ანა ბუჩუკური
ანა ბუჩუკური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1990 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (ყოფილი) საქართველოსთვის |
ანა ბუჩუკური (დ. 5 აპრილი, 1990[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახური) უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2009-2010 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკანტი. 2011 წელს იყო სსპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. 2011-2012 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2012-2014 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი. 2014-2015 წლებში იყო სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2014 წლიდან არის „ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი. 2015-2017 წლებში იყო სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი. 2017 წელს იყო ეკონომიური და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 2017-2018 წლებში იყო შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2018-2019 წლებში იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2020 წელს იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი. 2020 წელს იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
სამეცნიერო ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და მისი ნორმატიული გამოყენების შესაძლებლობა“; GiZ-ის „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“; 2014.
- „საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა - ძირითადი კანონის მეტაიურიდიული თუ ნორმატიული ნაწილი?“; სამაგისტრო ნაშრომი; თსუ; 2013.
- „ბიკამერალიზმის დილემები“; კ. ყურაშვილი, კ. ჩოკორაია, ა. ბუჩუკური; კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის მეცხრე გამოცემა; ბათუმი; 2011.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანა ბუჩუკური — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.