1984–1985 წლებში იყო ხობის სპეციალიზებული მოძრავი მექანიზირებული კოლონა №12-ის მუშა; 1991-1998 წლებში შპს „პინო“ გენერალური მენეჯერი; 1997–2004 წლებში ინდსაწარმო „გიგა ბუკიას“ მფლობელი; 2004–2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი; 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (2016–2019). 2019 წელს უმრავლესობა დატოვა და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[2]