შინაარსზე გადასვლა

ირაკლი კობახიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 თებერვალი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი, 2021 – 24 იანვარი, 2024
წინამორბედიბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2019 – 19 თებერვალი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ვოლსკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019[1]
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე
წინამორბედიდავით უსუფაშვილი
მემკვიდრეარჩილ თალაკვაძე[2]

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 20 თებერვალი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული25 სექტემბერი, 1978 (1978-09-25) (46 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მამაგიორგი კობახიძე
დედათამარ ზაალიშვილი
მეუღლენატალია მოწონელიძე
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2000)
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (2005)
სამეცნიერო ხარისხიფილოსოფიის დოქტორი
პროფესიაიურისტი
პოლიტიკოსი
ხელმოწერა

ირაკლი კობახიძე (დ. 25 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, ლექტორი, პროფესორი და პოლიტიკოსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 8 თებერვლიდან. საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე.[3] პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდე. 2024 წლის 1 თებერვლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი. სამართლის დოქტორი.

ბიოგრაფია

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995–2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002–2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში, [4] 2000–2001 წლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006–2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. 2009 წელს გამოიცა კობახიძის მხატვრული ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში“. [5] [6] 2011-2012 წლებში საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. ამავე წლებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.

2015 წლის 26 იანვარს კობაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა. კახა კალაძემ მისი თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა რომ 2012 წელს კობახიძე „ქართული ოცნების“ საზოგადობრივ სამუშაოებზე მუშობდა და პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. [7] თავად კობახიძემ წარდგენისას განაცხადა:

ვიკიციტატა
„როდესაც შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“, ჩართული ვიყავი ანალიტიკურ მუშაობაში, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის შემდგომ მქონდა მუდმივი კონსულტაციები სხვადასხვა ინტენსივობით პარტიასთან“

[8]

ირაკლი კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად, განახორციელა შიდაპარტიული რეფორმები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი; 18 დეკემბერი, 2017

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი. 2016 წლის არჩევნებისთვის კობახიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-3 ნომრად წარადგინეს [9]. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.[10] 2016 წლის 29 დეკემბერს კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. [11] 2017 წლის 16 იანვარს კობახიძის ბრძანებით შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. [12]

2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.[13] ვენეციის კომიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გაწეული სამუშაოსთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხდა. მისი შეფასებით კობახიძემ „შრომითა და თავდადებით“ ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად. [14] 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

2017–2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 2017 წლის ნოემბერში მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.[15]

ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიქმნა საქართველო-უკრაინა-მოლდოვისა და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეები, დაიდო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტთან.[16] 2017 წლის 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკისთან და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. [17] 2018 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე და ლაატვის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე აწერენ.[18] 2018 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. [19] 2019 წლის 28 მარტს საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა მოაწერეს ხელი. [20]

2018 წლის 14 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა მიმოწერა, რომელშიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების“ წევრთა ჩატი იყო. წერილები ასახავდა დაპირისპირებას ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშილს შორის. [21] 2018 წლის 15 აპრილს აღნიშნულთა დაკავშირებულ კითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა რომ კობახიძესა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს. [22]

2019 წლის 15 თებერვალს კობახიძე გამოეხმაურა TBC ბანკის მფლობელების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულ გამოძიებას და განაცხადა რომ საკითხი წმინდად სამართლებრივია, რის გამოც „პოლიტიკურ ქვეტექსტზე“ ვერ ისაუბრებს. [23]

მისი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.[24] 2018 წლის 20 ივნისს კობახიძე იყო ერთ-ერთი იმ 99 დეპუტატს შორის რომლებმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და მისი სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი. [25]

2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.[26][27] ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. კახა კალაძის თქმით კობახიძის მხრიდან გადადგომა „ღირსეული ნაბიჯი“ იყო, [28] ბიძინა ივანიშვილის შეფასებით კი კობახიძე ამ გადაწყვეტილებით „გუნდს გადაეფარა“. [29]

მე-10 მოწვევის პარლამენტი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა.[30] იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020–2024) პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“[31] და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი[32]. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი (2020–2022),[33] აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.[34] წინასაარჩევნო პერიოდში კობახიძემ კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხა. [35]

2020 წლის 29 ოქტომბერს კოხახიძე გამოეხმაურა IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი (სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი და ლევან კობიაშვილი) არჩევნებს აგებდა და განაცხადა რომ თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ვერ მოახერხებდა გამარჯვებას პოლიტიკას დატოვებდა. [36] 2020 წლის 30 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა სია, რომელშიც მისი თქმით ის ადამიანები შედიოდნენ ვინც არჩევნებზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა, მათ შორის იყვნენ: დევი ჭანკოტაძე, ვანო მერაბიშვილი და დიმიტრი შაშკინი. [37] 2020 წლის 5 ნოემბერს კობახიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დაიკითხა, სადაც მისი თქმით სუს-ს ინფორმაცია მიაწოდა „რევოლუციური სცენარის“ შესახებ. [38]

2020 წლის 24 დეკემბერს იყო ერთ-ერთი იმ 85 დეპუტატს შორის რომლებმაც გიორგი გახარიას მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [39]

2021 წლის 11 იანვარს ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 16 იანვარს კობახიძე აირჩიეს „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ.[40] კობახიძეს მხარი პარტიის ყრილობაზე შეკრებილმა 400-მდე დელეგატმა დაუჭირა. [41]

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დააჯილდოვა თავისუფლების საპარლამენტო ორდენით.[42] დაჯილდოვებისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

ვიკიციტატა
„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს“

[43]

2021 წლის 22 თებერვალს იყო ერთ-ერთი იმ 89 დეპუტატს შორის რომლებმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [44]

კობახიძე ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს.[45][46] იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. [47]

2021 წლის 23 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ოფისთან კობახიძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის დაპირსპირება მოხდა. [48] კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გაკეთბულ განცხადებას „მეტისმეტად რბილი“ უწოდა და დასძინა, რომ ამ ტიპის განცხადება ნიკა მელიას „შესაძლოა შემდგომი პროვოკაციებისთვის მწვანე შუქის ანთებად“ გაეგო. [49] 2021 წლის სექტემბერში კობახიძემ რამოდენიმეჯერ განაცხადა რომ გიორგი გახარიას ჰქონდა შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთნ [50] და მას „კოკაინშიკი“ უწოდა, [51] რის საპასუხოდაც პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა განცხადებით, დაწყებულიყო გამოძიება კობახიძის განცხადებების შესახებ. [52]

2022 წლის 14 მაისს კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია. [53]

2023 წლის 29 იანვარს კობახიძეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. [54] [55]

2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე კობახიძე „ქართული ოცნების“ 3 დეპუტატთან ერთად (ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი) იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. [56] 2023 წლის 18 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს. [57] [58]

2024 წლის 21 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილება 91 ხმით ცნო. [59]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

კობახიძის გამოსვლა 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე

2024 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გეგმავდა. [60] ინფორმაცია ამავე დღეს დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. [61] 2024 წლის 1 თებერვალს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა. [62]

2024 წლის 2 თებერვალს პარლამენტის ბიურომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) განხილვის თაობაზე იმსჯელა, სადაც განხილული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენის შესახებ. [63] კობახიძის სამთავრობო პროგრამაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენიებული, სტრატეგიულ პარტნიორადაა მოხსენებიული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც. [64]

2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა. [65]

2024 წლის 3 აპრილს მმართველი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ,[66] რომელიც 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო.[67] ირაკლი კობახიძემ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და არასამთავრობოები გააკრიტიკა.[68]

2024 წლის 8 აპრილს კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობამ ვაზიანში ახალი „უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის“ აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. [69]

2024 წლის 25 აპრილს კობახიძე სიტყვით გამოვიდა ბუდაპეშტში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე, სადაც მან ხაზი გაუსვა რომ „საქართველოს ეროვნულ იდენტობას“ IV საუკუნიდან სამი მთავარი საყრდენი: „მამული, ენა და სარწმუნოება“ ქმნის. კობახიძემ ისაუბრა მიგრაციის პრობლემასა და „ლგბტ პროპაგანდაზე“. [70]

2024 წლის 23 მაისს კობახიძემ განაცხადა რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას. [71] მისი თქმით ანალოგიური სახის მასთან სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა გააჟღერა.

ვიკიციტატა
„თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.“

2024 წლის 30 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას „გარედან დანიშნული“ უწოდა და განაცხადა რომ მმართველი პარტია საქართველოში „მაიდანის“ გამეორებას არ დაუშვებდა. [72] ამავე დღეს, კობახიძის კომენტარის საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც დაგმო მისი „არამეგობრული განცხადებები“ და „დამახინჯებული შეფასებები“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ. [73]

2024 წლის 31 მაისს კობახიძემ განაცხადა რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“ უნდა გადაიხედოს და აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გაჯანსაღდეს. მან უარყოფითად შეაფასა აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მუშაობა. [74] [75]

2024 წლის 3 ივნისს კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წინადადება შეარჩია, პროცედურული საკითხების გავლის შემდგომ კი დაიდება საპარტნიორო შეთანხმება და საკონსეციო ხელშეკრულება, რასაც მთავრობისა და კონსორციუმის მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნება მოყვება (სადაც საქართველოს მთავრობის წილი 51% იქნება). [76]

2024 წლის 12 აგვისტოს კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა. [77] [78]

2024 წლის არჩევნებისთვის კობახიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-2 ნომრად წარადგინეს. [79]

საგარეო ვიზიტები

ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი

2024 წლის 16 მარტს კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. [80]

2024 წლის 25 მარტს კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთს სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. [81]

2024 წლის 12 აპრილს კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიას. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე გერმანიის პრემიერ-მინისტრს, ოლაფ შოლცს, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. [82]

2024 წლის 25 აპრილს კობახიძე უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.[83]

2024 წლის 16 მაისს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკას სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. [84] ქვეყნებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. [85]

2024 წლის 22 მაისს კობახიძე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. [86]

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის რანგში განხორციელებული საგარეო ვიზიტების სია
ქვეყანა ვიზიტის ადგილი თარიღი დეტალები
ბელგიის დროშა ბელგია; ევროპის დროშა ევროკავშირი ბრიუსელი 20–21 თებერვალი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ნატოს-ს გენერალურ მდინავს, იენს სტონტელბერგს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ევროკომისარ იაზერ ლენარჩიჩს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ბაქო 16 მარტი 2024 შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს
სომხეთის დროშა სომხეთი ერევანი 25 მარტი 2024 შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს
გერმანიის დროშა გერმანია ბერლინი 12 აპრილი 2024 შეხვდა კანცლერ ოლაფ შოლცს, ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბარბელ ბასს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
უნგრეთის დროშა უნგრეთი ბუდაპეშტი 25 აპრილი 2024 შეხვდა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მონაწილეობა მიიღო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.
თურქეთის დროშა თურქეთი ანკარა 16 მაისი 2024 შეხვდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს
ირანის დროშა ირანი 22 მაისი 2024 დაესწრო პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას
გერმანიის დროშა გერმანია ბერლინი 11-12 ივნისი, 2024 დაესწრო უკრაინის აღდგენის კონფერენციას (URC)
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ვუდსტოკი 18 ივლისი, 2024 მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში
ირანის დროშა ირანი თეირანი 30 ივლისი, 2024 დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას

პოლიტიკური მოსაზრებები

ირაკლი კობახიძე 2020 წლის ოქტომბერში

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი დასდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „რუსული სცენარის“ განვითარების ხელშეწყობაში. კობახიძის შეფასებით ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, მაგრამ რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ მოხდებოდა. [87]

კობახიძის შეფასებით საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა „ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“ გაატარა. [88] სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე სიტყვით გამოსვლილას კობახიძემ ახალი კონსტიტუცია ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივის აღმომფხვრელად შეაფასა. [89]

2021 წლის 17 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობა იქნებოდა და ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა მიეღოთ. კობახიძის თქმით ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ლგბტ პირთა დაცვას შეეხებოდა, „ქართული ოცნება“ შიდა-პარტიული განხილვების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებით არ შეუერთდა.[90] კობახიძის თქმით 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები „პრაიდის“ უკან მდგომი „რადიკალური ოპოზიციის“: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში შედიოდა.[91] კობახიძემ 2021 წლის 16 ნოემბერს კობახიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლოდ შეაფასა. [92] [93] გამოქვეყნებულ წერილში მან ისაუბრა და განიხილა თუ როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი შეფასებით ისეთ ქვეყანაში სადაც სამართლის უზენაესობა ღირებულია სააკაშვილმა თავისი ქმედებებისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს უსაფუძვლო შიმშილობა მისი განთავისუფლების საფუძველი არ უნდა გახდეს. [94]

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დააფიქსირა პოზიცია რომ საქართველო უერთდება ყველა დოკუმენტს, რომელშიც დაგმობილია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია.[95] მისი თქმით არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც მიზნად საქართველოში საომარი მდგომარეობის დაწყებას და მის „უკრაინიზაციას“ ისახავს მიზნად.[96] კობახიძე თვლის „გლობალური ომის პარტიის“ გავლენა იგრძნობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებში.[97] მისი განცადებით „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.[98] 2023 წლის 15 ივნისს კობახიძემ განაცხადა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ვაშაძე, გიორგი გახარია, „გირჩი — მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ „გლობალური ომის პარტიის“ აგენტები არიან.[99] 2023 წლის 5 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების საკითხს რეალურად „გლობალური ომის პარტია“ წყვეტს და სურვილის შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დაბლოკავენ საქართველოს.[100] კობახიძის თქმით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო, რის შემდეგაც ის ხელისუფლებაში გიორგი გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოვიდოდა, რასაც საქართველოს ომში ჩართვა მოჰყვებოდა. [101] კობახიძის შეფასებით დეოლიგარქიზაციაში მოსაზრებული არიან მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, სააკაშვილის ციხეში ყოფნით კი დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. [102]

2023 წლის მარტში საქართველოში „უცხოური გავლენების შესახებ კანონის“ გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს განვითარებული მოვლენები კობახიძემ ოპოზიციის მიერ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა.[103]

2023 წლის 24 ივნისს რუსეთში ვაგნერის ჯგუფის აჯანყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე პასუხად კობახიძემ ყველას სიმშვიდესკენ მოუწოდა. [104]

2023 წლის 4 ივლისს კობახიძემ მედიას გააცნო ხელისუფლებისა და პარლამენტის მუშაობის ანგარიში. მისი განცხადებით საქართველომ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი პრინციპულად შეასრულა.[105] მან აგრეთვე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე და მას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა. [106]

კობახიძის თქმით ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა. [107] მისი შეფასებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში უარყოფითი როლი შეასრულა. [108]

კობახიძის შეფასებით 2003 წელს მომხდარმა ვარდების რევოლუციამ საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.“ [109]

აკადემიური საქმიანობა

ირაკლი კობახიძე არის ორი სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. [110]

2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო: „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“; 2019 წელს კი – „კონსტიტუციური სამართალი“. [111]

2006-2017 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[112]

პოპულარობა

2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 29% დადებითად, ხოლო 71% – უარყოფითად აფასებს. [113] 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 34% პოზიტიურად, ხოლო 66% – ნეგატიურად აფასებს.[114] 2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით კობახიძეს გამოკითხულთა 36% პოზიტიურად, ხოლო 64% – ნეგატიურად აფასებს.[115] 2022 წლის მარტში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ჩატარებული კვლევის თანახმად კობახიძე გამოკითხულთა 39%-ს მოსწონს. [116]

კახა კალაძის შეფასებით ირაკლი კობახიძე „ძლიერი პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტია“. [117]

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე ნატალია მოწონელიძე (დ. 1985) და ორი შვილი. მისი მამა არის ქართველი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი, გიორგი კობახიძე. [118] ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. [119]

2022 წლის თებერვალში კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. [120]

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა
  2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  3. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა
  4. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ირაკლი კობახიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
  5. ახალი წიგნები – 2009 – სექტემბერი
  6. CART - საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია
  7. პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა
  8. რადიო თავისუფლება
  9. ქართული ოცნების საარჩევნო სია
  10. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
  11. ანგარიში[მკვდარი ბმული]
  12. ბრძანება[მკვდარი ბმული]
  13. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
  14. ჯანი ბუკიკიო - მინდა აღვნიშნო ირაკლი კობახიძის შრომა, მან ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად
  15. [https://tabula.ge/ge/news/602787-parlamenti-kobakhidzes-belarusis-universitetis პარლამენტი: კობახიძეს ბელარუსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა ]
  16. საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა[მკვდარი ბმული]
  17. საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
  18. საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  19. საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  20. საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
  21. R2 სავარაუდოდ, კვირიკაშვილისა და კობახიძის დაპირისპირების მიმოწერას ავრცელებს
  22. კალაძე: პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება არ არსებობს
  23. კობახიძე: TBC ბანკის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი, პოლიტიკურ ქვეტექსტზე ვერ ვისაუბრებ
  24. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
  25. ირაკლი კობახიძის ჩართულობა საპარლამენტო კენჭისყრაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-04. ციტირების თარიღი: 2024-06-02.
  26. Alia.ge — „გავრილოვის იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური“ — გია ვოლსკი[მკვდარი ბმული]
  27. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა
  28. კახა კალაძე - ირაკლი კობახიძის გადადგმულ ნაბიჯს ღირსეულს ვუწოდებ
  29. ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა და დატოვა თანამდებობა, ასეთია გახარიაც
  30. საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია[მკვდარი ბმული]
  31. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020.
  32. კობახიძე 2008 წლის წიგნში: დაუშვებელია ბოიკოტის გამო დაფინანსების შეწყვეტა პარტიებისთვის. Netgazeti (2020-12-23). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2020.
  33. საქართველოს პარლამენტი — ირაკლი კობახიძე
  34. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აკადემიური პერსონალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-22. ციტირების თარიღი: 2020-04-20.
  35. ირაკლი კობახიძე - კოალიცია არც ერთ შემთხვევაში არ დაგვჭირდება, ამის ერთ-ერთი გარანტი ის გუნდია, რომელიც დღეს წარვადგინეთ
  36. კობახიძე: თუ კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, მე პოლიტიკიდან წავალ
  37. კობახიძე: მერაბიშვილი, შაშკინი, ჭანკოტაძე და სხვები პროვოკაციებს ამზადებენ
  38. კობახიძე: სუს-ს მივაწოდე ინფორმაცია რევოლუციური სცენარის შესახებ
  39. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-04. ციტირების თარიღი: 2024-06-02.
  40. „პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს“. 1tv.ge. 2021-01-16. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  41. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  42. „არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  43. საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-03. ციტირების თარიღი: 2024-06-02.
  44. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-04. ციტირების თარიღი: 2024-06-02.
  45. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
  46. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
  47. „უშიშროების საბჭო არის არაქმედითი ორგანო“- ირაკლი კობახიძე
  48. ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
  49. ირაკლი კობახიძე - კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ შეიძლება, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის
  50. ნარკოტესტზე უარით, გახარიამ პრაქტიკულად, ხელი მოაწერა ნარკომანიასთან პრობლემებს — კობახიძე
  51. [1]
  52. პარტია „საქართველოსთვის“ სარჩელი
  53. „ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
  54. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა
  55. ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა
  56. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციოში არ ესწრება თავისი იმპიჩმენტის საქმის განხილვას
  57. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა
  58. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა
  59. გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცეს
  60. „იმედის“ ექსკლუზივი: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს
  61. არჩილ თალაკვაძე: ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
  62. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა
  63. პარლამენტის ბიურომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვის თაობაზე იმსჯელა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-03. ციტირების თარიღი: 2024-02-03.
  64. პროგრამა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-04. ციტირების თარიღი: 2024-02-04.
  65. პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
  66. ქართული ოცნება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ხელახლა აინjიცირებს
  67. 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გმობს
  68. პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და არასამთავრობოებს აკრიტიკებს
  69. პრემიერ-მინისტრის განცხადებები მთავრობის სხდომაზე
  70. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე
  71. კობახიძე: სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის უკან გლობალური ომის პარტია დგას
  72. პრემიერ-მინისტრმა მედიასთან სადავო საკითხები განიხილა
  73. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შესახებ ირაკლი კობახიძის „არამეგობრულ განცხადებებს“ გმობს
  74. ირაკლი კობახიძე - აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს
  75. Georgian PM calls for review of relations with US
  76. პრემიერი: ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება; დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი 51%, ხოლო კონსორციუმის - 49% იქნება
  77. ირაკლი კობახიძე - პარიზის ოლიმპიადა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში, ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის
  78. პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება
  79. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
  80. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა
  81. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში
  82. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
  83. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
  84. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში
  85. საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
  86. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა
  87. „ომი დაიწყო რუსეთმა, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა "ნაცმოძრაობის" გარეშე“ - ირაკლი კობახიძე ენმ-ს ღალატში ადანაშაულებს
  88. ირაკლი კობახიძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა
  89. ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუცია აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას
  90. ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება უპასუხისმგებლობაა
  91. ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას
  92. ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლო
  93. ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არავითარი სიმბოლო არ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის, ის არის ანტისიმბოლო[მკვდარი ბმული]
  94. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი - გამოხმაურება
  95. ირაკლი კობახიძე — მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია — ამასთან, მკაფიოა პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით — ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს
  96. ირაკლი კობახიძე — არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, უკრაინაში პირველი ფრონტი გახანგრძლივდეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას — ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად!
  97. ირაკლი კობახიძე — გლობალური ომის პარტიის გავლენაა პოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აფიქსირებს, თუმცა, პერიოდულად ჩანს, რომ საკუთარი პრინციპებიც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს
  98. გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი — ირაკლი კობახიძე
  99. „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე — ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები — ირაკლი კობახიძე
  100. ირაკლი კობახიძე — გლობალური ომის პარტიას სურვილი თუ ექნება, შეუძლია, კიდევ ერთხელ დაბლოკოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ხელისუფლება იქნება მყარად იმ პოზიციაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას
  101. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით
  102. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა
  103. ირაკლი კობახიძე „ჯაშუშების რევოლუციაზე“ საუბრობს და პოლიციას მადლობას უხდის
  104. კობახიძე პრიგოჟინის აჯანყებაზე: ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს.[მკვდარი ბმული]
  105. „12-ვე პრიორიტეტი პრინციპულად შევასრულეთ“ — კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა
  106. კობახიძე სააკაშვილზე ზელენსკის პოზიციას შეურაცხმყოფელს უწოდებს
  107. ირაკლი კობახიძე - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა
  108. ირაკლი კობახიძე - ფაქტია, პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში
  109. კობახიძე: 2003 წლის რევოლუციამ მოიტანა დემოკრატიული უკუსვლა, ქვეყნის 20%-ის დაკარგვა
  110. აკადემიური პერსონალი
  111. რადიო თავისუფლება
  112. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (რეგისტრაციის № 07-2/364/10, ბიუროზე განხილული დოკუმენტი, დანართი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-04. ციტირების თარიღი: 2024-02-04.
  113. „Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 32%, ენმ – 24%, საქართველოსთვის – 13%“. Tabula. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  114. „გახარია - 55%; კალაძე - 55%; მელია - 46% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  115. „გახარია - 49%; კალაძე - 55%; ბაქრაძე - 48% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  116. ყველაზე მეტად ილია II, კალაძე და ზურაბიშვილი მოსწონთ – IRI-ის კვლევა
  117. კალაძე კობახიძეზე: ძლიერი პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტია, ძალიან კარგი ადამიანია
  118. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-27. ციტირების თარიღი: 2023-07-27.
  119. ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-23. ციტირების თარიღი: 2024-02-04.
  120. ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2016 – 2019
შემდეგი:
არჩილ თალაკვაძე
წინამორბედი:
ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
2021 –2024
შემდეგი:
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედი:
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2024 –დღემდე
შემდეგი: