ჯუმბერ იზორია
ჯუმბერ იზორია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 მარტი, 1966 |
დაბადების ადგილი | ჩხოროწყუ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება |
ჯუმბერ იზორია (დ. 22 მარტი, 1966, ჩხოროწყუ)[1] — ქართველი პოლიტიკოსი.
1997 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესთა მექანიზაციის სპეციალობით. 1984-1986 იყო სამხედრო სამსახურში. 1987 - 1991 წლებში — შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგითი პოლიციელი. 1991-1994 წლებში დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ ქვეგანყოფილების უფროსი (1994 - 2003). 2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგ. ლეგიონის მე-3 სამმართველოს უფროსად. 2005 - 2006 წლებში შსს სამეგრელო-ზემოსვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2007 - 2012 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი, ხოლო 2012 - 2019 წლებში ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუმბერ იზორია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცი: ჯუმბერ იზორია. declaration.gov.ge (23 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.01.2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.