ბენ ფერინგა
ბენ ფერინგა | |
---|---|
ნიდერლ. Ben Feringa[1] | |
დაბ. თარიღი | 18 მაისი, 1951[1] [2] (73 წლის) |
დაბ. ადგილი | Barger-Compascuum[1] |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო |
საქმიანობა | ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | გრონინგენის უნივერსიტეტი[1] და გრონინგენის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | გრონინგენის უნივერსიტეტი[3] |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სპინოზას პრემია[4] , ორგანული სტერეოქიმიის პრემია[5] , პრელოგის პრემია[3] , კერბერის ევროპული მეცნიერების პრემია[3] , ნობელის პრემია ქიმიაში[6] [7] , ჰუმბოლდტის პრემია[3] , Tetrahedron Prize[8] , James Flack Norris Award in Physical Organic Chemistry[9] , ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[10] , ჩინო დელ დუკას სამეცნიერო პრემია, ნიდერლანდების ლომის ორდენის კომანდორი[11] , ასწლეულის პრემია, Chirality Medal[12] , სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[13] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[14] , Paracelsus Prize[15] და Marie Curie Medal[16] |
საიტი | benferinga.com |
ბერნარდ ლუკას „ბენ“ ფერინგა (დ. 18 მაისი, 1951) — ჰოლანდიელი ორგანული ქიმიკოსი, რომელიც მოლეკულური ნანოტექნოლოგიისა და ჰომოგენური კატალიზის სპეციალისტი. არის გრონინგენის უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის მოლეკულური მეცნიერებების პროფესორი, ნიდერლანდების მეცნიერებათა სამეფო აკადემიის სამეცნიერო განყოფილების საბჭოს წევრი და პროფესორი. 2016 წლის სერ ფრეიზერ სტოდარტთან და ჟან-პიერ სავაჟთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია გადაეცა „მოლეკულური მანქანების შექმნისა და სინთეზისთვის“.[17][18]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერინგა ფერმერ გრიტ ფერინგას (1918-1993) და მისი ცოლის, ლეის ფერინგას (ქალიშვილობისგვარი ჰეიკი) (1924-2013) ოჯახში დაიბადა. ფერინგა კათოლიკური ოჯახის 10 დედმამიშვილიდან მეორე შვილი იყო. ადრეული წლები ოჯახის ფერმაში გერმანიის საზღვრის მახლობლად გაატარა. ის ჰოლანდიური და გერმანული წარმოშობისაა. იოჰან გერჰარდ ვეკელი მისი წინაპარი იყო. ჰყავს ცოლი, ბეტი ფერინგა და სამი ქალიშვილი. ცხოვრობს გრონინგენის მახლობლად, პატერსვოულდში.
ჯილდოები და წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბენ ფერინგა მრავალი ქმიური და ახლოსმდგომი მეცნიერებების საზოგადოებების წევრია: 1998 წელს ფერინგა ქიმიის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 2004 წელს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. 2006 წელს აირჩიეს ნიდერლანდების მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრად, ხოლო 2008 წლიდან - პროფესორად.[19] 2009 წელს შვეიცარიაში ბიურგენსტოკის კონფერენციის პრეზიდენტი იყო. 2010 წლიდან არის ევროპის აკადემიის არჩეული წევრი. 2013 წელს ქიმიის სამეფო საზოგადოების ელჩ წევრად აირჩიე. 2016 წლის 13 ოქტომბერს ნიდერლანდების ქიმიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.[20]
ფერინგას კარიერის დიდი ნაწილი მოლეკულურ ნანოტექნოლოგიაზე, განსაკუთრებით მოლეკულურ ფოტოქიმიასა და სტერეოქიმიაზეა ორიენტირებული. ამ სფეროში წარმატებისთვის2003 წელს მეცნიერს კიორბერის პრიზი, 2004 წელს - სპინოზას პრიზი, ხოლო 2005 წელს პრელოგის ოქროს მედალი გადაეცა.[21] 2007 წელს აშშ-ში მეცნიერმა ამერიკის ქიმიის ასოციაციისგან ფიზიკური ორგანული ქიმიის დარგში ჯეიმზ ფლეკ ნორისის ჯილდო დაიმსახურა, 2008 წელს ევროპის მკვლევართა საბჭოსგან უმაღლესი გრანტი მიიღო, ხოლო შვეიცარიის ქიმიის საზოგადოებისგან - პარაცელსუსის ჯილდო.[22]
მოლეკულურ მენციერებებში გაწეული ღვაწლისთვის ფერნგას არტურ კოუპის სამეცნიერო ჯილდო, ორგანული ქიმიის ნაგოიას მედალი, Grand Prix Scientifique Cino del Duca და ალექსანდრ ჰუმბოლდტის ფონდისგან ჰუმბოლდტის ჯილდო გადაეცა.[23][24] 2013 წელს ფერინგას ტოკიოშიიამადა-ტოგას ჯილდო, ქიმიის სამეფო საზოგადოების ჯილდო და პოლონეთის ქიმიის საზოგადოებისგან მარი სკლოდოვსკა-კიურის მედალი მიიღო.
პროფესიული აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერინგა ქიმიის სამეფო საზოგადოების რამდენიმე ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი იყო, მათ შორის Chemical Communications (2012 წლამდე), Faraday Transactions of the Royal Society და Chemistry World. 2002-2006 წლებში იყო ქიმიის სამეფო საზოგადოების ჟურნალის Organic & Biomolecular Chemistry დამფუძნებელი და რედაქტორი. მუშაობდა სარედაქციო მრჩეველთა საბჭოშიც ჟურნალებისთვის: Advanced Synthesis and Catalysis, Adv. Phys. Org. Chem., Topics in Stereochemistry, Chemistry, an Asian Journal. იყო ამერიკის ქიმიის საზოგადოებიის მიერ გამოცემული ჟურნალების: Journal of Organic Chemistry, Journal of the American Chemical Society რედაქტორი.
2017 წლის 26 ნოემბერს გუანჯოუში, სამხრეთ ჩინეთის უნივერსიტეტში მოგზაურობისას ფერინგას ამ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს.[25] 2017 წლის დეკემბრიდან ქიმიკოსი ჩინეთის მწვანე ბარათს ფლობს და შანხაიში აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მკვლევართა გუნდს ხელმძღანელობს.[26]
ფერინგა კომპანიის Selact (ამჟამად Kiadis-ის ნაწილი) თანადამფუძნებელია. კომპანია თავდაპირველად ორგანული სინთეზისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველსაყოფად დაარსდა, მაგრამ შემდეგ მაღალგამტარუნარიანი სკრინინგის მეთოდების განვითარებაზე ორიენტირდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Catalogus Professorum Academiae Groninganae — 2014.
- ↑ Gregersen E. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 http://www.rug.nl/staff/b.l.feringa/cv
- ↑ NWO Spinozapremie 2004
- ↑ Organic Stereochemistry Award 2011 Winner
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2016 — 2016.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Elsevier Announces the Winner of the 2016 Tetrahedron Prize — 2016.
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/james-flack-norris-award-in-physical-organic-chemistry/past-recipients.html
- ↑ https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
- ↑ https://zoek.officielebekendmakingen.nl/stcrt-2016-68053.html
- ↑ https://www.rug.nl/news/2009/04/medalferinga?lang=en
- ↑ https://www.usc.gal/es/usc/institucional/honoris-causa
- ↑ https://royalsociety.org/news/2020/04/outstanding-scientists-elected-as-fellows-and-foreign-members-of-the-royal-society/
- ↑ https://scg.ch/component/page/paracelsus
- ↑ https://ptchem.pl/pl/honors/winners-of-the-medals-and-ptchem-awards
- ↑ Staff (20 December 2016). „The Nobel Prize in Chemistry 2016 - Bernard L. Feringa“. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 20 October 2017.
- ↑ Chang, Kenneth; Chan, Sewell (5 October 2016). „3 Makers of ‘World’s Smallest Machines’ Awarded Nobel Prize in Chemistry“. New York Times. ციტირების თარიღი: 5 October 2016.
- ↑ Ben Feringa. Royal Netherlands Academy of Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
- ↑ Ben Feringa benoemd tot erelid KNCV - website of the Royal Netherlands Chemical Society
- ↑ Laboratorium für Organische Chemie (LOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
- ↑ Paracelsus Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 15 January 2015.
- ↑ Nagoya Medal of Organic Chemistry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-22. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
- ↑ La Fondation Simone et Cino del Duca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-08. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
- ↑ 诺奖得主Bernard L. Feringa受聘华南师范大学名誉教授 zh-CN (2017-10-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-27. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ Win a science Nobel and be in the running for a Chinese 'green card'. South China Morning Post (2017-11-26). ციტირების თარიღი: 3 December 2017.