შინაარსზე გადასვლა

ყაზახეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახეთის რესპუბლიკა
Қазақстан Республикасы
Республика Казахстан
ყაზახეთი
ყაზახეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Менің Қазақстаным
Meniñ Qazaqstanım
My Kazakhstan

ყაზახეთის მდებარეობა
დედაქალაქიასტანა
51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. / 51.167° ჩ. გ. 71.500° ა. გ. / 51.167; 71.500
უდიდესი ქალაქი ალმათი
ოფიციალური ენა
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი
 -  პრ.-მინისტრის მ/შ ალიჰან სმაილოვი
ფართობი
 -  სულ 2 724 900 კმ2 (მე-9)
 -  წყალი (%) 1,7
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 16 967 000[1] (61-ე)
 -  2013 აღწერა 17 004 800 
 -  სიმჭიდროვე 5,94 ად კაცი/კმ2 (224-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $231.787 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $13,892[2] 
აგი (2013) 0.754[3] (მაღალი) (69-ე)
ვალუტა ტენგე (KZT)
დროის სარტყელი UTC+05:00 და UTC+06:00
ქვეყნის კოდი KAZ
Internet TLD .kz
სატელეფონო კოდი +7-6xx, +7-7xx

ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • მშობლიური: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ყაზახეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.

  • სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი (2019 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]

ყაზახეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ოლქი/ქალაქი მოსახლეობა[7] ფართობი
კმ²
ადმ. ცენტრი
ასტანა 1 195 900 797,33 ასტანა
ალმათი 1 918 109 682 ალმათი
შიმქენთი 1 086 500 1162,8 შიმქენთი
ყიზილორდის ოლქი 818 000 226 019 ყიზილორდა
ალმათის ოლქი 2 083 700 223 911 თალდიყორღანი
აკმოლის ოლქი 735 239 146 219 ქოქშეთაუ
აქტობეს ოლქი 897 600 300 629 აქტობე
ატირაუს ოლქი 660 059 118 631 ატირაუ
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი 662 600 151 339 ურალსკი
ყარაღანდის ოლქი 1 375 800 427 982 ყარაღანდა
კოსტანაის ოლქი 863 290 196 001 კოსტანაი
მანგისთაუს ოლქი 165 642 724 700 აქთაუ
თურქესტანის ოლქი 2 049 700 116 280 თურქესტანი
პავლოდარის ოლქი 750 323 124 755 პავლოდარი
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი 1 362 700 283 226 ოსკემენი
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი 542 500 97 993 პეტროპავლი
ჟამბილის ოლქი 1 141 800 144 264 ტარაზი
ყაზახი მამაკაცი ცხენზეით და არწივით

ყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობისა — 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Monthly official estimate. Eng.stat.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2013-05-31.
  2. 2.0 2.1 Kazakhstan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2013-04-17.
  3. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 15 November 2011.
  4. Agency of Statistics of the Republic of Kazakhstan (ASRK). 2005. Main Demographic Indicators. Stat.kz. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  5. Географическое положение, природные условия
  6. Международное Соглашение между Российской Федерацией и Республикой Казахстан о статусе города Байконур, порядке формирования и статусе его органов исполнительной власти от 23 декабря 1995 года, статья 1, пункт 1.
  7. Об изменении численности населения Республики Казахстан с начала 2020 года до 1 августа 2020 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
  8. Перепись населения Республики Казахстан 2009 года. Краткие итоги. (Census for the Republic of Kazakhstan 2009. Short Summary) Russian. Republic of Kazakhstan Statistical Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 10 December 2010.