- ↑ Азербайджанская Демократическая Республика (1918―1920). Армия. (Документы и материалы). Баку, 1998, с. 105—108
- ↑ Азербайджанская Демократическая Республика (1918―1920). Законодательные акты. (Сборник документов). — Баку, 1998, с. 95—98
- ↑ Айдын Балаев. Азербайджанское национально-демократическое движение: 1917-1920 гг.. — Элм, 1990. — С. 44. — 95 с.
- ↑ Азербайджанская Демократическая Республика (1918―1920). Парламент. (Стенографические отчеты). Баку, 1998, с.851-858
|
|