შინაარსზე გადასვლა

კობა ნაკაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კობა ნაკაიძე
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1961 (1961-05-31) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“

კობა ნაკაიძე (დ. 31 მაისი, 1961) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1988-1993 წლებში მუშაობდა ქობულეთის N2 რაიონული საავადმყოფოს პედიატრი; 1993-1995 წლებში იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1995-2005 წლებში ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 2012-2015 წლებში აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი; 2015-2016 წლებში აჭარის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]