არნოლდ ჟვანია
არნოლდ ჟვანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ივლისი, 1947 |
დაბადების ადგილი | ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 12 მაისი, 2020 [წყარო არ არის მითითებული 1258 დღე] |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები |
არნოლდ ჟვანია (დ. 30 ივლისი, 1947, სოფ. ქვედა ჩხოროწყუ, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი)[1] — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1970 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1970–1973 წლებში თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, 1973–1975 წლებში აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ალკკ კომიტეტის მდივანი, ჩხოროწყუს ალკკ რაიკომის მეორე მდივანი, პირველი მდივანი (1975–1979), ჩხოროწყუს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1978–1980), ჩხოროწყუს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე (1980–1985), ჩხოროწყუს რაიკომის მეორე მდივანი (1985–1987), 1987-1991 წლებში ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, 1993-1996 წლებში მოქალაქეთა კავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 1996-1999 წლებში ჩხოროწყუს გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩხოროწყუს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. სარეგლამენტო და პროცედურის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2000–2001), სამანდატო და ეთიკის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2001–2004), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა–საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2002–2004).
2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008–2013 წლებში შპს „ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭო წევრი.
ღირსების ორდენის კავალერი (2003). ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე (2019).[2] გარდაიცვალა 2020 წლის 12 მაისს თბილისში, 72 წლის ასაკში. [წყარო არ არის მითითებული 1254 დღე][3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არნოლდ ჟვანია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არნოლდ ჟვანია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არნოლდ ჟვანიას დეკლარაცია. declaration.gov.ge (2007). ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ „ჩხოროწყუმ 90 წლის იუბილე აღნიშნა“. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. 2019-10-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი, 2022. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ https://www.facebook.com/CityHallOfChkhorotskuMunicipality/posts/3764830666867192
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2024
- Pages with image sizes containing extra px
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- დაბადებული 30 ივლისი
- დაბადებული 1947
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1970)
- ქართველი ინჟინრები
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ჟვანიები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები