გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1940 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
პარტია | მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს |
საქმიანობა | პარტიის ლიდერი |
შვილ(ებ)ი | 2 |
გიორგი (გოგი) ლევანის ძე თოფაძე (დ. 18 აპრილი, 1940, თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.
2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.
2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო. [1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლიდან არის სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. 1999 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. წიგნისათვის „თხილამურებით მთაში“ 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გოგი თოფაძეს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის 20 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფის, 1 სახელმძღვანელოს და 3 წიგნის ავტორი.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგი თოფაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოგი თოფაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თოფაძის ბიოგრაფია კომპანია „ყაზბეგის“ საიტზე დაარქივებული 2011-08-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ადგილობრივი თვითმართველობის წარმოადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის 2010 წლის 30 მაისის არჩევნები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2011-03-17.
|
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 18 აპრილი
- დაბადებული 1940
- ქართველი მეწარმეები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1957)
- თოფაძეები
- თბილისში დაბადებულები